საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ვასილ ლობჟანიძე მსოფლიო ჩემპიონატზე გამართულ ოთხ მატჩს აფასებს და აზუსტებს იმ დეტალებს, რამაც იტალიის 18:17 ძლევამდე მიგვიყვანა.
გარდა ამისა, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა გულშემატკივარის როლს ამ წარმატებაში. შეგახსენებთ, პროექტ „რაგბი აქაურობას“ შემქმნელ ლევან ჯობავას ინიციატივით, გულშემატკივრები სოციალური ქსელის მეშვეობით ორი დღის განმავლობაში მიმართავდნენ 20-წლამდელთა ნაკრების წევრებს და ამან ბიჭებს დამატებითი მუხტი შესძინა.
ვასილ ლობჟანიძე: პირველი თამაში მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან მოგვიწია. გამოუცდელები ვიყავით, პრაქტიკულად ბურთი არ გვქონდა და შედეგიც სახეზეა. მერე იყო უელსი, სადაც თავდაჯერებულობა მოგვემატა და კარგად ვითამაშეთ. ირლანდიასთან დაცვა უკვე ძალიან კარგი იყო და შეტევა გაუმჯობესებული. ახლა ვეთამაშეთ იტალიას, ვისთვისაც აუცილებლად უნდა მოგვეგო დაგროვილი გამოცდილების ფონზე. ყველაფერი ისე წავიდა როგორც ჩვენ გვინდოდა - შერკინებაში დავჯაბნეთ, რამდენჯერაც ხაზში გავშალეთ ბურთი, იმდენჯერ ვაჯობეთ მოწინააღმდეგეს. გარდა ამისა, იყო პატარ-პატარა დეტალები, რომლებიც წინა თამაშებთან შედარებით გამოვასწორეთ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ.
- ამ თამაშში შეცდომებიც ნაკლებად დაუშვით...
- პირველ სამ თამაშში პრობლემა იყო დისციპლინა. შევეცადეთ, ეს გამოგვესწორებინა და გამოგვივიდა.
- მსოფლიო ჩემპიონატამდე აცხადებდით, რომ გაისად ამავე ტურნირში მხოლოდ იმიტომ არ ვითამაშებდით, რომ მასპინძლები ვართ და ეს დაამტკიცეთ კიდეც.
- წელს პირველად ვთამაშობთ მსოფლიო ჩემპიონატზე. გვინდოდა, რომ მომავალ გუნდს დამსახურებულად ეთამაშა 12 საუკეთესო გუნდში და არა მხოლოდ მასპინძლის სტატუსით. კარგია, რომ ეს მოვახერხეთ. ძალიან დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც მთელი კვირა გვერდში გვედგა. მათგან მოდის ძალიან დიდი ემოცია და ენერგია, რაც ძალიან გვეხმარება თამაშისას. ჩვენ მათთან, თიბისი ბანკთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად დავამარცხეთ იტალია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისე ნეტა მომავალ წელსაც ზელანდია გვყავდეს ჯგუფში, ძალიან დიდი გამოცდილებაა ამ გუნდთან თამაში...
კი საინტერესო იქნება ნამდვილად, გამოჩნდეს თუ რამდენად გავიზრდებით ამ 1 წელიწადში.
მომავალ წელს ფაქტიურად ახალი გუნდი იქნება, უბრალოდ რაც უფრო ძლიერია მეტოქე მით მეტად იზრდები, უკეთ ხედავ შენს ნაკლს და იმას თუ რაზე გაქვს ყველაზე მეტად სამუშაო...
dinamo222
საერთოდ ტარდება ხოლმე კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში, ანუ იმას კი არექცევა ყურადღება 1 კვირის მერე ხდება 20ის თუ 1თვის მერე, არამედ რომელ წელს დაბადებულებშია ეგ ტურნირი!!
ფეხბურთში მაგალითად სხვანაირად არის, წელს 21 წლამდელები იყო 94 წლიანებში და პატარებში, არანაირი მნიშვნელობა არქონდა 22წლის იყო თუ არა უკვე ფეხბურთელი, მთავარია 93ში არყოფილიყო დაბადებული!! სწორედ მაგიტო ითამაშეს კაჭარავამ, არაბულმა, ზივზივაძემ, ცნობილაძემ და სხვებმა ვინც უკვე იყვნენ 22 წლისები და ლოგიკურად როგორც შენ მსჯელობ მაგის მიხედვით 22 წლისას არუნდა ეთამაშა 21წლამდელში...
შენ რო იყო 1996 წლის 31 დეკემბერს დაბადებული და ვინმე სხვა 1997 წლის 1 იანვარს, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება რამდენიმე საათია თქვენ შორის სხვაობა 97წელს დაბადებულს ექნება თამაშის უფლება და 96ში დაბადებულს არა...
