ტესტ-მატჩები

9:40 | 23.06.2016 | ნანახია 6684 - ჯერ

რაზმი ფიჯის წინააღმდეგ

ოკეანეთის ისტორიული ტურნეს დამაგვირგვინებელ მატჩამდე ერთი დღე რჩება - 24 ივნისს გამთენიას, საქართველოს დროით დილის 7 საათზე, ივნისის ტესტ-სერიის ბოლო რკენაში მფრინავი ფიჯელები ბორჯღალოსნებს სუვაში უმასპინძლებენ. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

ბორჯღალოსნებმა ოკეანეთში უკვე ორი ტესტი გამართეს. 11 ივნისს სამოასთან 19:19 დავასრულეთ, ხოლო 15 ივნისს, მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ვებურთავეთ ზღვის არწივებად წოდებულ ტონგას და 23:20 გავიმარჯვეთ. ამრიგად წინ ტურნეს ყველაზე მნიშვნელოვანი და დაძაბული მატჩია ყველაზე მრისხან მეტოქესთან, რომელმაც წინა კვირას წყნარი ოკეანის თასი დაისაკუთრა.

ტონგას მატჩის შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა აღდგენის მიზნით ნაკრები რამდენიმე დღე დაასვენა. „ტონგასთან ძალიან დაძაბულ მატჩში, დიდი ძალისხმევით მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მთელი ყურადღება აღდგენასა და დასვენებაზე გადავიტანეთ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ფიჯიმდე 6 დღიანი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

საქართველო და ფიჯი ისტორიაში მეორედ შეებმებიან. პირველად გუნდები 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე თბილისში დაუპირისპირდნენ. მაშინ ფიჯელებმა ბორჯღალოსნებს 24:19 სძლიეს. მას შემდეგ გუნდებმა ორჯერ ერთობლივი ვარჯიში გამართეს - 2014 წლის ნოემბრის ტესტებისთვის და 2015 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების პერიოდში.

მატჩამდე 24 საათით ადრე მილტონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი დაასახელა. სასტარტოში ბურჯი ირაკლი მირცხულავა და გარემარბი გიორგი ფრუიძე დაიწყებენ. ტურნეში პირველად განაცხადში ვიხილავთ ნიკოლოზ ხატიაშვილსა და საბა შუბითიძეს. აღსანიშნავია, რომ 95-ე სანაკრებო კეპს მერაბ კვირიკაშვილი და დავით კაჭარავა მოიხვეჭენ. ეს უკანასკნელი წინა კვირის სიმბოლურ თხუტმეტეულში სქაი სპორტმა შეიყვანა. ბორჯღალოსანი გიორგი ჩხაიძე, რომელმაც მერაბ კვირიკაშვილთან ერთად ოთხ მსოფლიო თასსზე იასპარეზა, სანაკრებო კარიერის 94-ე კეპს მიითვლის.

მილტონ ჰეიგი: „ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უძლიერესი შემადგენლობა დავასახელეთ. ძალიან კარგია, რომ ამის შესაძლებლობა გვეძლევა მიუხედავად იმისა, რომ ორი ძალზე ფიზიკური მატჩი გავიარეთ. ამისათვის ჩვენი სამედიცინო შტაბი და მაწრთობები დიდი ქების ღირსნი არიან, ვინაიდან მათ წარმოუდგენლად მოკლე დროში შეძლეს ბიჭების მწყობრში დაყენება.

„ფიჯის წინააღმდეგ რკენა ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა და იმასაც ვითვალისწინებთ, თუ რად შეიძლება დაგვიჯდეს მოგება - რად და უდიდეს ჯაფად და თავდაჯერებად. მიუხედავად ყველაფრისა, ყველამ ერთ ჯგუფად არაერთხელ გავიარეთ ეს საკითხი და მერწმუნეთ, ყველა მზადაა იმისათვის, რომ თავი არ დაზაგოს ოთხმოცი წუთის განმავლობაში, რათა კიდევ ერთხელ შევძლოთ ქართული რაგბის ისტორიაში ახალი ფურცლის დაწერა!“

