ტესტ-მატჩები

11:17 | 24.06.2016 | ნანახია 12897 - ჯერ

ბეჭდაუდებელნი!

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული, პირველი ტურნე წყნარი ოკეანის კუნძულებზე დაუმარცხებლად ჩაამთავრა. სამოასთან მოსაგები, მაგრამ ფრედ დამთავრებული მატჩის შემდეგ (19:19), „ბორჯღალოსნებმა“ ტონგას ბოლო წუთზე დადებული ლელოთი 23:20 აჯობეს, ბოლოს კი, 2016 წლის წყნარი ოკეანის თასის გამარჯვებულ ფიჯის 11-ქულიანი სხვაობით, 14:3 მოუგეს.

უნდა ვაღიარო - ტურნეზე გამგზავრების წინ ძნელად თუ ვიფიქრებდი მისი დასრულებისას ასეთი შედეგი თუ დადგებოდა. მგონი ამას არც არავინ ელოდა, რადგან გულშემატკივართა შეფასებისას უმეტესად ასეთ ფრაზას ვაწყდებოდი - ნეტა ერთი თამაში მაინც მოგვაგებინა. სხვაზე აბა რა ვთქვა და პირადად მე ბოდიშს ვიხდი „ბორჯღალოსნების“ წინაშე, რადგან მეც ამ „ნეტა ერთი თამაში მაინცს“ შორის ვიყავი და როგორც ჩანს, ბოლომდე კიდევ ვერ ვაფასებდი მილტონ ჰეიგის და მისი შეგირდების შესაძლებლობებს.

ადრეც არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს იყო უმნიშვნელოვანესი ტურნე, რადგან კეთილისმსურველებიც და მოწინააღმდეგეებიც დიდი ყურადღებით დააკვირდებოდნენ ქართველთა შედეგებს. სავარაუდოდ, ამ შედეგზე მნიშვნელოვნად უნდა იყოს დამოკიდებული ქართული რაგბის მომავალი, ვგულისხმობ ჩვენი ეროვნული გუნდის უფრო მაღალი დონის ტურნირში ჩართვის შესაძლებლობას და ამ ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო ამას იმსახურებს! მათ გარჯას რა თქმა უნდა ზურგი გაუმაგრეს „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“, რომლებმაც ელიტურ 10-ეულში შეაბიჯეს და შორს არ უნდა იყოს დღე, როდესაც მთელი ქართველი ერი ექვს ერში მიწვევას იზეიმებს.

ოკეანეთის ტურნეზე წარმატებული გამოსვლის შედეგად, საქართველოს ნაკრებმა დაამყარა რეკორდი და თუ აქამდე წაუგებელი მატჩების სერია შვიდს შეადგენდა, ახლა ის 9-მდე გაიზარდა - მოგება ნამიბიასთან 2015 წლის მსოფლიო თასზე, ხუთი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე, ფრე მოსაგებ თამაშში სამოასთან და მიყოლებით დამარცხებული ტონგასა და ფიჯის ნაკრებები. ბოლო სამი ის გუნდებია, რომლებსაც დამარცხებული ჰყავთ ავსტრალიის, უელსის, საფრანგეთის, შოტლანდიის და იტალიის ნაკრებები და მათ ძალასთან ერთად, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნის კუნძულების დაუმარცხებლად დალაშქვრას.

შესაძლოა, ვინმემ, ვისაც ქართული რაგბის წარმატება რბილად რომ ვთქვათ გულზე არ ეხატება, ან უბრალოდ ზედმეტად კრიტიკულადაა განწყობილი, წამოწიოს მოსაზრება, რომ მეტოქეები უძლიერესი შემადგენლობით არ დაგვიხვდნენ და დიახ ეს მართლაც ასეა. მაგრამ საპირწონედ მომენტალურად მახსენდება ჩვენი ლიდერები, რომლებიც საფრანგეთის ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ და ჯერ კიდევ იბრძვიან, მინიმუმ ექვსი ლიდერი, რომლებთან ერთადაც საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო სხვა ძალაა, ასევე, ის ახალგაზრდა მორაგბეები, რომლებიც ქვეყნის ღირსებას მანჩესტერში, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იცავენ და რომ არა დროში დამთხვევა, მათი ნაწილი ახლა კუნძულებზე აუცილებლად იქნებოდა.

