მიზანი მიღწეულია! საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, მანჩესტერში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალ ზელანდიასთან ვერა, მაგრამ უელსთან და ირლანდიასთან ბოლომდე იბრძოლა, ხოლო პლე ოფში იტალია დაამარცხა და გაისად ამავე ტურნირში მასპინძლის სტატუსით კი არა, სპორტულ დამსახურებით ითამაშებს!
„უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს სამი ლელო დაუდეს, თავი თორნიკე მატარაძემ, ბექა გორგაძემ და ლადო მიმონოშვილმა გამოიჩინეს, ხოლო გელა აფრასაძემ ერთი ჯარიმა გაიტანა. მეტოქემ ორი გარდასახული ლელოთი და ერთი ჯარიმით გვიპასუხა, თუმცა მეორე ლელო ბოლოსღა დადო, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო - 18:17 და საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს.
რამდენიმე თვის წინ სარაგბო სამყარო აქტიურად განიხილავდა, უფრო მოითხოვდა, რომ ექვსი ერის ორგანიზატორებს თვალები გაეხილათ და სპორტულად არაფრის მომტანი იტალიის ნაცვლად, ტურნირში საქართველო ჩაერთოთ. განიხილებოდა მრავალი ვარიანტი - პირდაპირ ასვლა-ჩასვლა, ბოლოადგილოსანსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის პლეი ოფი, ტურნირის გაფართოება. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში პოზიციებს ყველაზე მეტად იტალიის რაგბის კავშირი და „აძურის“ კაპიტანი სერხიო პარისე იცავდნენ. არგუმენტი ასეთი იყო - ისეთი თაობა მოგვდის, ორ-სამ წელიწადში სასწაულებს ჩავიდენთ და ეს საუბრები ზედმეტიაო.
ჰოდა დღეს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ეს „საოცარი თაობა“ მანჩესტერში გამოიჭირა და 12-გუნდა მსოფლიოს ჩემპიონატიდან გავარდნის კანდიდატად აქცია. და ეს ტრადიციული შეცდომების ფონზე, განსაკუთრებით დერეფანში თამაშში, სადაც მხოლოდ 5-წუთიან ინტერვალში ზედიზედ სამჯერ ჩვენი მოწოდება წავაგეთ. არადა, დერეფანში ყველაფერი კარგად რომ გამოგვდის, მერე ქართველი მორკინალების შეჩერება ურთულესი საქმეა და ეს წინა მატჩებშიც დამტკიცდა და იტალიასთანაც.
ალბათ არახალი იქნება თუ ვიტყვით, რომ შერკინებაში იტალიაც გვარიანად დაიჩაგრა - რა გასაკვირია, როდესაც ამ კომპონენტში მსოფლიო ჩემპიონი ახალი ზელანდია, ექვსი ერის დიდი სლემით მომგები უელსი და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი ირლანდიაც ვერ გაგვიმკლავდა. სიახლე იყო ის, რომ პირველხაზელებმა ღია თამაშშიც კარგად წარმოაჩინეს თავი. ჩემთვის მოსალოდნელი იყო და იტალიასთან შეტევითი პოტენციალი წარმოაჩინა ხაზმა, რომელმაც მეტოქის დაცვა რამდენჯერმე დატოვა გაოგნებული, თუმცა ხაზის მოთამაშეებს მეტი შეუძლიათ და სწორედ ამისთვისაა საჭირო მეტი გამოცდილება, ბევრი თამაში მაღალი დონის გუნდებთან, თავდაჯერება, საკუთარი თავის რწმენა და ასეთი შერკინების პატრონს, ასეთი თავდადებით მოთამაშე ქართველ მორაგბეებს, მსოფლიოში ბევრი ვეღარავინ დაუდგება.
„აძურიმ“ საწყის წუთებში ქართველების გატეხა განიზრახა, ჯარიმები კარში არ დაარტყა და დერეფნიდან მოლით უტია. მათი შეტევითი მოლი და კომბინაციები მართლაც კარგი იყო, მაგრამ პირველი დარტყმის მოგერიება მოხერხდა და ნელ-ნელა საქართველოს ნაკრები მოედანს გაუშინაურდა. სამწუხაროდ, მოპოვებული ტერიტორიის შენარჩუნება დერეფანში ცუდი თამაშის გამო ვერ მოხერხდა. მე-15 წუთზე გიორგი კოშაძემ გაჭრა ხაზი, რამდენიმე მბოჭავს გაცდა და ის ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს. ბურთი აუტში გაიგზავნა, როგორც იქნა დერეფანი მოვიგეთ, 5 მეტრი კარგად დაყენებულმა მოლმა იოლად დაფარა და მატარაძემ შეხვედრის პირველი ლელო დაამიწა.
