ფიჯის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ მაკკიმ, საქართველოსთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადაახალისა და ერთი კვირის წინანდელ თამაშთან შედარებით, სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად ათი ცვლილება განახორციელა.
მაშინ, როდესაც „ბორჯღალოსნები“ ისტორიული ტურნეს პირველ ორ თამაშს ატარებდნენ, ფიჯი 2016 წლის წყნარი ოკეანის თასს იგებდა, რომელიც ორი წლის ჯამით (2016-2017) 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა და ორი მოწინავე პირდაპირ იღებს იაპონიის საგზურს. 11 ივნისს ფიჯელებმა ტონგას უმასპინძლეს, ტაიმი 0:15 დათმეს, მეორე ტაიმში 3 ლელო გაიტანეს და 23:18 იმარჯვეს. ერთი კვირის წინ ფიჯის უკვე სამოა ეწვია და 33-ე წუთისთვის 16:3 დაწინაურდა, თუმცა ფიჯიმ შესვენებამდე სხვაობა შეამცირა, ხოლო საბოლოოდ 26:16 იმარჯვა.
სამოასთან გამართულ მატჩში მონაწილე მორაგბეებიდან, ხაზსა და ნახევარდაცვაში სასტარტო 15-ეულში მხოლოდ ერთი მოთამაშე, სუპერ რაგბის „ჰაილენდერსის“ გარემარბი პატრიკ ოსბორნი დარჩა. მას ეროვნულ გუნდში დებიუტი ორი კვირის წინ, სწორედ წყნარი ოკეანის თასზე ჰქონდა და ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს. 9-10 ნომრებზე დაბრუნდნენ ნემანია კენატალე და ბენ ვოლავოლა, რომელთაც თამაში ტონგასთან დაიწყეს.
სასტარტო 15-ეულში სამოას შემდეგ ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა სუნია კოტომ, მეორეხაზელმა ტევიტა კავუბატიმ, ხოლო მესამე ხაზში ნაულია დავაიმ და ერემასი რადროდრომ. „ბორჯღალოსნებთან“ მატჩში, ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება სავენაკა რავაკას, რომელმაც ფიჯის 7-კაცა ნაკრებში თამაშით გაითქვა სახელი. სათადარიგოთა სკამზე კიდევ ერთი დებიუტანტია, თუმცა იქვეა ფიჯელთა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მორაგბე ვერენიკი გონევა.
სუვაში თამაში ხვალ, თბილისის დროით 7 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელე-რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებელზე შედგება.
ფიჯი: 15. ბენიტო მასილევუ (ბრივი, საფრანგეთი, 2 კეპი), 14. სავენაკა რავაკა (ფიჯი7, 0), 13. ადრიუ დელაი (მონ-დე-მარსანი, საფრანგეთი, 13), 12. ერონი ვასიტერი (აჟენი, საფრანგეთი, 1), 11. პატრიკ ოსბორნი (ჰაილენდერსი, ახალი ზელანდია, 2), 10. ბენ ვოლავოლა (კრუსეიდერსი, ახალი ზელანდია, 11), 9. ნემანია კენატალე (ფარული, რუმინეთი, 38), 8. ერემასი რადროდრო (ნადროგა, ფიჯი, 2), 7. მოსესე ვოკა, 6. ნაულია დავაი (ოტაგო, ახალი ზელანდია, 2), 5. ტევიტა კავუბატი (ვუსტერი, ინგლისი, 14), 4. სავენაკა ტაბაკანალაგი (სტრასბურგი, საფრანგეთი, 1), 3. ტანიელა კოროი (მოლიანო, იტალია, 5), 2. სუნია კოტო (ნარბონი, საფრანგეთი, 48), 1. პენი რავაი (ნადროგა, 15).
სათადარიგოები: 16. ვილიამ ვეიკოსო (დონკასტერი, ინგლისი, 32), 17. კამპესე მააფუ (ექს-ან-პროვანსი, საფრანგეთი, 41), 18. მესაკე დოგე (ნაიტასირი, ფიჯი, 0), 19. ნემია სოქეტა (ბიარიცი, საფრანგეთი, 11), 20. მალაკაი რავულო (სტიაუა, რუმინეთი, 37), 21. ჰენრი სენილოლი (ტაილევუ, ფიჯი, 12), 22. სერემაია ბაი (ლესტერი, ინგლისი, 52), 23. ვერენიკი გონევა (ლესტერი, ინგლისი, 41).
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საუცხოო იყო. ხელით მეტი ვითამაშეთ თან და მომატების პოტენციალი გვაქვს კიდევ.
ქე მომივიდა მადა ჭამაში და ნამეტანი მინდოდა ჯარიმის მაგივრად აუტში გადატანა, მარა მთავარია მოვიგეთ ბარეორი გარეულის და შინაურის ჯინაზე.
გილოცავთ!ეს უკვე კლასია!
რეიტინგში როგორ აისახება?
+1.66
იაპონიამ უნდა წასგოს რომ მე,11ზე გადავიდეთ, ფიჯს კი ძაან მინიმალურით ჩამოვრჩებით
გამოდით იტალიელებო უნდა დაგთვალოთ!!!
6 - ერი დაიდოს თქვე ფარჩაკებო!!!!
რეიტინგში მემგონი 11 - მდე ავდივართ, პირველად ისტორიაში!!
კი ეგრეა.
ოგონდ ხვალ იაპონიამ უნდა წააგოს შოტლანდიასთან
გილოცავთ ძმებო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გილოცავთ!ეს უკვე კლასია!
რეიტინგში როგორ აისახება?