და კიდევ ერთი - ფიჯი, ტონგა და სამოა, საქართველოსთან ტესტ-მატჩების პარალელურად, თამაშობდნენ წყნარი ოკეანის თასზე, რომელიც ორი წლის ჯამში 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია და არა მგონია მათ იაპონიის საგზური ექსპერიმენტების გამო სასწორზე დაედოთ. დიდი ალბათობით, ჩვენ დავამარცხეთ ის ნაკრებები, რომლებიც ამ სამეულის სამომავლო ბირთვს წარმოადგენენ და რომელთან მაქსიმალურად მიახლოვებული შემადგენლობით მომავალ მსოფლიო თასზე გეგმავენ წარდგენას.

ტესტ-სერიის და უშუალოდ ფიჯისთან მატჩის შედეგი საქართველოს ნაკრების თავდადებულმა და კარგად ორგანიზებულმა დაცვამ, დისციპლინამ, შერკინებამ და ტაქტიკურად ჭკვინურმა თამაშმა განაპირობა. ამ მოგებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მილტონ ჰეიგს, მთელს სამწვრთნელო თუ სამედიცინო შტაბს, რა თქმა უნდა უშუალოდ იმ ბიჭებს, რომლებმაც მოედანზე ოფლი ღვარეს და სამშობლოს სიყვარულს. ჩემი აზრით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი მთავარი კოზირი და გამორჩეულობა, სწორედ სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულია, ესაა ყველაზე შეკრული გუნდი მთელს დედამიწაზე და სწორედ ეს ერთსულოვნება გამოარჩევს „ბორჯღალოსნებს“ სხვა დანარჩენისგან.

ფიჯისთან მატჩი ყველა მორაგბემ კარგად ჩაატარა, კარგები იყვნენ გიორგი ბეგაძე და ლაშა ხმალაძე, რომლებიც თამაშს ჭკვიანურად და სწორად მართავდნენ. მიუხედავად არაერთი კრიტიკისა, ბეგაძემ ამ ტურნეზე დაამტკიცა, რომ დამსახურებულად ატარებს „ბორჯღალოსნების“ კვართს. გვქონდა სწრაფი ბურთი და შეტევების სწორი მიმართულებები, ხოლო ხმალაძემ, გარდა იმისა, რომ ლელო გაიტანა, სწორი ტაქტიკური დარტყმებით ყველა ჯერზე მონახა ცარიელი სივრცე. დავით კაჭარავამ და მერაბ კვირიკაშვილმა 95-ედ მოირგეს საქართველოს ნაკრების კვართი და ამ უკანასკნელმა საკუთარი მონაგარი კიდევ 9 ქულით, 743-მდე გაზარდა; მათზე ერთით ნაკლები კეპი აქვს ვეტერან გიორგი ჩხაიძეს, რომელმაც „მფრინავ ფიჯელებს“ პრაქტიკულად ყველა საჰაერო ბრძოლა მოუგო, ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩები 60-მდე დაამრგვალა გუნდის კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა, რომელიც აგერ უკვე მე-15-ედ ჭკვიანურად წარუძღვა გუნდს, ხოლო ლაშა მალაღურაძემ 70-ე კეპი მოიხვეჭა.

საქართველოს ნაკრები ფიჯისთან მატჩში ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, აკონტროლებდა ბურთს და შეტევებით გამორჩეულმა მეტოქემ პირველად მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ შეძლო ბურთიანად ჩვენს 22-ში შემოსვლა. მთლიანობაში, კუნძულელებმა სულ 2-3-ჯერ შეძლეს სახიფათოდ შეტევა, მაგრამ ქართველებმა ყველა მათი მცდელობა უკუაგდეს, თავად კი, ბევრად მეტი სალელოვე შანსი ჰქონდათ და მეტი სხვაობითაც შეიძლებოდა მეტოქის დამარცხება, თუმცა ესეც სავსებით საკმარისია.