გარდასახვა არაზუსტი იყო და ესაა კიდევ ერთი პრობლემა ამ ფორმაციის 20-წლამდელთა ნაკრებისა. სამწუხაროდ, სტაბილური დამრტყმელი არ გვყავს, რის გამოც ხელსაყრელი პოზიციებიდან ჯარიმები და გარდასახვები გავანიავეთ, თორემ სხვაობა ბევრად დიდი იქნებოდა. როდესაც დერეფანში ხშირად საკუთარ მოწოდებასაც კი აგებ და ვერც კარში დარტყმებით იღებ ქულებს, გარჯა და ოფლის ღვრა დაუფასებელი რჩება და ეს შესაძლოა მოსაგებ მატჩში ძალიან ძვირი დაგიჯდეს.
25-ე წუთზე ლაშა საჯაიამ გაჭრა ხაზი და ბურთი ილია სპანდერაშვილს გაატანა, მის წინ არავინ იყო, მაგრამ უკნიდან მეტოქე წამოეწია და შებოჭა, იერიში მარჯვნივ გაიშალა და მატარაძემ შეუტია, ისიც რომ შებოჭეს, ლელო ისე ახლოს იყო ცდუნებას ვეღარ გაუძლო, წამოდგა და ბურთი დაამიწა, მაგრამ ამისათვის მსაჯმა დააჯარიმა და იტალია მორიგ 5 ქულას გადაურჩა. ამდენი შეცდომების ფონზე, 31-ე წუთზე იტალიელთა მცდელობამაც გამოიღო შედეგი და ამჯერად მათი მოლი დასრულდა ლელოთი, თანაც გარდასახვაც ზუსტი იყო. მერე მოძღვრიშვილს ჯარიმა გაუცუდდა და ტაიმი 5:7 დავთმეთ.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა პირველზე უკეთ ჩაატარა. აშკარად ჩანდა, რომ მწვრთნელებმა ბიჭებს საჭირო მითითებები მისცეს და ეს მატჩის ხასიათზე აისახა. 55-ე წუთზე ჯარიმის ნაცვლად უკვე შერკინება ავირჩიეთ, რაც ლოგიკური იყო, რადგან ლელომდე 5 მეტრი რჩებოდა, იქიდან შემდგომში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ბექა გორგაძემ აიტაცა ბურთი და მცველის მცდელობის მიუხედავად ლელოში დაამიწა. ამჯერად გარდასახვა ლიბჟანიძეს გაუცუდდა და მერე ჯარიმა გელა აფრასიძემაც ვერ გაიტანა, თუმცა 64-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ულამაზესი ლელო გაიტანა.
შეტევა ჩვენი ნახევრიდან დაიწყო, გორგაძემ ჯერ განზე იარა და მერე ხაზი გაჭრა, ორი მეტოქე რომ ჩამოიშორა ბურთი აფრასიძეს გააყოლა, რომელსაც კარგად მიყვა ლობჟანიძე და ეს უკანასკნელი 5-მეტრიან ხაზთან წესების დარღვევით შეაჩერეს, ბურთი რაქიდან სწრაფად ჩათამაშდა ფლანგზე, გრძელი პასის შემდეგ ორი შემტევი ერთი მცველის წინაშე დარჩა, ლადო მიმონოშვილმა თავად შეუტია და ანგარიში 15:7 გახადა. გარდასახვა არაზუსტი იყო და იტალიელებმა ჯარიმით ჩამორჩენა მალევე შეამცირეს, თუმცა აფრასიძემ 70-ე წუთზე ჯარიმა ზუსტად დაარტყა და 18:10.
დარჩენილი დრო საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად ჩაატარა, ერთადერთი სულ ბოლოს, უკვე გაწითლებულ დროზე მოეშვა და იტალიამ ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა ამით საქართველოს ნაკრებს არაფერი დაკლებია და მე-9 ადგილის ბედს საფრანგეთთან გაარკვევს, ხოლო იტალია და იაპონია ერთმანეთში გადაწყვეტენ, ვინ ჩამოვა გაისად საქართველოში.
საქართველო - იტალია 18:17
საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. თორნიკე მატარაძე, 2. ლაშა საჯაია, 3. ლაშა ტაბიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ირაკლი ცხადაძე, 6. ილია სპანდერაშვილი, 7.გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 16. გიგა ხუროშვილი, 17. უშანგი ჭეიშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. ვანო ფუტკარაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. მირიან მოდებაძე, 23. სანდრო ილურიძე.
