მსოფლიო რაგბის ოფიციალური ვებგვერდი „უმცროსი ბორჯღალოსნების“ მიერ იტალიელი თანატოლების დამარცხების შემდეგ ქართველთა კაპიტნის, ვასილ ლობჟანიძის კომენტარს აქვეყნებს:
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერები ვართ, ეს იყო შესანიშნავი შედეგი. საქართველო ამ ტურნირის დებიუტანტია და პირველმა გამარჯვებამ უდიდესი სიხარული მოგვანიჭა. მომავალ წელს ტურნირის მასპინძლები ვართ, რაც ძალიან დიდი პატივია. ვიცოდით, რომ მიუხედავად წელს დაკავებული ადგილისა, მასპინძლის სტატუსის გამო მაინც მივიღებდით მონაწილეობას შემდეგ გათამაშებაში. თუმცა გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ შემდეგ მსოფლიოზე ადგილის დამსახურებულად მოპოვება შეგვეძლო და ჩვენ ეს მოვახერხეთ“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ U20 მსოფლიო ჩემპიონატის 9-12 ადგილების ნახევარფინალში ქართველმა ახალგაზრდებმა იტალიელები ანგარიშით 18:17 დაამარცხეს. ჩვენი მეტოქე მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში საფრანგეთის U20 ნაკრები იქნება, რომელმაც იაპონია 41:27 დაამარცხა.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მამლის საცივი არ იქნება ურიგო
ნამდვილად, პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. წნეხის გარეშე მამლებთან
წარმატებები გაიხარეთ
მიდი ჩემებურო-რაჭველო
ბიჭებო, დიდი მადლობა.