მარტივად 22 წლის არის ქვილითაია დღესაც(93წლიანია) მაგრამ ვერითამაშა 21 წლამდელების ეს შესარჩევი მიუხედავად იმისა რო სხვა 22წლისები(94წლიანები) თამაშობდნენ!!
რაც შეეხება ჯინჭველაშვილს, განა არწაიყვანეს არუწევდა და ეს თავიდანვე ყველამ იცოდა, თორე ახალგაზრდული იყო უპირატესი და ამის დასტური ის არის რომ ეროვნულის ძირითადი 9 ნომერი ვასკას სახით დაუთმეს, ისევე როგორც გორგაძე...
20 წლისას აღარ შეუძლია თამაში, როგორც ვიცი შესაძლებალია თუ ტურნირის დაწყებისას არ არის 20 წლის და ტურნირის მსვლელობისას ხდება 20 ის. თვითონ სიტყვა გეუბნება under 20, აუნ 20ს ქვემოთ.
ეგრე ზუსტად, 20 წლამდელთა ქვემოთ ვინცაა ისინი თამაშობენ
ლობჟანიძე შემოდგომაზე ხდება 19 წლის, შესაბამისად 20 წლის გახდება გაისად შემოდგომაზე, ტურნირი ტარდება ივნისში, რატომ არ უნდა ითამაშოს ვერ ვხვდები, როცა იმპერიოდისთვის ჯერ კიდევ 19 წლის იქნება...
96 წლიანებში იყო ეს ტურნირი, წინა 95იანებში... მომავალ წელს იქნება 97იანებში...
რადგან ეგრეა სამწუხაროა, რომ გაისად ლობჟანიძე, მატარაძე და გორგაძე არ გვეყოლებიან...ძნელი იქნება მათი შეცვლა..
dinamo222
შენი აზრით რატომ ართამაშობდნენ წელს 95წლიანები ვინც ჯერ 20წლისები არიან და შარშან ნაკრებში იყვნენ??
კარგი ვთქვათ ალხაზიშვილს პრობლემა ან ტრავმა ქონდა დაანებე თავი, ჯინჭველაშვილი რატო არწაიყვანეს?? 18 აგვისტოს ხდება 21წლის და ვერც იმას იტყვი ტრავმა აქვს ან რამე პრობლემა ნაკრებშიო, რადგან ეროვნულთან ერთად არის წასული კუნძულებზე!!
ეს ტურნირი არის 96 წლიანებში და პატარებში, არაქვს მნიშვნელობა 21 წლის არის თუ არა, მაგიტომ არგვყავს არცერთი 95 წელს დაბადებული წაყვანილი თორე მეც მინდა ლობჟანიძე-გორგაძე და სხვები მომავალ წელსაც იყვნენ....
ეგ ერ ვიცი რატომ არ თამაშობდნენ მაგრამ ყველა სპორტის წესდებაში გარკვევით წერია 20 წლამდე ანუ 20 წლისებს შეუძლიათ თამაში ! და ჯინჭველაშვილის არ გაშვება მსოფლიოზე და კუნძულებზე წაყვანა ტურისტად დიდი შეცდომა იყო !
არც რეზის და არც ბადრის არ უწევდა წელს ნაკრები და მაგიტომ არ წაიყვანეს, თორემ აუცილებლად იქნებოდნენ ნაკრებში. ნაკრებში ხვდება ის ვინც არის 20 წელს ქვეMოთ და არა 20 წლის. არც ვასკაა ჯერ 20 წლის და არც ბექა და მაგიტომაც თამაშობენ.
წარმატებები
საფრანგეტს სამაგიერო უნდა გადავუხადოთ 19 წლამდელების ორჯერ წაგებისთვის ფინალებში !!
მებრძოლი ლაზი
კი მაგრამ 21ე წელში იქნება, სწორედ მაგ მიზეზით არარის წელს ალხაზიშვილი რომელიც წინა 20 წლამდელის კაპიტანი და ლიდერი იყო, ჯერ კიდევ 20 წლის არის, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ 95წლიანია და არუწევს ეს 20 წლამდელი!!
მაგას არა აქვს მნიშვნელობა 21 ე წელში რომ იქნება მთავარია შეუსრულდა თუ არა 21 წელი ! სანამ დაბადების დღეს არ აღნიშნავს 20 წლისაა და არა 21 D ალხაზიშვილს რაც შეეხება ალბათ სხვა რამის გამო არაა ნაკრებში (ან ტრავმა ან დისციპლინა ან ოჯახური გარემოებები) რა ვიცი ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს
მთავარია ჩემპიონატის დღეებში არ შეუსრულდეს 21 წელი და ჩემპიონობა არ ჩამოგვართვან როგორც ცნობილ ქართულ ფილმშია შარაშიძეს რომ ჩამოართვეს ჩემპიონობა და ზურა ყიფშიძეს აჩუქეს("როცა აყვავდა ნუში")DD
მომავალ წელს ჩვენ ვიქნებით მასპინძელი და მგონია უკეთესად გამოვალთ ვიდრე წელს, მაგრამ წლევანდელს შედეგს ვერც ვიოცნებებდი ტურნირის დაწყებამდეე.