3 ლელო: მატარაძე, გორგაძე, მიმინოშვილი
1 ჯარიმა: აფრასიძე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დღეს ცივ გონებაზე მეც ვიტყვი ჩემს სათქმელს. პირველ ყოვლისა დადებითზე ვთქვათ.
1) ამ ეტაპზე ვერ დავეთანხმები buratino-ს, (ზოგადად ბევრ საკითხში ვეთანხმები ხოლმე). ჩემი აზრით გუშინდელი გამარჯვება მწვრთნელთა ფაქტორმა განაპირობა. ჯერ კიდევ წასვლამდე ინტერვიუებში სამივე მწვრთნელი ამბობდა, რომ გუნდს პიკისთვის ჯგუფური ეტაპის შემდეგ უნდა მიეღწია და ვფიქრობ ყველაფერი მათი გეგმის შესაბამისად წარიმართა. ასევე, თამაშში იყო მომენტები, როცა გუნდი ისე უტევდა, როგორც ჩვენ გვინდა დიდი ნაკრები თამაშობდეს და ჯერ სამწუხაროდ ვერ მიუღწევია ამ ეტაპისთვის. მაგალითად დიდმა ნაკრებმა ტონგასთან თითქმის ვერ გამოიყენა გადასარევ ფორმაში მყოფი თაზო მჭედლიძე, როცა გუშინ პატარებმა მშვენივრად გამოიყენა მიმინოშვილის სისწრაფე და ენერგია. ამ ნაკრებში უკვე გათავისებული აქვთ ხელდახელ თამაში და უკვე დიდ ნაკრებში მოხვედრილები იოლად აუღებენ ალღოს ჰეიგის მოთხოვნებს. ხაზგასასმელია ბიჭების მშვენიერი ფიზიკური ფორმა, თან უმრავლესობა საქართველოს ჩემპიონატის წარმომადგენელია. ასევე, მშვენივრად არიან ბიჭები ფსიქოლოგიურად მზად, უამრავი ჯარიმის გაცუდების შემდეგ არ დანებდნენ და ბოლომდე მიიყვანეს საქმე. თუ დააკვირდით დერეფნებში საზიზღრად როცა ვთამაშობდით დერეფნებში, სწორედ მაშინ გადაიტანა ვასკამ ბურთი კიდეზე, მერე ის დერეფანი მოვიგეთ და მოლით დავდეთ ლელო. მერე იყო და აფრასიძემ ძალიან ცუდად დაარტყა ჯარიმა და შემდეგ დაჯარიმებაზე ისევ დარტყმა აიღო ვასომ, რაც გაიტანა უკვე აფრასიძემ. დასკვნა ის არის რომ ამ ბიჭებს არაფრის აღარ ეშინიათ და ყველანაირი კომპლექსი მოხსნილი აქვთ. იქნებ მწვრთნელებსაც მიუძღვით ცოტაოდენი წვლილი, არა? საერთოდ მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით 10 წლის მერე ილია მაისურაძე თავისი გუნდით უმთავრესი გუნდის სათავეში შეძლებს მოსვლას, თუ რა თქმაუნდა პროგრესს არ შეწყვეტს. დაველოდოთ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს.
2) კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველო შერკინების სამჭედლოა, უბრალოდ გასაოცარია საიდან მოდის ამდენი პერსპექტიული წინახაზელი. დარწმუნებული ვარ სკაუტები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს თამაშებს და ძალიან მალე ეს ბიჭები საფრანგეთში წავლენ.
3) ცალკე უნდა გამოვყო სპანდერაშვილი. ბევრმა ილიას ნაკრებიდან მოკვეთაც კი მოითხოვა, როცა სადისციპლინო კომიტეტმა წითელი ბარათი მოუხსნა (რაც ძალიან იშვიათია). გუშინ სპანდერაშვილი ორმაგად მონდომებული იყო და ბოლო ტრავმის შემდეგაც არ დატოვა მოედანი, ძალიან დასაფასებელი და ფსიქოლოგიური ვაჟკაცობის მომენტი იყო.
4) ლელო რომელიც მიმინოშვილმა დადო ყველაზე სანახაობრივი იყო იმ ლელოებს შორის რაც საქართველოს ნაკრებს გაუტანია. ბიჭებმა დაამტკიცეს რომ მარტო შერკინებაში მიწოლა არ არის ჩვენი პლიუსი.