წინასწარ გამოცხადებულ შემადგენლობაში ერთი ცვლილება იყო და თამაში სანდრო თოდუას ნაცვლად თამაზ მჭედლიძემ დაიწყო. შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა მშვიდად დაიწყო და დებიუტშივე შექმნა ხიფათი, როდესაც ხმალაძემ დაუცველ ზონაში ფეხით გადაკიდა ბურთი, მეტოქე იქვე ჩავხურეთ, შეცდომა დავაშვებინეთ, შერკინებაში ჯარიმა მოვიპოვეთ და კვირიკაშვილმა ანგარიში გახსნა. სამწუხაროდ, ფიჯიმ ჯარიმა მატჩის განახლებისთანავე დაგვიბრუნა და ანგარიში გაათანაბრა. კვირიკაშვილს მე-15 წუთზე მეორე შანსი მიეცა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა გაუცუდდა. სამაგიეროდ, მეტოქეს 20 წუთში ორჯერ მოვუგეთ მათივე აუტი და კუნძულელების ნახევარზე დავმკვიდრდით.

მერე იყო ჩვენი 5-მეტრა დერეფანი და მოკლეზე ჯაბა ბრეგვაძის შეტევა, იერიშის საპირისპირო ფლანგზე გაშლა და მჭედლიძის ლელო, რომელიც რეფერიმ წინპასის გამო გააუქმა. თაზოს რამდენიმე წუთში მაინც შეეძლო ლელოს დადება, როდესაც ხმალაძის ფეხით თამაშის შემდეგ ბურთთან პირველი იყო, თუმცა უკვე ლელოში შესულმა ოვალი ვერ დაიმორჩილა. ტაიმის დასკვნითი წუთები მასპინძლების იყო და ამჯერად მათი ლელო გაუქმდა წინპასის გამო. შესვენებამდე კარლენ ასიეშვილმა იარა კარგად, მას მხარი კაჭარავამ და მერაბ შარიქაძემ აუბეს, ცენტრიდაბ ბურთი 22-მდე ავწიეთ, მაგრამ იქ დავკარგეთ, კონტრშეტევას გადავრჩით და ტაიმი 3:3 დასრულდა.

მსაჯმა განახლებისა რომ ჩასტვინა ასიეშვილმა კვლავ კარგად შეუტია, ბეგაძემ იერიში სწრაფად გაშალა მარცხენა ფრთაზე, ხმალაძემ სივრცით ისარგებლა, მბოჭავს დაუსხლტა, მერე ორი მცველი ზედ ხაზთა დაეჭიდა, თუმცა ლაშამ დამიწება მაინც მოახერხა. კვრიკაშვილმა ვერ გარდასახა - 3:8. ამჯერად მეტოქეს სწრაფი პასუხი არ გამოუვიდა, საქართველოს ნაკრებმა ლელო დაიცვა და 5-მეტრიანი ზონიდან კონტრშეტევით თამაში კვლავ ფიჯის ნახევარზე დააბრუნა. ამას მოჰყვა თანმიმდევრული შეტევა, ბურთი კარგად ვაკონტროლეთ, ფიჯი დაჯარიმდა და ამჯერად კვირიკაშვილი აღარ შეცდა - 3:11.

მნიშვნელოვანი იყო, დასკვნითი მეოთხედის წინ, როდესაც თამაში ყველაზე მეტად გაჭირდებოდა, სოლიდური უპირატესობის შექმნა და შერკინების შემდეგ ბეგაძემ მეტოქეს ხაზი გაუჭრა, ბურთი ფეხით შეაცურა, თუმცა ხმალაძეს მცველებმა დაასწრეს. ფეხით თამაში და მასპინძლების მათსავე ნახევარზე შევიწროვება შემდეგ ეპიზოდებშიც გამოგვივიდა, ბოლოსკენ გონევამ შემოგვიტია სახიფათოდ, ჯარიმა ფიჯიმ სწრაფად გაათამაშა, თუმცა რაქში კაჭარავა შეუდარებელი იყო და ეს შეტევაც მოვიგერიეთ. ჯარიმას მოლი მოჰყვა, მასპინძლები დაჯარიმდნენ და კვირიკაშვილმა 40 მეტრიდან ჯარიმა ვერ გაიტანა, მაგრამ აგრესიულ დაცვით ფიჯელებს კვლავ დავაშვებინეთ შეცდომა, შერკინებამ ამჯერადაც დიდებულად იმუშავა და კვირიკაშვილმა 25 მეტრიდან გაიტანა.