სამატჩო რაზმი
საქართველო - ფიჯი | ეი ზე ემ პარკი, სუვა, ფიჯი
24/06/2016 | 07:00 სთ (საქ. დროით) - პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე
მთ. მსაჯი: ჯეი ფი დოილი (ინგლისი), თანამსაჯები: ჯორჯ ქლანზი (ირლანდია) და ჯეიმს ლიქი (ავსტრალია)

ბექები

15. მერაბ კვირიკაშვილი (მონსულონ, საფ), 14. გიორგი ფრუიძე (აია, დიდი 10), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუს), 12. მერაბ შარიქაძე (ორიაკ, საფ), 11. სანდრო თოდუა (ლელო სარ, დიდი 10), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო სარ, დიდი 10), 9. გიორგი ბეგაძე (ყოჩები, დიდი 10)

ფორვარდები

1. კარლენ ასიეშვილი (ბრივ, საფ), 2. ჯაბა ბრეგვაძე (ვუსთერ, ინგ), 3. ირაკლი მირცხულავა (ოიონაქს, საფ), 4. გიორგი ჩხაიძე (ლილ, საფ), 5. გიორგი ნემსაძე (ტარბ, საფ), 6. შალვა სუთიაშვილი - კაპ (ანგულემ, საფ), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, დიდი 10), 8. ბექა ბიწაძე (შონბრი, საფ)

მარქაფა

16. შალვა მამუკაშვილი (გლაზგო, შოტ), 17. ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფ), 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკ, საფ), 19. ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარ, დიდი 10), 20. ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფ), 21. ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი, დიდი 10), 22. ლაშა მალაღურაძე (კრას. იარი, რუს), 23. საბა შუბითიძე (აკადემია, დიდი 10)

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (23)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
08:57 | 24.06.2016
GO_GO_LELOS (81)

გილოცავთ ყველას ამ უმნიშვნელოვანეს და ბრწყინვალე გამარჯვებას! რაც მთავარია კარგი თამაშით! ბრაბო ბიჭებს და ბრავო მელიტონას!

08:53 | 24.06.2016
აგუერო (65)

ყველას გილოცავთ გამარჯვებას.რო არა ის დასანანი ფრე სამოასთან რეიტინგში 10ზე გადავიდოდით

08:01 | 24.06.2016
GO_GO_LELOS (81)

მეორე ტაიმშიც ასე ბიჭებო! ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენი შანსები გამოვიყენოთ, მთავარია არ დავიღალოთ და ბაი და გონევა რო შემოვლენ გავუმკლავდეთ

08:00 | 24.06.2016
krasni (587)

3-3. ძნელი იქნება, მაგრამ უნდა მოვიგოთ მაინც. მიაწექით ლომებო.

06:00 | 24.06.2016
ogafa (407)

წარმატებები ბიჭებს

23:58 | 23.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

მეც იმედი მქონდა რომ ქუბრიაშვილი და კოლელიშვილი მაინც დაგვემატებოდნენ...ნარიაშვილს მძიმე სეზონი ქონდა

23:57 | 23.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

სპორტის რა სახეობაც არ უნდა იყოს სადაც საქართველოს ნაკრები წერია არ შეიძლება გამოარჩიო ამას ვგულშემატკივრობ და იმას ნაკლებად...ეს იდიოტიზმია.. მაგრამ საუბარი თი იქეთ წავა დღეს საქართველოსთვის ყველაზე მეტად რომელ ნაკრებს მოაქვს სიხარული აქ უდავაო რომ ეს რაგბი და კალათბურთია და რაბგს იმიტომ დავაყენებდი პირველ ადგილზე, რომ მათი თამაშისას ყველაზე უფრო მძაფრად ვგრძნობთ თავს ქართველებად...

00:59 | 24.06.2016
deqstera (86)

მაგას ვამბობ მეც, ნიშნის მოგებით საუბარი რო აი იქ ცუდი შედეგი აქვთ ცუდი ტონია...