უარყოფითი იყო ძირითადად ორი:
1) დერეფნები, რომელიც პირველი ტაიმის შუაში გამოვასწორეთ და მეორე ტაიმში ყველა ჩვენი დერეფანი მოვიგეთ. დარწმუნებული ვარ შემდეგ თამაშზე ეს კომპონენტი გამოსწორდება
2) კარში დარტყმები მართლაც ცუდი იყო, მაგრამ არის ხოლმე მომენტი როცა დამრტყმელს არ მისდის. მახსოვს მეკომ მსოფლიოზე ინგლისთან საკმაოდ ბევრი გასატანი ვერ გაიტანა, თუმცა ბევრი ისეთი თამაშიც ყოფილა, რომელიც მეკოს თავისი დარტყმებით მოუგია. ასე რომ მოძღვრიშვილის დადანაშაულება არასწორია, მით უმეტეს მერე ვასომ დაარტყა და მერე აფრასიძემ.
საბოლოოდ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და ყველას დავანახეთ ჩვენი ძალა. თუ დაითვლიან სტატისტიკოსები, ალბათ ყველაზე მეტი შერკინება ჩვენ მოვიგეთ ამ ტურნირზე, თანაც მსოფლიო გრანდებს ვეთამაშეთ.
ეგ ნამდვილად სხვა სვანიძე იყო გუშინ საოცრად მაგრად ითამაშა. პოტენციალი აქვს და მთავარია თავში არ აუვარდეს.
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ და ახლა უკვე ცივ გონებაზე თამაშის მცირე ანალიზს გავაკეთებ:
მთლიანობაში თუ შევაფასებთ, ეს იყო მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩი მთელი რიგი გამოუყენებელი შესაძლებლობებით, რაც გამოიხატა მინიმალური ანგარიშით გამარჯვებაში (ნაცვლად უფრო ლოგიკური 10-12 ქულიანი მოგებისა). მოკლედ ვიტყვი პლიუს-მინუსებზე ანუ იმაზე რაც ამ ნაკრებმა უნდა განამტკიცოს და იმაზეც რაც დაუყოვნებლივ უნდა გამოასწოროს.
1. რა მომეწონა - უპირველესად ხელით თამაში და შეტევების გაშლა, ასევე ცალკეულ შემთხვევებში ფეხით გადაკიდებული ბურთები. ეს გუნდი კარგად უტევს და შლის იერიშებს და მე ვისურვებდი რომ ამ კომპონენტში უფრო მეტად დახვეწონ სისწრაფეები რათა კარგად დაწყებული და განვითარებული შეტევები სწრაფადვე ჩათამაშდეს ფლანგებზე, სადაც მიმყოლები უფრო სწრაფ გაგრძელებებს მონახავენ. ასევე სასურველია რომ უფრო მეტი მოთამაშე იყენებდეს ფეხით თამაშის კოზირს. ამ კომპონენტებს თუ გავაუმჯობესებთ, გრანდების დონესთან ძალიან ახლოს მივალთ. შერკინებაზე აღარ დავიწყებ ლაპარაკს, ეს ისედაც ჩვენი მთავარი კოზირია.
2. რა არ მომეწონა - თქმა არ უნდა, 2 უდიდესი მინუსი იყო დერეფანი და რეალიზაცია. თუკი პირველი კომპონენტი მატჩის დროს ნელ-ნელა გამოსწორდა, მეორის გამოუსწორებლობა კინაღამ ძვირად დაგვიჯდა (კიდე კაი, აფრასიძემ ის ბოლო ჯარიმა გაიტანა). ზოგადად, სიმართლეს ვიტყვი და ნუ მიწყენთ: ჩემი აზრით, ამ ორი ფაქტორის სისუსტე ძირითადად მწვრთნელების კისერზეა. როცა შენი ბიჭები ყოველ თამაშში სტაბილურად აგებენ საკუთარ დერეფნებს, შე კაი კაცო, აბა რას აკეთებინებ ვარჯიშებზე?! ან კიდევ, როცა ხედავ რომ სასტარტოში გამოყვანილ დამრტყმელს არ მისდის დარტყმები, მაინცდამაინც ქომაგმა გინება უნდა დაიწყოს რომ მისი შემცვლელი შემოიყვანო?! არადა, მაისურაძეს და სხვა მწვრთნელებსაც დიდ პატივს ვცემ მაგრამ მგონია რომ კვალიფიციური უცხოელი (ჰეიგისნაირი) გვჭირდება. დარტყმებს რაც შეეხება, ასე მგონია რომ მოძღვრიშვილი მაინცდამაინც არ შეეფერება სანაკრებო დონეს რადგან 10 ნომრის პოზიციაზე არ ვარგოდა. ჩემი აზრით, ამ ნაკრებში ერთდროულად უნდა იყვნენ სასტარტოში ვასკა (9 ნომერზე) და აფრასიძე (10 ნომერზე). ძალიან მომეწონა სვანიძე. ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა, მაგრამ თუ მასე ითამაშა მომავალშიც, მაშინ მეკოს ღირსეული შემცვლელი გვეყოლება. რაც შეეხებათ ლობჟანიძეს და გორგაძეს, ისინი გუნდის ჭეშმარიტი ლიდერები არიან და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.