+1.66 ქულა
ავოიეეეეეეეეეეეეეეე!!!!!! არიიიიიიიიიიიიიიის!!!! თქვენი ჭირიმე, თქვენი! მართლაც რომ საამაყო ბიჭები ხართ! დღეიდან ვფიცავ რომ სუფრას ისე არ დავტოვებ, თქვენი სახით ჭეშმარიტი მამულიშვილების სადღეგრძელო არ დავლიო. მე კი არა (და მე ყოველთვის რეალისტი ვარ), ყველაზე ოპტიმისტი ქომაგიც ვერ იფიქრებდა ასეთ შედეგს კუნძულელებთან. ეს გაიძვერა ბუკმეკერებიც არ შეეპუენ ჩვენი ნაკრების მიერ პირველ 2 თამაშში ნაჩვენებ შედეგებს და ფიჯელებს აშკარა უპირატესობა მისცეს. ჰოდა, მისცეს და კიდევ ერთხელ წაიტეხეს კისერი. მოკლედ, ჩვენო უძლეველო ლომებო (ამ ტურნეს მერე უკვე სიტყვა 'უძლეველი' მართლაც რომ შესაფერისად მიმაჩნია), თქვენ დაგვანახეთ თუ რა შეუძლია დაუზარელ შრომას და თავდადებას. მჯერა, თქვენი შემხედვარე დღეიდან ბევრი ჩვენგანი იტყვის: "მეამაყება რომ ქართველი ვარ!"
დიდი 10-ის გუნდით ვეთამაშეთ ფაქტიურად
გილოცავთ ყველას!! ბრწყინვალეა!! ასეთ შედეგს ტურნეს დაწყებამდე ვერც წარმოვიდგენდი!! ერთი თამაში მოგების იმედი მქონდა და ბიჭებმა წაუგებლად ჩაატარეს!!! გენაცვალეთ!!!!
გილოცავთ ყველას პირველ ადგილზე დავასრულეთ ეს ტურნირი
თან რა თამაშით? შემთხვევით კი არა ბევრად ვაჯობეთ კიდეც.
დავხვდეთ გმირებს აეროპორტში....ქართული ვაჟკაცური სულის დესპანები!
რაგბი ჩვენი თამაშია!!!
არიიის!!!! გენავალეთ თქვენ ყველას!!!! ამას ვინ იფიქრებდა ტურნეს დაწყებამდე ულოცავ ყველა რაგბის ქომაგს ამ გამარჯვებებს!!!! რაგბი ვენი თამაშია!!!
მე თავიდანვე ვამბობდი სამივეს მოვიგებთქვა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა არ მჯერაააააააააააააა DDDD
ვაშაააააააააააააააა!!!
გილოცავთ ყველას. ისტორიული დღეა ნამდვილად. ოქროს ბიჭები გვყავს.
გილოცავთ ყველას!...დღეს საუკეთესო თამაში ჰქონდა საქართველოს ამ ტურნეში...
1 ხაზია თუ 9 ნომერი ვერ გაარჩევ ისეთ ჯანზე არიან
ყველანი ტელევიზორთან დილის შვიდ საათზე
მე-2-რე არხზე ყოფილა თამაში ¨)
პრაქტიკულად ახალი გუნდით იწყებს ფიჯი ჩვენთან თამაშს, წესით შეთამაშების პრობლემა უნდა ქონდეთ, ნაკარავამ ითამაშა მაგრად და ეგ განაცხადშივ არ ყავტ, ბაი და გონევა თადარიგშია ერტი ბენ ვოლავოლა დარჩა და პირველი ტაიმი სერიოზულად უნდა მოვგუდოთ, მეორე ტაიმში კი იმედია სამოა ტონგასავით არ დაგვემარტება
ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ მოსაგები თამაშია..
ისეთი სიჩქარე აკრიბეს ბიჭებმა, ახლა შენელება არ იქნება. ჩვენი რაგბის ისტორიის ისეთი წამის წინაშე ვართ, რომ ფიჯისთან მოგებას, ახალ სიმაღლეზე ავყავართ. მაგრამ ამან არ უნდა ააფორიაქოს ბიჭები, პირიქით თავისი თამაში უნდა ითამაშონ და ფიჯიც თავის ადგილზე დაისმება.
ამ თამაშის მოგება ადვილი არ იქნება მაგრამ შეუძლებელიც არ ჩანს რადგან ამდენი ცვლილებას აკეთებენ ალბათ იმედიც აქვთ ამ მოთამაშეების.წარმატებები ჩვენ ბიჭებს!!!
ნუ, შერკინებაში რო ავზილავთ, ფაქტია.
მშვენიერია, თუკი განახლებულები გვხვдებიან. ჩავუджვამთ რემონტში )))))
რახან ნაჰოლო არ ყავთ რაღა გვიჭირს : ))
ძალიან ძლიერი მორაგბეაა
სამაგიეროდ ჩვენ გორგოძე არ გვყავს, მაგ მხრივ თანაბრად ვართ.
რაც მთავარია კიდე უფრო უკეთ უნდა ვიყოთ შეგუებულნი ადგილობრივ კლიმატს და გამძლეობა მეტი გვექნება ამ მატჩში.
ნაჰოლო ზელანდიის ნაკრებში თამაშბოს. ალბათ ნადოლო იგულისხმე. მარა ოზბორნიც და გონევაც ძალიან სახიფათოები არიან
ვოლა ვოლაც
ნაბო არი მსაჯები და სამოაზე და ტონგაზე ძლიერი ფიჯი. მარა თუ დისციპლინა სანიმუშო გვექნება და ფიჯის დამარცხებაც შეიძლება.
დავამარცხებთ, დავამარცხებთ ! ! !
უნდა დავდოთ ბეჭებზე..