ფიჯი გატყდა. გუნდი, რომელმაც წყნარი ოკეანის თასზე ტონგასა და სამოას დასკვნით მეოთხედში მოუგო, ამჯერად ვერაფერს გახდა, საქართველოს ნაკრებმა ის მისსავე კუნძულზე 14:3 დაამარცხა და შინ დაუმარცხებელი ბრუნდება. ახლა ჯერი ქომაგზეა, ამ ბიჭებს 1000 მადლობა და ღირსეული დახვედრა დაიმსახურეს - რაგბი ჩვენი თამაშია!

ფიჯი. სუვა. ეი ზე ემ პარკი

ფიჯი - საქართველო 3:14 (3:3)

ფიჯი: 15. ბენიტო მასილევუ, 14. სავენაკა რავაკა, 13. ადრიუ დელაი (23. ვერენიკი გონევა 59), 12. ერონი ვასიტერი (22. სერემაია ბაი 58), 11. პატრიკ ოსბორნი, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ნემანია კენატალე (21. ჰენრი სენილოლი 80+4), 8. ერემასი რადროდრო (20. მალაკაი რავულო 58), 7. მოსესე ვოკა, 6. ნაულია ნდავაი, 5. ტევიტა კავუბატი, 4. სავენაკა ტაბაკანალაგი (19. ნემია სოქეტა 41), 3. ტანიელა კოროი (18. მესაკე დოგე 55), 2. სუნია კოტო (16. ვილიამ ვეიკოსო 70), 1. პენი რავაი (17. კამპესე მააფუ 62).

1 ჯარიმა: ვოლავოლა

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე (22. ლაშა მალაღურაძე 70), 9. გიორგი ბეგაძე; 1. კარლენ ასიეშვილი (17. ზურაბ ჟვანია 58), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. შალვა მამუკაშვილი 59), 3. ირაკლი მირცხულავა (18. ნიკოლოზ ხატიაშვილი 70), 4. გიორგი ჩხაიძე (19. ნოდარ ჭეიშვილი 75), 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი (20. ლაშა ლომიძე 50), 7. გიორგი თხილაიშვილი (23. საბა შუბითიძე 64), 8. ბექა ბიწაძე.

1 ლელო: ხმალაძე

3 ჯარიმა: კვირიკაშვილი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (43)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:38 | 25.06.2016
ალექსანდრე (27)

მაგარი იყო

16:45 | 25.06.2016
GO_GO_LELOS (81)

გილოცავთ! იაპონიამ წააგო შოტლანდიასთან და ჩვენც ოფიციალურად გადავედით 11 ადგილზე! ძალიან მცირეა სხვაობა 10 ადგილოსან ფიჯისთანაც! აქ რომ ჩამოვა სამოა იაპონია მათ რომ მოვუგებთ სავარაუდოდ გადავალთ მეათეზეც!

23:31 | 24.06.2016
ogafa (407)

წარმატებები გილოცავთ

22:44 | 24.06.2016
Kala94 (151)

ეს იყო საოცარი დღე ! და ეს იყო საოცარი 3 კვირა ! ისტორია დაწერა ჩვენმა ნაკრებმა ! სამააყო ბიჭები გვყავს !

21:49 | 24.06.2016
kelbo (21)

ფიჯი-ტაიმსის სტატია ნახეთ რა
შოკში ჩავაგდეთ ტიპები, მეტყველების და წერა-კითხვის უნარი დაკარგეს მგონი...
იშვიათი "მჭვერვმეტყველების" შემცველი სტატიაა
0?'>http://www.fijitimes.com/story.aspx?id=359571':'>http://www.fijitimes.com/story.aspx?id=359571'))

17:28 | 24.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

გაიმეტონ კიდევ თანხა ბიჭებისთვის და კლუბებში წასვლამდე ერთკვირიანი მომზადება გაატარონ და ის კრიოკამერების აბაზანებიც ჩაუტარონ))