არ მეგონა პირველი თამაშის მერე ვინმეს თუ მოვუგებდით
კარგი იქნება თუ დამრტყმელებს ინდივიდუალურ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს ჩაუტარებენ, 12 ქულა დავკარგეთ იტალიასთან მაშინ როდესაც სხვა 3-5ზე მეტს არ დაკარგავდა, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. ადრეულ ასაკიდანვე რომ ისწავლიან კარგ დარტყმას შემდეგ დიდ ნაკრებსაც აღარ გაუჭირდება
21 წლის არ უნდა იყოს წესით u20 ამას ნიშნავს
მებრძოლი ლაზი
ლობჟანიძე 96 წლიანია, ისევე როგორც გორგაძე, გიორგაძე და სხვები, ოქტომბერში ხდება ვასკა 20 წლის და როგორც ვიცი არუწევს შემდეგ მსოფლიოზე...
მე როგორც ვიცი შემდეგი მსოფლიო უწევთ 9. აფრასიძეს, 15. მოდებაძეს, 10. მოძღვრიშვილს, 14. მიმინოშვილს, 12. კვესელაძეს, 11. მესხს, 6. სპანდერაშვილს და 3. ტაბიძეს.... ანუ ხაზის მოთამაშეები საკმაოდ არიან შერკინების ნაკლებად(მგონი არავინ გამომრჩენია)...
ხოდა მომავალი წლის ოქტომბერში თუ ხდება 21 წლის ანუ ზაფხულში 20 წლის იქნება ჯერ და თავისუფლად შეეძლება თამაში !
კარგია შენს მიერ დასახელებული 8 კაცი შემდეგ წელსაც რომ ითამაშებს და რათქმაუნდა ლოგიკურია ნახევარ გუნდზე მეტი რომ არ ითამაშებს შემდეგ წელს, რადგანაც ეს 20 წლამდელთა ჩემპიონატია და ძირითადად 20 წლისები არიან
20 წლისები რომ იქნებიან შეეძლებათ თამაში ! 20 წლამდელების ჩემპიონატია და არა 21 !
კარგია როდესაც სპორცმენებიც უფასებენ გულშემატკივრებს გვერდში დგომას და მორაგბეებს ნამდვილად აქვთ ასე თუ ისე დაფასება ჩვენს ქვეყანაში.
მაგრამ კიდევ უფრო მეტია საჭიროო
ოო გაისად დიდი ამბები გველის, საგულისხმოა, რომ მიუხედავად იმისა სარაგბო ქვეყანაში ტარდებოდა თამაში, მოდნები თითქმის სულ ცარიელი იყო, ჩვენთან მჯერა გადაივსება და ბრწყინვალე თამაშებს ვიხილავთ არამარტო ჩვენი ბიჭების შესრულებით!!!
ერთი სერჟიო პარისეს ჩამოართვას ვინმე კომენტარი რა იქნება, ეგ იხვის ტოლმა ეგ
მელიტონა შემადგენლობას როდის აცხადებს ნეტავ
ეს დარტყმების პრობლემა სენად გვაქ ქართველებს, რაბში პრობლემა გვაქ, კალათბურთში სამ ქულიანიების პრიობლემა გვაქ, ფეხბურთში კიდე გოლის გატანის პრობლემა ხომ გვაქ და გვაქ....ეს რა ჭირი გვჭირს ტოოო))))))))))
დარტყმების პრობლემა ისე არ გვაქვს როგორც დერეფნებში დარტყმებში ვასკაც მაგარია აფრასიძეც და ჯინჭველაშვილიც (ძირითად ნაკრებში რომ წაიყვანეს ტყუილად კუნძულებზე) უბრალოდ ამ თამაშში არ წაუვიდათ ! ხდება ხოლმე თავის დროზე უილკინსონსაც არ მისდიოდა ხოლმე დარტყმები
ბექა გორგაძეს აღარ უწევს მგონი
ასე რომ ნახევარი გუნდი იქნება გაისადაც, ბირთვის შემკვრელი
20 წლის იქნება ვასკა გაისად, 19ის არის ეხლა
ოქრო კაცი ხარ ვასკა! ერთადერთი იმაზე მწყდება გული რომ მომავალ წელს თბილისში გასამართ ანალოგიურ ღონისძიებაზე შენ ვერ გიქომაგებთ (ასაკის გამო). თუმცა, არა უშავს, სამაგიეროდ ათიათასჯერ უფრო მაგრად ვუქომაგებთ ტურნირზე მყოფ ბიჭებს და ასევე მხურვალედ გიქომაგებთ შენ და ჩვენს მთავარ ბორჯღალოსნებს!
მე მგონი უწევს ვასკას გაისადაც..
ქომაგის ენერგია გაისად ნახეთ თქვენ ტრიბუნებზე რო ვიქნებით.