ისე კალათბურთში ახალი თაობის იმედი მაინც მაქვს, იგივე სანაძე-შენგელიასი და კიდე მოდიან ახალგაზრდები(ბურჯანაძე რატომღაც მაინცდამაინც არმომწონს, შერმადინის ვარიანტი მგონია, ფორვარდია და არც სისწრაფეა მისი პლიუსი და არც სიმაღლე, შეიძლება უბრალოდ კარგი ზამენა იყოს მომავალში როგორც ფაჩულიას ყავს შერმადინი)...

00:28 | 24.06.2016
tengocie (60)

+1

23:43 | 23.06.2016
dinamo222 (692)

ამ ნაბო...რი მსაჯების დანიშვით კიდევ ერთელ გამოჩდა რომ მსოფლიო რაგბის მამები აშკარად გვებრძვიან @@@

23:33 | 23.06.2016
dinamo222 (692)

აუუ მონპელიეს სამეული რატო არ დაგვემატა ?? ტყუილად გამიხარდა მონპელიეს წაგება რაა @@@

23:14 | 23.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

სპორტის რა სახეობაც არ უნდა იყოს სადაც საქართველოს ნაკრები წერია არ შეიძლება გამოარჩიო ამას ვგულშემატკივრობ და იმას ნაკლებად...ეს იდიოტიზმია.. მაგრამ საუბარი თი იქეთ წავა დღეს საქართველოსთვის ყველაზე მეტად რომელ ნაკრებს მოაქვს სიხარული აქ უდავაო რომ ეს რაგბი და კალათბურთია და რაბგს იმიტომ დავაყენებდი პირველ ადგილზე, რომ მათი თამაშისას ყველაზე უფრო მძაფრად ვგრძნობთ თავს ქართველებად...

21:15 | 23.06.2016
orioni (88)

კალათბურთს რაც შეეხება დღევანდელი ნაკრები მართლაც საამაყოა და პატივსაცემი, მაგრამ შემცვლელები ვინც მოდის იმათზე რა მოგახსენოთ აბა...

21:10 | 23.06.2016
orioni (88)

არავინ არ აკნინებს სხვა სპორტს, სპორტის ბევრ სახეობაში გვყავდა და გვყავს ტალანტები, ჩამოთვლას აღარ დავიწყებ, მაგრამ სამწუხაროდ ფეხბურთში დღესდღეობით სერიოზული კრიზისი და ჩავარდნა გვაქვს, რაც არა მგონია მარტო იმის ბრალი იყოს რომ საკმარისი ნიჭიერი ახლაგაზრდები არ გვყავს, მეტი წილი ალბათ არაპროფესიონალური, პირად ინეტერესებზე მორგებული მიდგომა და მართვაა. რაგბის ფედერაცია კი სამაგალითოა თავისი მუხლჩაუხრელი შრომით, პროფესიონალიზმით, საქმის და ქვეყნის სიყვარულით, რაც შედეგში ისახება და რამაც ასე შეგვაყვარა ეს სპორტის სახეობა. მაგალითია დანარჩენი ფედერაციებისთვის.

01:01 | 24.06.2016
deqstera (86)

არაკნინებს მაგრამ ხშირად იწერება კომენტარები გეგონება ნიშნისმოგებით...

20:15 | 23.06.2016
viva barca (2)

ძმებო ვინმე უყურებთ საქართველო ჰოლანდიის თამაშს კალათბურთში??? 10 წუთში ქულა ვერ ჩააგდეს და კიდევ იტყვიან რაგბისტებს რატომ სცემთ უფრო მეტ პატივსოო...10 წუთში ქულა ვერ ჩააგდესსსს

23:41 | 23.06.2016
dinamo222 (692)

ათ წუთში კი არა თექვსმეტშიი ! DDD

20:30 | 23.06.2016
deqstera (86)

აი მერე რა??? კალათბურთელები ნაკლებ სიხარულს ანიჭებენ გულშემატკივარს?? არანაკლები სიძლიერის ნაკრები გვყავს კალათბურთში და დაფასება უნდა!!

