საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე, რომელიც სრკ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს საგარეო კუთხით კონსულტაციებს უწევს, 20-წლამდელთა ნაკრების წარმატებულ გამოსვლას მსოფლიო ჩემპიონატზე ლოგიკურ შედეგად მიიჩნევს.
მისი აზრით ქართული რაგბი სწორი მიმართულებით, ბავიჯ-ნაბიჯ ვითარდება და შემდეგი სამიზნე ელიტაში დამკვიდრებაა, მერე კი, „მწვერვალებისკენ სვლა“ დაიწყება. მას მანჩესტერში საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი ესაუბრა.
გია ნიჟარაძე: „ამ გამარჯვებისკენ ქართული რაგბი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა და საერთოდ, ყველა წარმატებისკენ ქართული რაგბი მიზანმიმართული ნაბიჯებით მიდის. ამ ყველაფრის ერთ-ერთი საიდუმლოა სწორი ხედვა, დაგეგმვა და მიზნისკენ სიარული იმ შესაძლებლობების გამოყენებით, რასაც იძლევა რეალობა. ცალკე მინდა გამოვყო ეს ნაკრები. ვფიქრობ, რომ სწორედ და კარგად დაიგეგმა მოსამზადებელი პერიოდი, ყველა ეტაპი გააზრებული იყო, ბიჭებმა გაიარეს უმაღლესი დონის ფიზმომზადება. ისიც კარგად გათვალეს, რომ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატამდე არ ეთამაშა ეგრეთწოდებული გასახურებელი თამაშები და ტურნირის მსვლელობის პროცესში მიეღწია პიკისთვის, რაც მოხდა კიდეც. ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო იტალიასთან და მას გუნდი საუკეთესოდ შეხვდა, თუმცა მანამდე უელსიც გადაგვირჩა და ირლანდიასთანაც ღირსეული თამაში ჩავატარეთ.
- ამ გუნდის ბირთვი, დაახლოებით 40%, უკვე რვა წელია ერთად თამაშობს. თქვენ მათ აკვირდებოდით ადრეული ასაკის ტურნირებში, 18-წლამდელების და 19-წლამდელების ევროპის ჩემპიონატზე, შარშან „ალაფაზე“. რამდენად შესამჩნევია მათი პროგრესი?
- ეს პლიუსიცაა და მინუსიც. ერთის მხრივ, ამ მწვრთნელების განკარგულებაში იყვნენ ბიჭები, რომლებმაც უდიდესი გამოცდილება შეიძინეს შარშანდელ „ალაფაზე“. ეს გუნდი სამი წლის განმავლობაში იჭედებოდა, თითქმის იდეალურობამდე იყო მისული ურთიერთგაგება და შეთამაშება. ერთის მხრივ, კარგია იმ გუნდის ნაწილი აქ რომ გადმოვიდა, თუმცა, მეორეს მხრივ, მეორე ნაწილი, რომელიც შეუერთდა ამ ბირთვს, არ იყო მასთან შეთამაშებული და მწვრთნელებს პრაქტიკულად ნულიდან მოუხდათ ახალი გუნდის შენება. აი ახლა არიან ისინი იმ სტადიაში, როდესაც შეთამაშება, ურთიერთგაგება, ყველა რგოლის პოტენციალის გამოვლენა ხდება. რა თქმა უნდა ბევრია დასახვეწიც. მომავალ წელს ამ მწვრთნელებს კვლავ თავიდან მოუწევს გუნდის შენება, რადგან ბიჭების დაახლოებით 60% შეიცვლება. ახლები უნდა გაუსწორდნენ ამ მოთამაშეების კლასს, გამოცდილებას, რაც რთული იქნება, მაგრამ რას ვიზამთ, ასეა ასაკობრივ ნაკრებებში.
- მსოფლიო ჩემპიონატამდე ყველას, მათ შორის „მსოფლიო რაგბის“ ჟურნალისტებს აინტერესებდათ, რა იქნებოდა ჩვენი ნაკრების მიზანი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე და ტურნირის დაწყების წინ კაპიტანმა ვასილ ლობჟანიძემ დააფიქსირა, რომ მიზანი 12 უძლიერესში სპორტულად დარჩენა იყო. ელიტის 10 საუკეთესო გუნდში უკვე ვართ...
- ვიზიარებ ვასილ ლობჟანიძის პოზიციას. ჩვენი ნაკრების ამოცანა არასდრო ყოფილა მხოლოდ მონაწილეობა და გამოცდილების მიღება. მწვრთნელებმა მოთამაშეებს სწორედ ეს ამოცანა დაუსახეს, მათ ყველასთვის უნდა დაემტკიცებინათ, რომ გაისად ჩვენ მსოფლიო ჩემპონატზე ვითამაშებთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასპინძლები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ეს გვეკუთვნის. ამას უდიდესი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს მომავალი წლის ნაკრებისთვის; მეორე - ჩვენ უნდა დაგვემტკიცებინა მსოფლიო რაგბის თემისთვის, რომ ყველა მიმართულებით წინ მივდივართ, მათ შორის ახალგაზრდული ნაკრების კუთხით და სწორედ ვვითარდებით. ეს უკვე დადასტურებულია და უმაღლესი დონის სპეციალისტებისგან ვიღებთ მილოცვებს. ამ ნაკრებმა შეასრულა თავისი მიზანი, თუმცა წინაა კიდევ ერთი თამაში საფრანგეთის ნაკრებთან. თუ ჩვენ შევძელით ძალების აღდგენა და ვფიქრობ, სამწვრთნელო შტაბი ამას შეძლებს, წინ გველის დაძაბული შეხვედრა. ახლა ჩვენი მიზანია, რომ დავიმკვიდროთ ადგილი ელიტაში და მოვხსნათ ყოველგვარი კითხვები ამასთან დაკავშირებით, მერე კი, გუნდმა ნელ-ნელა უნდა იაროს მწვერვალებისკენ.
ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა მივულოცო ყველა ჩვენს გულშემატკივარს ეს დიდი გამარჯვება. ვულოცავ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას, სამწვრთნელო შტაბს, რომელმაც ჩემი გადმოსახედიდან არაჩვეულებრივად იმუშავა და დაამტკიცა თავისი კვალიფიკაცია. ძალიან კარგად ხედავენ ისინი რა არის გამოსასწორებელი, რაზეა სამუშაო და მინდა დავამშვიდო გულშემატკივარი, ამაზე ფიქრი და მუშაობა დღე და ღამ მიდის. ვულოცავ ილია მაისურაძეს, ლადო კილასონიას, ზურა ამონაშვილს, ძმებ ნადარეიშვილებს, ოთარ იაშვილს, საექიმო სტაფს ამ შესანიშნავ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, ამ ნაკრებიდან 6-7 მოთამაშე იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში აუცილებლად მოხვდება და შესაძლოა, მათი რიცხვი ბევრად დიდიც იყოს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მეც ჩემს მადლობას გეტყვით ბატონო გია, იმისთვის რაც თქვენ ქართული რაგბისთვის გააკეთეთ.
ბატონო გია მადლობა ყველაფრისთვის იმ ყველაფრისთვის რასაც დღეს ქართული წარმატებული რაგბი ჰქვია გაიხარეთ.
საფრანგეტს სამაგიერო უნდა გადავუხადოთ 19 წლამდელების ორჯერ წაგებისთვის ფინალებში !!
შესაძლოა ერთი მიმართულებით ჰქონდათ გარკვეული ჯანსაღი ხედვები მაგრამ რაგბის განვითარებისათვის ბევრი მიმართულებაა საჭირო და დღეს ალბათ ისე სწრაფი ტემპით არსად ვითარდება რაგბი როგორც საქართველოში..ამით ყველაფერი ნათქვამია..რათქმაუნდა კიდევ უფრო სწრაფი განვითარდება გაგვიხარდება..
ტემპი მართლა მაღალია და 2 წლის წინანდელ საქართველოს ნაკრებს და დღEვანდელს ვერც შეადარებ, მიუხედავად იმისა რომ ერთა თასზე ვთამაშობთ.
რომ შეადარო 6 ერის ნებისმიერი გუნდის განვითარების ტემპი ჩვენს ტემპთან სერიოზულ სხვაობას მივირებთ. სკოტებს აქვთ კიდევ სხვაზე მეტი პროგრესი,იტალიას რეგრესი და დანარჩენი 4 სტაბილურად ძლიერები არიან მაგრამ მომატებით ნაკლებად უმატებენ
მას არჩევნები არ წაუგია, გააკეთა ისე როგორც უნდა გაეკეთებინა, რადგან სხვა ვარიანტი არ დაუტოვეს... ქართველი რაგბის ქომაგები ნამდვილად არ მოველოდით აბუსერიძისაგან, ზედგინიძისაგან და მაჩხანელისაგან ასეთ საქციელს..ნამდვილად გაუაზრებელი და უპირველესად გულსატკენი იყო მათი ეს წინდაუხედავობა. ქართული რაგბი დღეს ერთიანობით აღწევს წარმატებას და ვერანაირი ნათელი ხედვა რაგბის განვითარების ვერ გადაწონის იმ უკუშედეგს, რასაც შეეძლო ამ ერთიანობის გახლეჩვას გამოეწვია. იმედია მომავალში გააკეთებენ სათანადო დასკვნებს და მიეცემათ შანსი შეცდომების გამოსწორების და ამას გააკეთებენ, რადგან ერთ დროს ისინი სამაგალითო მოთამაშეები და კაპიტნები იყვნენ.
მაგარი ადამიანი, სამაგალითო პიროვნება!!! არანაირი ბოღმა და სხვა ქვენა გრძნობები არჩევნების წაგების გამო, გენაცვალეთ ბატონო გია!
მძლავრი ჯახი იქნება ალბათ შერკინებაში. მჯერა, რომ ჩვენს უკანა ხაზს მეტოქისთვის ავი სიურპრიზი ექნება შემონახული. უფალს ებარებოდეთ ძმებო!
ჩვენი ელიტაში გადასვლა გარდაუვალია მაგრამ დრო ფუჭად იკარგება ამ ევროპელების უაზრო გაჯიუტების გამო
მადლობის მეტი რა გვეთქმის ბატონო გია. რაგბი ჩვენი თამაშია. რაგბი ჩვენი ოჯახია.
მადლობა ბატონო გია ყველაფრისთვის !
გამარჯვებას გილოცავთ, ბ-ნო გია! ქართული რაგბის წინსვლის საქმეში თქვენ ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი ხართ. ღმერთმა მოგცეთ ჯანმრთელობა და წარმატებები ისევ და ისევ ქართული საქმის საკეთებლად!
+1
იმედია საფრანგეთთან კიდევ უკეთEსი თამაში იქნება.