საფრანგეთი ტოპ-14

14:41 | 23.06.2016 | ნანახია 6678 - ჯერ

მიხეილ ნარიაშვილი - ტოპ 14-ის საუკეთესო მარცხენა ბურჯი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და „მონპელიეს“ მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, 2015/2016 წლების სეზონის ტოპ 14-ის საუკეთესო პირველ ნომრად აღიარეს.

26 წლის ნარიაშვილმა, 2015 წლის მსოფლიო თასზე თამაშის შემდეგ, კლუბის მაისურით ტოპ 14-ის 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო და ჯამში მოედანზე 1178 წუთი გაატარა. ის მუხლჩაუხრელად იდგა შერკინებებში და მეტოქის სახელოვან მარჯვენა ბურჯებს სისხლი გაუშრო. ამავე სეზონში ნარიაშვილმა გუნდთან ერთად ჩელენჯ ქაფი მოიგო და ამ ტურნირის 9 შეხვედრიდან 8-ში სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო ერთხელ შეცვლაზე შევიდა. ჯამში მას 547 წუთი დაუგროვდა.

არჩევანი გულშემატკივრებმა ხმის მიცემის შედეგად გააკეთეს და ნარიაშვილმა 22% მიიღო. მას მხარი 1347-მა ადამიანმა დაუჭირა და 9 ხმით აჯობა „რასინგის“ ბურჯ ედი ბენ არუს, ხოლო 17-ით „კლერმონელ“ რაფაელ შუმეს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:29 | 23.06.2016
viva barca (2)

უკურებთ საქართველო ჰოლანდიას 20 წლამდელებს?? ამათ იმედზეა ნაკრები????ფუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ 15 წუთში 2 ქულაააააააააააააააა

20:10 | 23.06.2016
shotai-olimpi (89)

გენაცვალე!! წარმტებები!! 26 წლის ბიჭისთვის ძალიან დიდი აღიარებაა!! ყოჩაღ ფრანგებს ჭკვიანი გულშემატკივრებიც ჰყოლიათ!!

20:03 | 23.06.2016
temuchin (431)

გენაცვალე!!! მიდი მიაწექი, იაპონიაში საუკეთეშო პირველი ნომერი შენ იქნები და ჩვენ ჯგუფიდან გავალთ!!!

19:14 | 23.06.2016
iberiana (33)

გეწეოდეს ზეციური საქართველო!

18:52 | 23.06.2016
Kala94 (151)

ბრავო მიშა ბრავო ! რამხელა ძალაა ნაკრებისთვის და რა საამაყო ჩვენი ქვეყნისთვის !

18:42 | 23.06.2016
federer (17) (469)

ძალიან ძლიერია ნარიაშვილი და ფაქტიურად ყველა შერკინების დროს თავბედს აწყევლინებს მეტოქის 3 ნომრებს.

18:43 | 23.06.2016
federer (17) (469)

როდესაც საფრანგეთში მაყურებლების გამოკითხვაში ფრანგებს აჯობებს ესეიგი 1 თავით მაღლა დგას სხვასთან შედარებით თორე არ აღიარებდნენ

06:22 | 24.06.2016
ogafa (407)

რა თქმა უნდა

18:17 | 23.06.2016
geogoli (367)

ბრავო მიშას, ძალიან სასიამოვნო აღიარებაა. მართლაც საუკეთესოა თავის პოზიციაზე. მომავალში ტოპ14-ის საუკეთესო მორაგბედ გვენახოს

16:31 | 23.06.2016
krasni (587)

მოკლეთ, ჩვენ რომ ხელით თამაშს მივუახლოვებთ მორკინალებისას, გამარჯობა მერე ახალო ზელანდიავ. ნარიაშვლზე კი ახალი არაფერი უთქვამთ, მაგარია, მაგარი.

15:40 | 23.06.2016
test (124)

მარტო ტოპ 14 კიარა უდაოდ მსოფლიოს საუკეთესო პირველი ნომერია.

15:16 | 23.06.2016
GiorgiG83 (525)

ტოპ კლასი!!!
და ჯერ სულ რაღაც 26 წლისაა

დიდი ხნით იქნება ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თუ საუკეთესო არა

15:11 | 23.06.2016
ოვალური კორბენი (276)

რკინაბეტონის მიშა !!!
ეს ოფიციალური აღიარებაა, თორე აქამдეც ვიცოдით რომ თავის პოზიციაზე ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში.
სავარაუдოд ამ ტიტულს კიдევ ბევრჯერ მოიპოვებს.

15:06 | 23.06.2016
BEERTRANCE (1073)

ალალია მასზე.

0.085035