17:26 | 24.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

ისეთი სიცხე ჩანდა რომ საშიშად ჩანდა მეორე ტაიმი მაგრამ პირიქით ფიჯისთვის გამოდგა ეს სიცხე საშიში, აი რას ნიშნავს ფიზიკური მომზადება... თუ დააკვირდებით შარშანდელი იმ მაგარი მომზადების შედეგს დღემდე ვიმკით, გამძლეობა ხომ გამძლეობად და ადრე თუ ხშირი ტრამვიანობა გვქონდა ეხლა ტრამვიანობა მინიმუმამდეა დაყვანილი, არ მახსენდება ტრამვის გამო თამაშები გამოეტოვებინოს რომელიმეს

17:33 | 24.06.2016
BEERTRANCE (1073)

ფიჯიმ ის მიქარა მოედანი რო არ მოაწესრიგა. არეული და უსწორმასწორო მოედანი შედარებით სწრაფი გუნდებს უშლის ხელს და გაიჩალიჩეს

17:23 | 24.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

2.60 ქულა მოგვაქ კუნძულებიდან

16:57 | 24.06.2016
otia-83 (13)

დედა რა იყოს ეს ააა ?!

16:43 | 24.06.2016
orioni (88)

აღარ იციან რით უშველონ ამ იტალიას, თვალში ეჩხირებათ ჩვენზე უკან რომ არიან რეიტინგში, პირდაპირ ვერ გვახვედრებენ, და გადაწყვიტეს რეიტინგის 16-17 ნაკრებებთან გაუშვეს, იქნებ არ წააგონ და ქულები დააგროვონო, რამენაირად რომ საქართველოს წინ გადავიდეს, ჩვენ კი კუნძულებზე გაგვიშვეს საიდანაც ფიქრობდნენ დამარცხებული და დაქვეითებული დავბრუნდებოდით, მაგრამ ჩაუგდეთ კოვზი ნაცარში აქეთ წამოვიღეთ გამარჯვება თავის სარეიტონგო ქულებით. მალე მოუწევთ იტალიის ესპანეთთან და ურუგვაისთან გაშვება...

22:33 | 25.06.2016
dinamo222 (692)

გაუშვან და ათამაშონ მაგათტან ძალიანაც კარგია ! მაგ მსამეხარისხოვან გუნდებთან მოგებებით 1 ქულასაც ვერ დააგროვებენ და ჩვენ კი უფრო წინ წავალთ DD

18:13 | 24.06.2016
temuchin (431)

ასიანი ხარ!

16:12 | 24.06.2016
krasni (587)

როდის მოვა ნოემბერი, რა მოიცდის მანამდე?! საშემოდგომო ტესტების მერე კი დადგება რიგი ჩვენთან ტესტების მსურველების, კი გვექნება ასარჩევად საქმე. ვისთანაც თამაში ეროვნულს არაფერს შესძენს(მაგალითად იტალიასთან), ვათამაშოთ "ა" ნაკრებთან.

16:08 | 24.06.2016
otia-83 (13)

დედა რა იყოს ეს ააა ?!

15:46 | 24.06.2016
BEERTRANCE (1073)

აი ახლა ხვალ კანდამ რო რამენაირად იტალიას აჯობოს და ახალგაზრდა იაპონელებმა პარისეს ნაქები და 2-3 წელიწადში ბარეორი რო უნდა გაემწარებინა ახალგაზრდა იტალიელები მიჯირყვნონ და კამფეტ.

15:30 | 24.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

არა რუსულმა რაგბმა კარგა ხანია დაკარგა იმის პრეტენზია და უკვე ფანტაზიაც რომ ჩვენ მოგვიგებენ და ეხლა პირიქით თუ გვგულშემატკივრობენ თორე ბოღმის საბაბი აღარ ეძლევათ

15:24 | 24.06.2016
dinamo222 (692)

ეხლა შევედი რუსულ სარეგბო საიტებზე მაინტერესებდარუსები რას დაწერდნენ ჩვენზე და კრინტიც არაა დაძრული ჩვენ მოგებებზე ! ალბათ ბოღმით არიან გასიებულები ! DDD თუმცა მაგათ რას ვერჩი ჩვენი ტელევიზიებიც არ იღებენ ხმას !@@@

