„ბორჯღალოსნების“ ისტორიული, ოკენათის ტურნეს დასრულებამდე რამდენიმე დღეღა რჩება - 24 ივნისს, საქართველოს დროით დილის 7 საათზე სუვას „ეი ზე ემ პარკზე“ ფიჯი ივნისის ტესტ-სერიის ბოლო მატჩში გვიმასპინძლებს და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.
ჩვენმა ნაკრებმა ოკეანეთში უკვე ორი ტესტი გამართა - 11 ივნისს აპიაში სამოას ვეთამაშეთ და 19:19 დავზავდით; მეორე დღეს ნაკრები ფიჯიზე გაემგზავრა, სადაც 15 ივნისს, მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ტონგას ვეთამაშეთ და 23:20 გავიმარჯვეთ.
„ტონგასთან ძალიან დაძაბულ მატჩში, დიდი ძალისხმევით მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მთელი ყურადღება აღდგენასა და დასვენებაზე გადავიტანეთ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ფიჯიმდე 6 დღიანი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. მწვრთნელები იმ კომპონენტებს ვაქცევთ ყურადღებას, რომლებშიც ჩვენი აზრით ცოტა რამ გვაქვს გამოსასწორებელი, რათა ტურნეს დასკვნით ტესტში ფიჯისთან მომგებიან პოზიციაში ვიყოთ“ - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
პირველი ორი ტესტი წყნარი ოკეანეს თასის პარალერულად მიმდინარეობდა, რომელშიც ფიჯიმ იმარჯვა. 24 ივნისის სამატჩო რაზმები ნაცვლად 48 საათისა 24 საათით ადრე გამოცხადდება. ნაკრებში მორაგბეთა კონდიციის შეფასებისას ჰეიგმა ასევე დასძინა:
„ზოგიერთ მოთამაშეს ტონგას შემდეგ მცირე და უმნიშვნელო ტრავმები ჰქონდა, მაგრამ არაფერი ისეთი, რაც სამატჩო რაზმში მოხვედრაში ხელს შეუშლის. წინა შაბათს ტონგასთან ისტორიული გამარჯვების (ოკეანეთში პირველად) შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ ქართული რაგბის ისტორიის ახალი გვერდი დავწეროთ და მერწმუნეთ, მთელი გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის!“.
საქართველოს რაგბის კავშირი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები
ფიჯელებს სივრცე არ უნდა მიცე, არ უნდა გაინავარდონ, კედელივით დაცვა და ბოჭვები, მინიმალური შეცდომები სტატიკურ კომპონენტში და მოგება რეალურია.. წარმატებები ბიჭებს!