ეროვნული ნაკრები

21:38 | 20.06.2016 | ნანახია 8887 - ჯერ

იაპონია ხელის გაწვდენაზეა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ფიჯიზე ტონგას 23:20 ძლევით სარეიტინგო მონაგარი 0,87 ქულით გაზარდა და რადგან გასულ უქმეებზე ჩვენს წინ მყოფი იაპონია დამარცხდა, მე-11 ადგილამდე სხვაობა 2,32 სარეიტინგო ქულამდე დავიდა.

„ბორჯღალოსნები“ ჯერჯერობით მე-12 ადგილზე რჩებიან, თუმცა წინსვლის შანსი ერთ კვირაში ექნებათ. 24 ივნისს, თბილისის დროით დილის 7 საათზე მილტონ ჰეიგის შეგირდები სუვაში ადგილობრივ ფიჯის ეთამაშებიან და მეტოქის 15 ქულით და მეტი სხვაობით დამარცხების შემთხვევაში 2,486 სარეიტინგო ქულას მიიღებენ. მცირე სხვაობით მოგების შემთხვევაში ნამატი 1,657 ქულა იქნება და მათი გადასწრების საშუალება იაპონელთა მარცხის შემთხვევაშიც გვექნება. ფიჯისთან ფრე 0,657 ქულის მომტანი იქნება, ხოლო მარცხი 0,343, ან 0,514 ქულას დაგვაკარგინებს.

ეს სამომავლო საქმეა, მანამდე კი, შეიცვალა მდევარი და ის იტალიაა, რომელმაც აშშ24:20 დაამარცხა, 0,79 სარეიტინგო ქულა მიიღო და ტონგა ჩამოიტოვა.

დიდი ცვლილებებია მოწინავე ათეულში. ინგლისმა ავსტრალია 23:7 რომ დაამარცხა 2,13 ქულა მიიღო და მეორე ადგილამდე დაწინაურდა. ავსტრალია ჯამში ორი პოზიციით დაქვეითდა და მას სამხრეთ აფრიკამაც გადაასწრო, რომელმაც ირლანდიის დამარცხებით 0,37 ქულა მიიღო. შოტლანდიამ იაპონიის დამარცხებით მონაგარი 1,18 ქულით გაზარდა და მე-8 ადგილზე აღზევდა. შედეგად, საფრანგეთი, რომელიც არგენტინასთან დამარცხდა ისტორიულად უარეს, მე-9 საფეხურამდე დაქვეითდა. მისი დანაკარგი 0,28 ქულაა, ამდენივე მიიღო არგენტინამ და მე-5 ადგილზე რჩება.

მომავალ უქმეებზე სარეიტინგო ბრძოლები კვლავ გაიმართება და შედეგად, ცვლილებები კიდევ იქნება.

მსოფლიო რაგბის რეიტინგი. 20 ივნისისთვის

1 (1). ახალი ზელანდია 96,10

2 (3). ინგლისი 88,50

3 (4). სამხრეთ აფრიკა 86,03

4 (2). ავსტრალია 85,43

5 (5). არგენტინა 82,87

6 (6). უელსი 82,49

7 (7). ირლანდია 81,96

8 (9). შოტლანდია 79,50

9 (8). საფრანგეთი 78,09

10 (10). ფიჯი 77,14

11 (11). იაპონია 75,89

12 (12). საქართველო 73,57

13 (14). იტალია 71,57

14 (13). ტონგა 70,56

15 (15). სამოა 70,27

16 (16). რუმინეთი 68,74

17 (18). კანადა 65,19

18 (17). აშშ 64,89

19 (20). ურუგვაი 63,56

20 (19). რუსეთი 62,62

21 (21). ნამიბია 62,28

22 (23). ჰონკონგი 59,03

23 (22). ესპანეთი 58,79

24 (24). ბელგია 57,94

25 (25). გერმანია 57,71

26 (27). კენია 57,23

27 (26). უკრაინა 56,95

28 (28). ჩილე 55,73

29 (29). კორეა 54,85

30 (30). პორტუგალია 54,29

...

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:31 | 21.06.2016
BEERTRANCE (1073)

მომემატა ამბიციის მადა ჭამაში. ახლა იაპონიის და სამოას დამარცხებას ჩავთვლი სახლში კარგ შედეგად.

14:28 | 21.06.2016
federer (17) (469)

ფიჯის თუ მოვუგებთ იაპონელებს უეჭველი გავასწრებთ და შემდეგ იაპონიასთანაც გვაქვს სპარინგი და უშუალო დაპირისპირებაში უნდა მოვუგოთ

13:53 | 21.06.2016
iberiana (33)

ჩემი მოკრძალებული აზრით ქართულ რაგბში ყველაფერი მაინც დიდი 10-ის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ეწეოდეს დედა ღვთისმშობელი ქართულ რაგბს, ერის რამის ერთადერთ გამხარებელს!

15:41 | 22.06.2016
პანტელეიმონი (1218)

100%-ით გეთანხმები.

13:45 | 21.06.2016
გუგა80 (177)

ეხ იაპონიას
მსოფლიოზე ჯიბიდან რომ არ გაესროლა სამხრეთ აფრიკის მიმართულებით ეხლა უკვე 11ზე ვიქნებიდით.

13:43 | 21.06.2016
გუგა80 (177)

რა მაგარია! ბიჭო 10 წლის წინ ვინმე იფიქრებდით რომ საფრანგეთთს რეიტინგში 2 ადგილის დისტანციამდე
მივუახლოვდებოდით????????
რეიტინგის არის რაგბის უდიდესი მონაგარი და დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.
სამწუხაროდ მხოლოდ საქართველოში ვერ ათვიცნობიერებენ ამას.

09:22 | 21.06.2016
BEERTRANCE (1073)

ფიჯის დამარცხებაც რეალურია, რაც მისი თამაშები ვნახე. 1ად1 მსაჯმა თუ არ აურია.

08:25 | 21.06.2016
ogafa (407)

10-ეულში შევიდეთ

01:37 | 21.06.2016
buratino (480)

თუ ღმერთმა ინება და, ახლა არა მაგრამ, ნოემბერში შანსი გვაქვს 10-ეულში შევიდეთ და არნახული ფურცელი ჩავწეროთ ჩვენი რაგბის ისტორიაში

0.117654