20-წლამდელები

13:54 | 21.06.2016 | ნანახია 5447 - ჯერ

გოჩა სვანიძე: „ეს გამარჯვება საბოლოო წერტილი არაა“

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებს უფრო მეტის პოტენციალი აქვს, ვიდრე იტალიის დამარცხებაა.

IX ადგილის ნახევარფინალში იტალიის 18:17 დამარცხების შემდეგ, მან კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ საიტთან გააკეთა.

გოჩა სვანიძე: „თამაშის ხარისხი იყო საკმაოდ კარგი. უდაოა, ჩვენ გუნდს გაცილებით მეტის პოტენციალი აქვს. საჭიროა ვიმუშაოთ სტატიკურ მდგომარეობაზე, კონკრეტულად დერეფანზე. გასაგებია, რომ ამას დიდი დრო ჭირდება და ერთი შეკრებით, ან ერთ წელიწადში სიტუაცია ვერ გამოსწორდება. ამ გამარჯვებისკენ დიდი ხნის განმავლობაში მივდიოდით, თუმცა მერწმუნეთ, თუნდაც ახლო პერსპექტივისთვის, ეს სულაც არაა ჩვენი საბოლოო წერტილი. ფრაგმენტებში ბიჭებმა ისე ითამაშეს, როგორც ელიტურ გუნდს შეეფერება.

გაისად მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო მასპინძლობს და ბიჭებს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. წელს მათ მოხსნილი ჰქონდათ წნეხი, არ იყო მოთხოვნა - მაინცდამაინც რომელიმე თამაშის მოგება. გასაგებია, რომ ისინი მოედანზე ყველა თამაშში მოსაგებად გადიოდნენ, თუმცა გავარდნის საფრთხე არ გვემუქრებოდა და ეს ლაღად თამაშის საშუალებას გვაძლევდა. თუ ასეთი მუხტი შენარჩუნდება, მწამს, შედეგი გაისად უკეთესი იქნება. ამ ბიჭების 40% მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშებს, რაც დიდი პლიუსი იქნება“.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:23 | 22.06.2016
ogafa (407)

წარმატებები

08:06 | 22.06.2016
dinamo222 (692)

საფრანგეტს სამაგიერო უნდა გადავუხადოთ 19 წლამდელების ორჯერ წაგებისთვის ფინალებში !!

20:14 | 21.06.2016
deqstera (86)

შემდეგ მსოფლიოზე თამაში უწევთ აფრასიძეს, მოდებაძეს, სპანდერაშვილს, მიმინოშვილს, მესხს და ტაბიძეს მე როგორც ვიცი ამ თაობიდან...

08:07 | 22.06.2016
dinamo222 (692)

ლობჟანიძესაც უწევს ! იმ დროისთვის ჯერ არ იქნება 21 წლის

09:21 | 22.06.2016
ogafa (407)

ძალიან კარგი

16:59 | 21.06.2016
krasni (587)

სამუშაო მართლაც ბევრია, მაგრამ ერთ რამეში კი დავეთანხმები პრეზიდენტს, რომ შიგადაშიგ ბიჭები ელიტურ რაგბის თამაშობდნენ. მიუხედავად შეცთომებისა, ბიჭებში იმოდენა პოტენციალი ჩანს, ისეთი ჟინი და წყურვილი თამაშის, რომ მომავალს იმედის თვალით ვუყურებთ.

16:17 | 21.06.2016
BEERTRANCE (1073)

დერეფანი თუ გამოსწორდა ნამდვილად არ იქნება გადაჭარბებული ჯგუფში 1 თამაშის მოგების ამბიცია.

0.080266