ორივე სპორტი ძალიან მიყვარს და ორივე ნაკრების მოთამაშეებს უდიდეს პატივს ვცემ!!

მაგრამ მოდი ესე ვთქვათ კალათბურთში ამერიკაა გამორჩეული, რაგბში ზელანდია.... მაგ ორი ნაკრების გარდა წამყვან ნაკრებებთან შანსი რაგბში უფრო გვაქვს თუ კალათბურთში??

20:39 | 23.06.2016
deqstera (86)

ოთხი ერის გუნდებთან თითქმის უშანსოდ ვართ, პლიუს 6 ერის რამდენ ნაკრებთან გგონია რომ შანსი გვაქვს მოგების?!!
ერთა თასი როგორი პონტია იცი კალათბურთში?? B დივიზიონში რომ ვიყავით და იქ თითქმის ყველა თამაშში უპირობო ფავორიტის სტატუსით გამოვდიოდით!! ეხლა კი როცა ლიტვას, რუსეთს, საფრანგეთს და მსგავს გუნდებს ეთამაშები ჩათვალე კალათბურთის 6ერია და ნარავნად ებრძვიან მოწინააღმდეგეებს მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ზოგიერთს გაცილებით უკეთესი შემადგენლობა ყავდეს!!

და საერთოდაც ძალიან არმიყვარს რომელიმე სპორტს რომ ქომაგობ და დანარჩენები არგაინტერესებს, ანალოგიურს ვიტყვი ფეხბურთზე ვინმეს შეულია თქვას რომ ფეხბურთს რომელიმე სპორტზე ნაკლები სიხარული მიუნიჭებია ქართველი გულშემატკივრისთვის?!!
ჩავარდნა თუ აქვს ან ექნება არნიშნავს რო ხელი კრა და ნიშნისმოგებით ილაპარაკო!!!

15:36 | 23.06.2016
ოვალური კორბენი (276)

მეგობრებო, არ არსებობს მსაჯი, რომელიც მიზანმიმართულაд ერთი გუნдის საწინააღმдეგოд სტვენს. მე მაგალითაд, უკეთესიც მგონია რომ ეს ორი ქართველთაგან მოძულებული მსაჯია მოვლენილი ამ თამაშზე.
дარწმუნებული ვარ, თუ წავაგებთ, ეს მხოლოд ჩვენი ბრალი იქნება дა არა არბიტრების.
თუმცა, ვფიქრობ дა ვერ მომიფიქრებია, რატომ უნдა წავაგოთ ? )))

16:06 | 23.06.2016
BEERTRANCE (1073)

რაგბში მსაჯს შეუძლია გუნდი დაწვას. თუ ერკვევი რაგბშI და უყურე საქართველო ნამიბიას, უსინათლოს რო ემსაჯა იგი არ დაუშვებდა იმდენ შეცდომას ცალმხრივად როგორც ამ კლენსმა.

17:35 | 23.06.2016
ოვალური კორბენი (276)

ჰოдა ის ერთი თამაში იყო дა მორჩა, ასევე ერთ თამაშში გაგვაფუჩა дოილმაც თუ არ ვცдები. მე ის ვიკითხე, რატომ გგონიათ რომ სულ ჩვენს წინააღმдეგ იქნებიან ?
რატომ არიან ჩასაფრებულები, რა წყალი ჩაუშვეს ზეдა სართულიдან ქართველებმა კლენსის ოჯახში თუ მამიдა გაუბახეს дოილს ? ))))

15:19 | 23.06.2016
orioni (88)

მწვრთვნელმა ჩვენზე უკეთ იცის ვინ უნდა დააყენოს შემადგენლობაში. ფიჯელებს სივრცე არ უნდა მივცეთ, თუ დაიწყეს თავის სტილში ნავარდობა მაგათი გაჩერება ბობოლებს უჭირთ, კედელივით დაცვა, ,,მკვლელი" ბოჭვები, ხაზის დროულად და მწყობრად ამოწევა, დერეფნების, საჯარიმო დარტყმების მაქსიმალურად გამოყენება, ასეთ შემთხვევაში მოგება სავსებით რეალურია...არ გინდა ,,ჩაწყობა" დოილი მთავარი მსაჯი და ქლენზი დამხმარე. ეშინიათ ალბათ ფიჯიც არ გავღუნოთ და დაიზღვიეს თავი...

