საფრანგეთი ტოპ-14

16:57 | 23.06.2016 | ნანახია 3097 - ჯერ

ხინჩაგიშვილი „ბეიონში“ ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე, პარიზული „რასინგის“ ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი კარიერას „ბეიონში“ გააგრძელებს, რომელმაც მომავალი სეზონისთვის ტოპ 14-ის საგზური მოიპოვა.

33 წლის ხინჩაგიშვილი საფრანგეთში 2003 წლიდან თამაშობს, ორი სეზონი „ბეზიეში“ გაატარა, მომდევნო ორი სეზონი „ბურგუენის“ მაისურით ირჯებოდა, ხოლო 2007-2013 წლებში „ბრივის“ ღირსებას იცავდა. ბოლო სამი წელიწადი მან პარიზულ „რასინგში“ გაატარა. მიმდინარე სეზონის სტარტზე მას ხშირად უწევდა თამაში და 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან 6-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა 19 მარტის შემდეგ განაცხადში აღარ ყოფილა. „ბორჯღალოსნების“ კვართი დავითმა პირველად 2003 წელს მოირგო, ჯამში 45 საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა და ნაკრებში 2013 წლამდე ითამაშა.

ხინჩაგიშვილის გარდა ბასკური კლუბის შერკინება კიდევ ორი მორაგბით ძლიერდება - ყოფილი „ოლ ბლექსი“ ტანერაუ ლატიმერი მესამეხაზელია, ხოლო იტალიელი ლორენცო ჩიტადინი ბურჯი.

წინასწარი ინფორმაციით გუნდს დატოვებს 28 წლის ქართველი ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი. საგულისხმოა, რომ ის გასულ სეზონში გუნდის შემადგენლობაში რეგულარულად ხვდებოდა და 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოღონდ, უმეტესად შეცვლაზე თამაშობდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:31 | 24.06.2016
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

07:27 | 24.06.2016
ogafa (407)

წარმატებები

19:04 | 23.06.2016
iberiana (33)

არის ინფორმაცია სად გადადის ანტონი?

18:47 | 23.06.2016
Kala94 (151)

ძალიან კარგი ! აზრი არ ჰქონდა რასინგში თამაშს.. არ მახსოვს წელს მნიშვნელოვანი თამაში დათო შემადგენლობაში ყოფილიყო.. წარმატებები ბეიონთან ერთად !

17:58 | 23.06.2016
test (124)

უფრო მაღალი დონის კლუბი ეკუთვნის ამ კაცს !!!

0.086155