18:11 | 24.06.2016
temuchin (431)

ისემც უქნიათ დამსკდარან მონღოლები ბოღმით ემანდ გულის შეტევა არ დაემართოთ ყველას ერთად (ვისაც არ ვუყვარვართ) და აფხაზეთი ოსეთი არ დავიბრუნოთ ბიჭების ჩამოსვლამდე წავედი ოცნებებში )))))

18:08 | 24.06.2016
temuchin (431)

ჩვენი მედია ჭორებსა და უარყოფითი ინფორმაციებით ხალხის დაზაფრვაზე დაგეშილი მოღალატეობრივი წარმონაქმნია 90% ით, განსაკუთრებით ინტერნეტგამოცემები და რუსთავი2

15:44 | 24.06.2016
BEERTRANCE (1073)

აბა რა იქნება

14:45 | 24.06.2016
zura-mesi (33)

მიანგრ-მოანგრიეს ოკეანეთი მართლაც ლომებმა! იტალიამ კი იფაფხუროს ჯრჯ-ჯერობით, ურუგვაი-რუმინეთთან დაუნიშნია ტესტები ასეც უქნია...

14:39 | 24.06.2016
dinamo222 (692)

უძაანმაგრესად ითამაშეს ! თანაც ისე დამაჯერებლად მოუგეს საერთოდ არც კი გვანერვიულეს D დაახლოებით მეათე წუთის მერე ეჭვიც არ მეპარებოდა რომ მოვიგებდით!!ის კი არა ბოლოს გატეხილშიც დავრჩი ერთი ლელო მაინც დაედოთ მეთქი კიდევ D და უკანაც ჩამოვიტოვებდით და ათეულშიც შევიდოდით

14:22 | 24.06.2016
temuchin (431)

ლელოო ლელოო საქართველოო! ასე უმღეროდნენ ავსტრალიაში 13 წლის წინ მსოფლიოზე ჩასულ ჩვენს ბიჭებს არ ვიცი საიდან გამოჩეკილი იქაური ფანები როგორ ცხადად მახსოვს, ბიჭების სასიამოვნოდ გაოცებული გამომეტყველებებიც ცხადად შემომრჩა. მსოფლიო ჯერ კიდევ ვერ ხვდება როგორმა ზვავმა და ნამქერმა დაიწყო მაშინ სიჩქარის აკრეფა, ბევრს ეხლაც არ უნდა ამის დანახვა სანამ არ წავლეკავთ თავიანთი ამბიციებიანად არც დაიჯერებენ და ეს დროც აღარაა შორს!....

ლელოო ლელოო საქართველოოო!!!

14:07 | 24.06.2016
grinchi (18)

stripslashes((strlen('http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/erovnuli-nakrebi/93347-chvens-samshoblos-gaumarjos-qborjghalosnebiq-gamarjvebis-shemdeg-mgherian-video.html?add=1#comments')>0?'http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/erovnuli-nakrebi/93347-chvens-samshoblos-gaumarjos-qborjghalosnebiq-gamarjvebis-shemdeg-mgherian-video.html?add=1#comments':'http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/erovnuli-nakrebi/93347-chvens-samshoblos-gaumarjos-qborjghalosnebiq-gamarjvebis-shemdeg-mgherian-video.html?add=1#comments'))

ჩვენი ლომები მღერიას გამარჯვების შემდეგ

14:06 | 24.06.2016
muchachino (19)

რაგბის კავშირო ან კიდევ მათთან დაახლოებულო ხალხო, გაგვაგებინებთ ბოლოსდაბოლოს ჩვენი გმირები როდის ჩამოდიან?!

13:36 | 24.06.2016
orioni (88)

ბიჭები იმსახურებენ სათანადო დახვედრას აეროპორტში!...ვინც ქალაქში ვართ ყველანი დასახვედრად!!!

14:05 | 24.06.2016
buratino (480)

ნამდვილად იმსახურებენ! ჰოდა, დავხვდეთ აუცილებლად!