12:56 | 23.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

ნაბიას მსაჯს კიდევ აქვს უფლება მსაჯობის? როგორც ჩანს სპეციალურად არის მოვლენილი ეგენი რომ საქართველო არ აღზევდეს....აბა დიდი ლოცვა კურთხევით ჩაივლის ეს ამბები

12:39 | 23.06.2016
deqstera (86)

ფეიქრიშვილის არყოფნის მიზეზი მესმის, ხატიაშვილს შანსი ეძლევა მაგრამ მჭედლიძე რატო არარის??
10-15 ნომრებს ერთადერთი შემცვლელი მალაღურაძე რატო დაუტოვეს??? თუ შანსის მიცემაზეა საუბარი სიჭინავა-ჯინჭველაშვილიდან ერთ-ერთი მაინც შეეყვანათ განაცხადში, ხაზის მოთამაშეები ესენი არიან და გამოცდილების მიღება აქ ყველაზე მეტად ხაზის მოთამაშეებს უნდათ...

23:39 | 23.06.2016
dinamo222 (692)

ჯინჭველაშვილი ტყუილად წართვეს 20 წლამდელების ნაკრებს რაა ! @ დალოცვილებს თუ არ ჭირდებოდათ დაეტოვებინათ იქ @ ძალიან გვჭირდება დამრტყმელი 20 წლამდელებში

13:01 | 23.06.2016
jora84 (183)

თაზო მელიტონის მოსაზრებით არ მოხვდა რაზმში, ხოლო 6 მორკინალი მათ შორის 2 მესამე ხაზელი იმიტომ არის რომ სავარაუდოდ ბევრი ბოჭვა იქნება გასაკეთებელი და დროულად რომ შეიცვალნონ დაღლილი მესამე ხაზელები. რეზის ფიჯისთან შეშვება ამ ეტაპზე არ შეიძლება გააბრყელებენ ტაბაკასავით, ყიასას რაც დაემართა აქ ფიჯისთან იგივე დაემართებოდა მასაც.

13:07 | 23.06.2016
GO_GO_LELOS (81)

რატო არ დააყენეს თაზო გასაკვირია, მაგხელა ძალის პატრონი უნდა დამდგარიყო ოზბორნის წინ აუცილებლად

12:25 | 23.06.2016
GO_GO_LELOS (81)

Fiji: 15 Benito Masilevu, 14 Savenaca Rawaca, 13 Adriu Delai, 12 Eroni Vasiteri, 11 Patrick Osborne, 10 Ben Volavola, 9 Nemia Kenatale, 8 Eremasi Radrodro, 7 Mosese Voka, 6 Naulia Dawai, 5 Tevita Cavubati, 4 Savenaca Tabakanalagi, 3 Taniela Koroi, 2 Sunia Koto (c), 1 Peni Ravai
Replacements: 16 Viliame Veikoso, 17 Campese Maáfu, 18 Mesake Doge, 19 Nemia Soqeta, 20 Malakai Ravulo, 21 Henry Seniloli, 22 Seremaia Bai, 23 Vereniki Goneva ესეც ფიჯელების შემადგენლობა. როგორც ხედავს განაცხადში არ არიან სამისონი ვირივირი(ერთ-ერთი საუკეთესო მოშვდიკაცე) და ლეონე ნაკარავა(უძლიერესი მეორეხაზელი თავისი ოფლოუდებით). ასევე მარქაფაშია ვერენიკი გონევა და სერემაია ბაი, რომლემბაც ძალიან კარგად ითამაშეს ტონგასთან მეორე ტაიმი. საერთოდაც გონევა მათი ერთ-ერთი მთავარი ვარსვკლავია. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება რომ გავაჩეროთ პატრიკ ოზბორნი, ჰაილენდერზის ძირითადი ფრთა, რომელიც შარშან ახალი ზელანდიის მსოფლიო თასის შემადგენლობასთან ვარჯიშობდა და განიხილებოდა როგორც ზელანდიური რაგბის ერთ-ერთი მომავალი, თუმცა წელს თვითონ გადაწყვიტა ფიჯის ნაკრებში თამაში. ფრუიძე მაგრად უნდა დაუდგეს. ასევე ბენ ვოლავოლაც რომელიც კრუსეიდერსის ღირსებას იცავს. თუ ამას მოვახერხებთ და შერკინება ისევე მაგრად ითამაშებს როგორც ადრე (რაშიც დარწმუნებული) შანსი გვექნება. ნუ რაღათქმა უნდა მსაჯებმა არ უნდა გაგვწირონ. ორივე ჩვენთვის ავადსახსენებელი არბიტრია. ჯეიპი დოილიც ირლანდელიერია ოღონდ ინგლისის კავშირის სახელით მსაჯობს. წარმატებები ჩვენს ბიჭებს

