ტოპ 14

22:03 | 21.06.2016 | ნანახია 2529 - ჯერ

„ტულონმა“ გორომარუ გაიფორმა

ფრანგულმა „ტულონმა“ იაპონიის ნაკრების ფულბეკი აიუმუ გორომარუ ოფიციალურად გაიფორმა, იგი ახალ კლუბს სუპერ რაგბის სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება.

30 წლის გორომარუ „ტულონის“ პრეზიდენტმა მურად ბუჯელალმა წარადგინა. მისი თქმით, უელსელი ფულბეკი ლი ჰალფპენი და გორომარუ კარგ დუეტს შეადგენენ:

„ჰალფპენისა და გორომარუსგან კარგი დუეტი შედგება, გავითვალისწინეთ ისიც, რომ უელსელს ნოემბრის ტესტებზე და ექვსი ერის გათამაშებაზე გუნდიდან წასვლა მოუწევს. ვიმედოვნებთ, რომ აიუმუ პირველი იაპონელი გახდება, რომელიც ევროპის მთავარ საკლუბო პრიზს მოიპოვებს“.

გორომარუს განცხადებით, „ტულონში“ გადასვლის შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა:

„არ არსებობდა მიზეზი, რაც „ტულონში“ გადმოსვლაში დამაბრკოლებდა. მისი მსგავსი კლუბი მსოფლიოში არ არსებობს. იაპონიის ჩემპიონატში თამაშისას სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული მქონდა, აი „რედსში“ კი სხვანაირადაა საქმე, კონკურენციამ ჩემზე დადებითად იმოქმედა და მოუთმენლად ველი ფრანგულ გამოწვევასაც“.

კონტრაქტის ფინანსურ მხარეზე ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აიუმუ ავსტრალიურმა „რედსმა“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ანაზღაურებად მოთამაშედ აქცია.

უჩა გოგიძე


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:15 | 22.06.2016
BEERTRANCE (1073)

ამ ჩემისას მსოფლიო ნაკრები უნდა რო შეკრიბოს.

22:28 | 21.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

ძალიანაც კარგი ამას თუ ტულონი დაიტოვებს შემოდგომაზე და იაპონია უმაგისოდ ჩამოვა თბილისში))))

3.259329