13:29 | 24.06.2016
David (7)

6 ერის ევროპავ, მე შენი ბებერი დედა ვატირე, ჩადით სათითაოდ ოკეანიაში, 3-3 თამაში ითამაშეთ და რა ჩიტსაც დაიჭერთ, მაგრად მოუჭირეთ ხელი! ბჯოს?! არ გაგვიჭირეს საქმე ამ ტავიანთი სულელური ამბიციებით?! ლომები გვყავს, ლომები! სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ტურნედან ასე გამარჯვებულები დავბრუნდებოდით! საქართველოს ნაკრები ამ ტურნირამდე სხვა გუნდი იყო და დღეს სულ სხვა გუნდია, ფაქტია ეს: მიუხედავად ძირითადი დამრტყმელი შემადგენლობის არყოლისა და რიგ შემთხვევებში ჩვენგან დაშვებული შეცდომებისა, სამივე გუნდს თამაშით გადავუარეთ!

13:27 | 24.06.2016
orioni (88)

ყველას გილოცავთ ძმებო!..ზეიმია ჩვენს გულებში. გენაცვალეთ მე თქვენ, ჩვენო საამაყო ბიჭებო!..სიზმარშიც ვერ ნახავდა ასეთ შედეგს ვინმე. შეუძლებელი შეძლეს, ფიჯის მოუგო სახლში 14-3 ?!..

13:23 | 24.06.2016
test (124)

დარწმუნებული ვიყავი, რომ ერე იქნებოდა, და ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი მოტყდება სტერეოტიპი სუსტ შემადგენლობაზე, საქართველოს ნაკრებს არ ყვას სუსტი შემადგენლობა ვინც არ უნდა გვაკლდეს გუნდში !!!!

13:19 | 24.06.2016
David (7)

6 ერის ევროპავ, მე შენი ბებერი დედა ვატირე, ჩადით სათითაოდ ოკეანიაში, 3-3 თამაში ითამაშეთ და რა ჩიტსაც დაიჭერთ, მაგრამ მოუჭირეთ ხელი! ბჯოს?! არ გაგვიჭირეს საქმე ამ ტავიანთი სულელური ამბიციებით?! ლომები გვყავს, ლომები! სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ტურნედან ასე გამარჯვებულები დავბრუნდებოდით! საქართველოს ნაკრები ამ ტურნირამდე სხვა გუნდი იყო და დღეს სულ სხვა გუნდია, ფაქტია ეს: მიუხედავად ძირითადი დამრტყმელი შემადგენლობის არყოლისა და რიგ შემტხვევებში ჩვენგან არცთუ საუკეთესო ტამაშისა, სამივე გუნდს თამაშით გადავუარეთ!

13:19 | 24.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

ამ თამაშებმა კიდევ ერთი ახალი ლიდერი აღმოგვიჩინა ბიწაძის სახით

13:15 | 24.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

საქართველოს ტოტალიზატორებს კი ფსონი საერთოდ არ ქონდათ გამოტანილი ამ თამაშზე

13:14 | 24.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

ნუ ვიხდით ბოდიშს იმისთვის რომ ამ სასწაულს არ ველოდით...პირიქით ამით უფრო გავათავისუფლეთ ბიჭები დაძაბულობისაგან რომ მათგან ამდენს არ ვითხოვდით...და ამხელა ამეციურ სიხარულსაც ვერ მივიღებდით )))

13:13 | 24.06.2016
iberiana (33)

რა გუნდი გააგორეს დედალი ჯიხვივით, თან საკუთარ მთაზე! კლუბები: ფალკონსი, ლესტერი, ჰაილენდერსი... დააღონეს სრულიად ოკეანეთი, ტოტალიზატორი და ნემანი ნადოლო. დიდება უფალს და საქართველოს! მადლობა ძმებო!