12:18 | 23.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

სერემაია ბაი ძალიან ზუსტად ურტყამს და მეკოს ყველა დარტყმას ძვირი ფასი დაედება, ვუსურვოთ მეკოს რომ მაქსიმალური კონცენტრაციით და სიზუსტით ერტყას

11:55 | 23.06.2016
აგუერო (65)

მჭედლიძე რატო არ არის?

11:24 | 23.06.2016
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით. რაც ამ 2 თამაშში გამოჩნდა (ჩვენიც და იმათიც) შესაძლებელია ფიჯის დამარცხება.

11:19 | 23.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

კიდევ კარგი რომ ინგლისელია მთავარი და არა ირლანდიელი, ინგლისი შედარებით ინერტულია ჩვენი ექვს ერში მოსახვედრის წინააღმდეგ, რამდენადაც ირლანდია შოტლანდია და იტალია

12:16 | 23.06.2016
jora84 (183)

ჯი ფი დოილი გაინგლისილებული ირლანდიელია, გვიმსაჯა 2014-ში ირლანდიასთან და მსოფლიოზე არგენტინასთან, დამხმარედ ჯორჯ კლენსი მიჩინეს, რომელმაც მსოფლიოზე ნამიბიასთან გვიმსაჯა და გორგოძეს ეხვეწებოდა ისეთი თვალებით ნუ მიყურებ თითქოს ჩემი მოკვლა გინდაო.

11:23 | 23.06.2016
BEERTRANCE (1073)

მაგ ინგლისელი მსაჯი გვერჩის ხოლმე, მაგარ შარზე იქნება.

11:00 | 23.06.2016
muchachino (19)

მთ. მსაჯი: ჯეი ფი დოილი (ინგლისი), ერთ-ერთი თანამსაჯი: ჯორჯ ქლანზი (ირლანდია)...
როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია! 13 ფიჯელისა და 2 მსაჯის დამარცხება მოგვიწევს

11:03 | 23.06.2016
buratino (480)

არა უშავს, ეგ კიდევ უფრო მეტი გამოწვევაა ჩვენებისთვის. დარწმუნებული ვარ, უფრო მეტად იქნებიან მოტივირებულები რათა ამ 2 ბრიტანელს (დოილს და ქლენსის) დაუმტკიცონ რომ ჩვენი ადგილი ელიტაშია. რატომღაც ისიც მგონია რომ მაგათმაც არ უნდა გაგვწირონ, რადგან კარგად იციან რომ მსოფლიოზე მთელმა საქართველომ მოიკითხა მათი საქალეთი

06:11 | 24.06.2016
ogafa (407)

დღესაც მოიგებენ

11:22 | 23.06.2016
BEERTRANCE (1073)

მაგი კიდიათ რამდენჯერ მოვიკითხავთ. რამენაირად რო გაგვატანია საკითხი რო არაევროპელებმა იმსაჯონ ჩვენი თამაშები.

0.128674