ინგლისის ნაკრებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი, მაგრამ მომავალში შესწევს ძალა სამგზის მსოფლიო ჩემპიონის, ახალი ზელანდიის ნაკრების დომინირება შეწყვიტოს, ასეთი შეხედულება აქვს ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ედი ჯონსს:
„დარწმუნებული ვარ ბევრ ადამიანს სურს, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიო რაგბის წამყვანი გუნდი იყოს. დიდი ხანია უკვე „ოლ ბლექსი“ დომინანტია და რომელიმე გუნდმა უნდა გაუწიოს კონკურენცია, ამ გამოწვევის მიღებას ჩვენ ვაპირებთ.
რა თქმა აუნდა, ჩვენ ისევ ბევრ შეცდომას ვუშვებთ დერეფანში და ართმევაზე თამაშისას. ასევე, გამოსასწორებელია შეტევაში თამაშიც. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ამ კომპონენტების დახვეწაზე ვიმუშავებთ.
ყველაზე პრაგმატულ გუნდად სწორედ „ოლ ბლექსი“ მიმაჩნია, არავინ ურტყამს ფეხით ისე ხშირად, როგორც ისინი. თუ ფეხით თამაში იქნება საჭირო, ჩვენც უნდა ვითამაშოთ ფეხით. თუ ხელდახელ იქნება უკეთესი, ამასაც გავაკეთებთ “ - აცხადებს ინგლისის ნაკრების ავსტრალიელი თავკაცი.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა ავსტრალიის ნაკრების ორჯერ დამარცხების შემდეგ მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო „ოლ ბლექსი“ კვლავინდებურად პირველია.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისე ამ კაცს აქვს გამოცდილება ზელანდიის გაჩერების. 2003 წელს ვარსვკლავებით გატენილი ზელანდია გამოაგდო ნახევარფინალიდან ასე რომ სულ ტყუილად არ იძახის. თან ზელანდიას თითქმის სულ ყოველთვის უჭირდა ინგლისთან
რაღაც მემგონი ნამეტანი მოსდის ჯერ
უმაღლესი დონის მწვრთნელია ჯოუნსი. ძალიან საინტერესო იქნება ინგლისისა და ზელანდიის დაპირისპირება, მაგრამ ამ ეტაპზე შანსი არ აქვს ინგლისს
მართალია
ეს კაცი რაგბის ჰანიბალია. ბრწყინვალე ტაქტიკოსი.
ვფიქრობ მართლა შეუქმნის პრობლემებს "ოლ ბლექსს".