საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შუამარბი დავით კაჭარავა, SkySports-მა გასული კვირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. 15-ეული ტესტ-მატჩებისა და საფრანგეთის ტოპ 14-ის ნახევარფინალური თამაშების მიხედვით შეირჩა.
18 ივნისს „ბორჯღალოსნებმა“ ფიჯიზე ტონგა დაამარცხეს 23:20 და ქართველთა ორივე ლელო 31 წლის კაჭარავას ანგარიშზეა. SkySports-მა თითოეული პოზიციის მოთამაშეს შესაბამისი დახასიათებაც მიუძღვნა და კაჭარავაზე დაწერა:
„კაჭარავამ რამდენიმე ხმაურიანი გვარის კონკურენცია მოიგერია და შუამარბის პოზიციაზე ადგილი დამსახურებულად დაიკავა. მან ორი ლელო დადო და საქართველოს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-12 პოზიციაზეა, ტონგასთან 23:20 მოაგებინა. გადამწყვეტი კომპენსირებულ დროში, მისი მონდომების შედეგად გატანილი ლელო აღმოჩნდა“.
„კაჭის“ „ბორჯღალოსნების“ კვართი მერაბ კვირიკაშვილთან ერთად ყველაზე მეტჯერ, 94-ჯერ მოურგია და საუკეთესო მელელოვეთა დავაში 20 ლელოთი მე-4 ადგილზეა.
SkySports-ის კვირის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: 15. ლეიგ ჰალფპენი (ტულონი), 14. ლიამ უილიამსი (უელსი), 13. დავით კაჭარავა (საქართველო), 12. ოუენ ფარელი (ინგლისი), 11. მანუელ მონტერო (არგენტინა), 10. ბოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია), 9. აარონ სმიტი (ახალი ზელანდია); 1. მაკო ვუნიპოლა (ინგლისი), 2. დილან ჰარტლი (ინგლისი), 3. ტედი ფურლანი (ირლანდია), 4. დევინ თონერი (ირლანდია), 5. პიტერ-სტეფ დუ ტოიტი (სამხრეთ აფრიკა), 6. კრის რობშოუ (ინგლისი), 7. ჯეიმს ჰასკელი (ინგლისი), 8. უორენ უაითლი (სამხრეთ აფრიკა).
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამბობენ რომ თბილისში რაგბი ევროპის სხდომა გაიმართებაო 23-25 ივნისს კარგი იქნება თუ მოაგვარებენ და -ა- ნაკრებით დაგვიშვებენ
სხვა შემთხვევაში აზრი აღარაქვს ჩვენს იქ თამაშს
რაგბის კავშირის გვერდზე არაფერი წერია
საცოდაობაა ამ კაცის რუსეთის ჩემპიონატში თამაში.
ვენაცვალე ამ კარგ კაცს ბიცეპსებში. შარშან ამ дროს дაახლოებით, ქალაქის ცენტრში შრომობдა. მдინარის მოტანილი უბეдურებებისგან წმენддა იქაურობას.
წარმატებები дავითს. პატარა ბიჩიც აღარაა дა კარგი იქნებოдა თუ ძლიერ ევროპულ კლუბში ითამაშებს. ტაიგაში კარიერის дასრულება ალბათ არც თვითონ სურს
ეს ბიჭი იმის მაგალითია, რომ ქართველ კაცს ყველაფერი დადებითი ძალუძს. კარგი მეგზურია მოზარდი თაობისთვის. დიდი სიმდიდრეა, როცა პატარა ერს ასეთები უხვად ყავს. ეგება ამათ მაინც გამოაფხიზლონ უკვე მიყოლებით, კაიფარიკობით მოწამლული მერამდენე თაობა
ძალიან მაგარია როდესაც მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეებთან ერთად სიმბოლურში ქართველიც რომ არის და კაჭიმ ეს დაიმსახურაა.
იმედია ფართოდ გაახელენ თვალს ტოპ ჩემპიონატების გუნდები და ვიხილავთ კაჭის გაცილებით ძლიერ ჩემპიონატში ვიდრე რუსეთის ჩემპიონატიაა
სრულად დამსახურებულია, რადგან კაჭი შეუდარებელი იყო
ნამდვილად ალალია კაჭიზე.