ხვალ კოტე მიქაუტაძის, მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას „ტულონი“ ტოპ 14-ის ფინალში „რასინგ 92“-ს დაუპირისპირდება. ფრანგული blog-rct.com კოტე მიქაუტაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ქართველი მეორეხაზელი ნახევარფინალში „მონპელიესთან“ მოგებულ მატჩზე (27:18) და მომავალზე საუბრობს:
„როდესაც შენ წინაშე ასეთი ძლიერი მოთამაშეები დგანან, როგორიც ძმები დუ პლესები, ან პიერ სპეისია, ეს უფრო დიდ მოტივაციას გაძლევს. მათ წინაღმდეგ სათამაშოთ თუ 100%-ით მზად არ იქნები, აუცილებლად დამარცხდები. ყოველ ჯერზე, როცა „მონპელიეს“ ხვდები იცი, რომ წინ დიდი ბრძოლა გელის. მე ჩემს თავს შთავაგონე, რომ ყველაზე ძლიერები - ეს ჩვენ ვართ და მათთან გამარჯვება შეგვეძლო, ასეც მოხდა. შეიძლება ითქვას, სამი კვირის წინ მონპელიეში რეგულარულ სეზონში წაგებული მატჩი (21:36) ჩვენთვის გაკვეთილი იყო, ვისწავლეთ, როგორ გვეთამაშა მათ წინააღმდეგ. „მონპელიე“ მოლში ძალიან ძლიერია, მათ ამ ხერხით სეზონში ოცი ლელო მაინც დადეს, შესაბამისად ვიცოდით, რომ მათთან მოლში ჭიდილი კარგი იდეა არ იყო“.
კოტე მოხარულია იმით, რომ ასეთ მომენტში გვერდით ჰყვავდნენ თავისი მეგობრები - მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა:
„ნახევარფინალში გამარჯვება და ფინალში გაღწევა ეს ყველა მორაგბის ოცნებაა. მინდა ჩემპიონი გავხდე. უფრო დიდი სხიარულია, როცა ამ გრძნობის გაზიარება თანამემულეებთან - ლევან ჩილაჩავასა და მამუკა გორგოძესთან შეგიძლია. მამუკა ამ მატჩში უბრალოდ შეუდარებელი იყო“.
მიქაუტაძე „ტულონელ“ მეორეხაზელებთან, ბაკის ბოთასა და ალი უილიამსთან ურთიერთობასა და კლუბში ადგილის დამკვიდრებაზეც საუბრობს:
„წელს გამიმართლა იმ მხრივ, რომ მეორეხაზელებმა ტრავმა მიიღეს და მეც უფრო მეტი სათამაშო დრო მომეცა. მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ მაქვს და თუ ეს დამავიწყდება, მაშინვე ადგილს დავკარგავ. მომავალ წელს უკვე „მონპელიეში“ მომიწევს ადგილის დამკვიდრება. ბაკის ბოთასა და ალი უილიამსისგან ვისწავლე, თუ როგორ უნდა თამაშობდეს მაღალი დონის მეორეხაზელი. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ერთად ვვარჯიშობდით, ბაკისი ბევრ რამეში მეხმარებოდა. რამდენიმე ხერხი მასწავლა რაქში თამაშისთვის. მასთან ერთად ვარჯიში დიდი მოტივაცია იყო“.
მოამზადა უჩა გოგიძემ
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მამუკა და ბიჭები ორმაგი მონდომებით დ ა სიხარულით იქნებიან ვინაიდან დღევანდელ თამაშზე საქართველოს ნაკრების წარმატებით აღფრთოვანებულნი
წარმატებები
წარმატებები ბიჭებო!! წელს კოტემ ბვრი თამაში ჩაატარა კარგადაც აქვს მომატებული, ვარსკვლავობამდე პატარა ნაბიჯიღა დარჩა ასეთი მონაცემების კაცს არ უნდა გაუჭირდეს!!!
მიდით რა ლომებო ! 3 ქართველი, რომელსაც წელს რეგულარულად უწევს თამაში, შეიძლება საუკეთესო ლიგის ჩემპიონი გახდეს ! წარმატებები კოტეს და ბიჭებს !
ვინმემ იცის რომელ საათზეა ხვალ ეს თამაში ?
ხვალ 22:45-ზე
ჩემპიონობას გისურვებ კოტე. არ არის ადვილი ტულონის ძირითადში მოხვედრა. ბოლო დროს კი სამი ქართველია ძირითადში
მაგრად ასწორებს მიქაუტაძის მონპელიეში გადასვლა, ბევრად მეტი პრაქტიკა ექნება და კონკურენტებიდან გამომდინარე უფრო თავისუფლადაც შეძლებს თამაშს და შესაბამისად განვითარებას, იმედია იაპონიისთვის უკვე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იქნება!!
წარმატებები ჩვენს ლომებს. ისე მეორე დონის ქვეყნებიდან, ასეთი დონის გუნდებში, ამდენი წარმომადგენლები თუ ჰყავს ვინმეს?
უნდა მოიგოს ტულონმა! იმსახურებს მამუკა რომ იყოს საფრანგეთის ჩემპიონი. წარმატებები ქართველებს!
ყველა მონაცემი აქვს დიდი რაგბი მაღალ დონეზე ითამაშოს
24-25 წელი მეორეხაზელისთVის პატარა ასაკია
წარმატებები კოტეს!
წარმატებები კოტე/
წარმატებები კოტეს, ჩვენს გიგანტს !!!
ისე, რო მიუშვა მამუკა дა ეს, ერთ ავტობუს ხალხს ხო გალახავენ ? ))))))