სხვა

13:47 | 21.06.2016 | ნანახია 4724 - ჯერ

გენებაშვილი და ჩიტეიშვილი „სტიაუაში“ ითამაშებენ

ბუქარესტის „სტიაუას“ ქართველმა ლეგიონერმა მიხეილ არჩუაშვილმა კლუბის ხელმძღვანელობას ჩვენებურებზე კარგი შთაბეჭდილება შეუქმნა და გუნდი ორი ქართველი ლეგიონერით ძლიერდება.

ესენი არიან თბილისის „ლოკომოტივის“ კვაჭი ლევან გენებაშვილი და ქუთაისის „აიას“ მეორეხაზელი ამირან ჩიტეიშვილი. ორივე გამოცდილი, 28 წლის მორაგბეა და მალე 29 წელი შეუსრულდებათ.

„სტიაუამ“ თასის გათამაშების დასრულების შემდეგ ორიოდე კვირით დაისვენა და ჩემპიონატის წინ შეკრებაზე ფორბანის მთებში გაემგზავრა. ჩიტეიშვილი უკვე ადგილზეა და გუნდს შეუერთდა. პოზიციიდან გამომდინარე, ის არჩუაშვილის კონკურენტი უნდა იყოს, თუმცა, შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ბუქარესტელების მეორე ხაზი „სუფთად ქართული“ მივიღოთ. შეგახსენებთ, რომ „სტიაუას“ ამ პოზიციაზე ფიჯის ეროვნული ნაკრების მოთამაშეც ყავს, რომელიც რუმინეთის თასის მატჩებში არჩუაშვილის შემცვლელი იყო.

გენებაშვილი საბუთებმა შეაფერხა და ის გუნდს მოგვიანებით, დაახლოებით ორ კვირაში შეუერთდება. რუმინეთის სუპერ-ლიგა სტარტს 6 აგვისტოს აიღებს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:16 | 21.06.2016
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.087887