13:07 | 24.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

რაღა ტესტები, პლეიოპი დაგვინიშნონ იტალიასთან )))

13:07 | 24.06.2016
buratino (480)

stripslashes((strlen('http://www.planetrugby.com/news/georgia-get-the-better-of-fiji/')>0?'http://www.planetrugby.com/news/georgia-get-the-better-of-fiji/':'http://www.planetrugby.com/news/georgia-get-the-better-of-fiji/'))

12:56 | 24.06.2016
ოვალური კორბენი (276)

ეს იყო საოცარი ტურნე. ბოдიშს ვუხдი ჯიგრებს ჩემი პესიმიზმისთვის, თუმცა ეს პესიმიზმი სამოასთან თამაშის дროსვე გამიქრა.ეხლა უკვე სქოთებთანაც იმეдიანაд ვიქნები. მანამдე კი ალბათ ათეულშიც შევჯლიგინдებით.
ისე, თუ ამ дალოცვილ რაგბში ყველაფერი ვაჟკაცობასა дა ურთიერთპატივისცემაზეა дამყარებული, რაღა ამ იტალიელებს გაдმოყვათ ეს საფეხბურთო ქაჯობები ? თუ ჩვენზე მაგრები გონიათ თავი, дავნიშნოთ ტესტები გაისაд. მოგვიგონ дა ჩვენც გაგვაჩუმებენ дა თვითონაც дამშვიддებიან

13:05 | 24.06.2016
BEERTRANCE (1073)

მაგაზე პასუხი უკვე არის, აშშ და კანადასთან სათამაშოდ რო წავიდენ. აწი ჩვენ აღარ ვიკადრებთ მაგათთან თამაშს.

12:16 | 24.06.2016
tengocie (60)

მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის. მშვენიერი სტატიაა. მეც იმ კატეგორია მივეკუთვნები რომლებიც ფიქრობდნენ „ნეტა ერთი თამაში მაინცს მოგვაგებინა“. მთელი ევროპა(6 ერი) აპელირებდა რომ საქართველო შემოდგომაზე დაგროვილი ქულებით მიიწევს რეიტინშიო(მიზეზებს ხვდებით იმედია). ეხლა რას იტყვით????? ისე მადლობა მსოფლიო რაგბს ამ ტესტებისთვის, განსაკუთრებული მადლობა ბატონ გია ნიჟარაძეს.

12:13 | 24.06.2016
sanzona (19)

მსოფლიო რაგბიმ ჩვენზე სტატია დადოstripslashes((strlen('http://www.worldrugby.org/pnc/news/171750')>0?' http://www.worldrugby.org/pnc/news/171750':' http://www.worldrugby.org/pnc/news/171750'))

12:39 | 24.06.2016
temuchin (431)

ეს ძველი სტატიაა მატჩამდელი, ასე რომ ამ შემთხვევისთვის არ გამოდგება, მატჩისწინა მიმოხილვებია

12:12 | 24.06.2016
sanzona (19)

stripslashes((strlen('http://www.worldrugby.org/pnc/news/171750')>0?'http://www.worldrugby.org/pnc/news/171750':'http://www.worldrugby.org/pnc/news/171750'))

13:04 | 24.06.2016
BEERTRANCE (1073)

ეგ მატჩის წინა სტატიაა, ჯერ არ დაუწერიათ

12:08 | 24.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

უცხოური შეფასებები გამოუშვით

13:07 | 24.06.2016
buratino (480)

stripslashes((strlen('http://www.planetrugby.com/news/georgia-get-the-better-of-fiji/')>0?'http://www.planetrugby.com/news/georgia-get-the-better-of-fiji/':'http://www.planetrugby.com/news/georgia-get-the-better-of-fiji/'))

12:13 | 24.06.2016
sanzona (19)

stripslashes((strlen('http://www.worldrugby.org/pnc/news/171750')>0?'http://www.worldrugby.org/pnc/news/171750':'http://www.worldrugby.org/pnc/news/171750'))

12:04 | 24.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

აი რეიტიგზე რახდება, 10იანი შემოდგომაზე გადავდეთ და დინამო არენა უნდა გავავსოთ სამოასთან და იაპონისთან ნოემბერში

12:02 | 24.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

10. იაპონია 75.89-11.ფიჯი 75.48-12.საქართველო 75.24 საკურა ტუ წააგებს ამოვიდებთ უკან და ექნება 74.95 ან 74.48

12:01 | 24.06.2016
GiorgiG83 (525)

ბეჭდაუდებელნი!

11:51 | 24.06.2016
buratino (480)

მზად ვართ ბიჭების დასახვედრად, ოღონდაც დაწერეთ როდის ჩამოდიან

მეტის ნახვა
0.097722