საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური „ბარსელონას“ ყოფილი მოთამაშე ერიკ აბიდალი, ბარსელონაში, „კამპ ნოუზე“ გასამართი ტოპ 14-ის ფინალის ერთ-ერთი მთავარი სახეა.
სეზონის გადამწყვეტ მატჩში მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას „ტულონი“ დავით ხინჩაგიშვილის „რასინგს“ შეხვდება და ის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, „კამპ ნოუზე“ გასამართი ისტორიული ფინალისთვის ყველა ბილეთი გაყიდულია და თუ 98-ათასიანი ტრიბუნა მართლაც პირთამდე შეივსება, ამით სარაგბო მატჩებზე დასწრების კუთხით რეკორდი დამყარდება.
- რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ტოპ 14-ის ფინალი საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ტაძარში გაიმართება?
- ცოტა არ იყოს პარადოქსულია რაგბიზე და „კამპ ნოუზე“ ერთობლივად საუბარი. ვფიქრობ, შესანიშნავი იქნება გუნდებისთვის, გულშემატკივრებისთვის და ორგანიზატორებისთვის ტოპ 14-ის ფინალის ამ სტადიონზე ჩატარება.
- ზოგადად რაგბიზე რას ფიქრობთ?
- როდესაც უყურებ, რომ მოთამაშეები წარმატებისთვის მაქსიმუმს იღებენ, გულგრილი ვერ დარჩები. მე რაგბით მოხიბლული ვარ და მისი ხსენებისას მომენტალურად მახსენდება უმთავრესი ღირებულებები, მათ შორის პატივისცემა მსაჯის და მეტოქის მიმართ.
- გრძნობთ კატალონიელების მხრიდან ამ მოვლენისადმი განსაკუთრებულ ინტერესს?
- რა თქმა უნდა, მომავალ ფინალზე ყველა საუბრობს. ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს, ბილეთის შოვნას მთხოვს და ეს ადამიანები ესპანელები არიან. ესაა ისტორიული ფინალი, პირველი „კამპ ნოუსთვის“, ასევე მთელი კატალონიისთვის და ის ადამიანებიც კი, ვინც რაგბიში მაინცდამაინც ვერ ერკვევიან, მას მოუთმენლად ელიან, მიმზიდველად ეჩვენებათ. სამწუხაროდ, „კამო ნოუს“ 98-ათასიან ტრიბუნაზე ყველა მსურველი ვერ მოხვდება.
- სპორტის ამ სახეობას ესპანეთში თუ ადევნებდით თვალყურს? მაგალითად „ბარსელონას“ სარაგბო გუნდის თამაშებს?
- სიმართლე გითხრათ ესპანური რაგბისთვის არასდროს მიყურებია.
- ტოპ 14-ის ამ სეზონს თუ უყურებდით, რომლის ბედიც „კამ ნოუზე“ უნდა გადაწყდეს?
- დიახ და ფინალში „კლერმონსა“ და „მონპელიეს“ ველოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. მიუხედავად ამისა, წინ გველის შესანიშნავი შეხვედრა, სადაც ევროპული რაგბის ორი დომინანტი გუნდი ითამაშებს. ერთ-ერთ მათგანს მიმდნარე სეზონში ჩემპიონთა თასის მოგებამდე სულ ცოტა დააკლდა. ახლა ეს ორ დიდებული გუნდი ისტორიას შექმნის.
- რას ელით ამ შეხვედრისგან?
- ესაა შანსი LNR-ისთვის, საუკეთესოდ წარმოაჩინოს საკუთარი თავი და ტოპ 14 ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ასევე, შანსია ესპანელებისთვის, იხილონ ნამდვილი რაგბი. მადლობელი LNR-ს, რომელმაც მე და ჩემს ფონდს მოგვცა საშუალება, ამ მოვლენის ნაწილი გავმხდარიყავით. რაგბი თავდადების, პატივისცემის და საბრძოლო სულისკვეთების მაგალითია და ის ჩვენს ფონდს სრულად ესადაგება.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ერიკი მაგარი კაცია !
მშვენიერი იდეა მოუფიქრებიათ ტოპ14-ის მესვეურებს. კამპ ნოუზე ფინალი ათმაგად გაზრდის რაგბის მიმართ ნეიტრალური ქომაგების ინტერესს, თანაც როდესაც ტოპ კლასის გუნდების თამაშს იხილავენ სადაც ერთ-ერთი ძირიტადი როლები ქართველებსაც ეკუთვნით
კი თან იქნებ მართლაც ესპანეთში ამოიქაჩოს.
კარგი, საინტერესო და საჭირო ინტერვიუ იყო
კარგია
მართლაც ხოშიანი იдეაა, მაგრამ რა გაგრძელება ექნება მომავალში ნეტა ? ისევ ფრანგები თუ იზამენ რამეს, თორე ბრიტები თავიანთი კუნძულების იქით არც გაიხეдავენ.
ის კი არა ევროკავშირიдანაც გაдიან აგერ.
ნამეტანი კომერციალიზაციაც არ მინდა. ბევრი ფული გააფუჭებს რაგბს როგორც ფეხბურთი გააფუჭა.
ჰო მაგრამ, პოპულარობის ზრдასთან ერთაд კომერციალიზაციაც გარдაუვალია.
ნამეტანი არ უნდა მოხდეს.
კი ნამდვილად მაგრად მოუფიქრებიათ.
კარგია რაგბის პოპულარიზაციისათვის მშვენიერი მოფიქრებაა!! სხვა დიდ სტადიონებზეც უნდა გაიმართოს თამაშები მაგალითად ბერლინში, ამსტერდამში მილანში, რომში! რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება რაგბში მეტი ფინანსები გაჩნდება რაც ჩვენთვისაც ბრწყინვალე იქნება!!