ორივე ვარიანტში გეთანხმები რა თქმა უნდა მწვრთნელების ბრალია დერეფნის სისუსტე და ისიც რომ აფრახიძე თავიდანვე არ დააყენეს ! ოღონდ პირიქით აფრასიძე 9 ნომერზე და ლობჟანიძე 10 ზე ერთად ძალიან კარგად გამოსდით თამაში იქეთა სტატიაზეც დავწერე ჯინჭველაშვილზე ტყუილად რომ წაიყვანეს პირველ ნაკრებში და არ ათამაშებენ @ არადა ამ ნაკრებს მაგრა გამოადგებოდა !
12 ქულა გავანიავეთ ჯარიმების და გარდასახვების აცილებით. დერეფნებში ისევ ხარვეზი. არადა მოგებულ დერეფანს მოყვა პირველი ლელო.
ყოფა ვუტირეთ იტალიას თამაშIთ. და თან მსაჯი არ იყო იმათკენ.
ახლა რა მაინტერესებს იტალიამ თუ მოუგო იაპონიას, U18-ის მსგავსად იუკადრისებს მსოფლიოზე მონაწილეობის მიღებას? DDDDDDDDDDDDDDDD
დამრტყმელის სერიოზული პრობლემა არის ჩვენს ნაკრებშიი და დერეფანი ხომ საერთოდ კატასტროფაა, მაგრამ შერკინებაა სერიოლულად მარალ დონეზე და დერეფნების გამოსწორება შეიძლება
ჩვენი მესამე ლელო იყო ძალიან მაგარი,შედევრი,გორგაძე ნამდვილი ლომია
თუ შვებულებით ტკბებიან უკვე
ხომ არ იცით ნარიაშვილი, ქუბრი დაკოლელიშვილი ხომ უწრთდებიან ბიჭებს
აუცილებლად შეუერთდებიან !
10) ფიჯი- 77.14
11) იაპონჯა- 75:89
12) საქართველო- 73.57
13) იტალია- 71.57
თუ ამ კვირაში შოტლანდია კიდევ ერთხელ დაამარცხებს იაპონიას და ჩვენები მოუგებენ ფიჯის შესაძლოა N10 ადგილზე ჩავანაცვლოთ ფიჯი... იტალია თუ წააგებს კანადასთან ბევრ ქულას დაკარგავს. ყველა პროგნოზი თუ ესე დაჯდა ჩვენი გამარჯვება იქნება..
კი მარა ცოტა არარეალურია რო ფიჯის >15-ით მოვუგოთ. აი იაპონიის გადასწრება კი რეალურია.
კი ეგრეა ოღონდ 15-და მე ტი ქულით უნდა მოუგოთ.მაგ შემთხვევაში უსწრებთ ფიჯის
15 და მეტი ქულით მოგება გამორიცხულია, მთავარია ჩვენ არ წავაგოთ ასეთი დიდი ანგარიშით და თუ მოვუგებთ ძალიან მაგარი შედეგი იქნება და გადასწრება არაა მთლად აუცილებელი ამბავიი
რა 15 ქულით მოგებაა ? DD ჰაერში ნუ დავფრინავთ რაა ფიჯი რუმინეთი და რუსეთი ხომ არ გგონიათ ან თუნდაც იტალია ! თანაც სტუმრად და თანაც ასეთ კლიმატურ პირობებში !15 კი არა 1 ქულითავ რომ მოვუგოთ უბედნიერსები უნდა ვიყოთ !!
ათეულში შესვლას რაც შეეხება იქაც აუცილებლად შევალთ თუ ასე გავაგრძელეთ და ცოთსაც მოვუმატებთ(ამის პოტენციალი ნაღდად არსებობს) 4-5 წელში ათეულში კი არა რვეულშიც შევალთ D
ეს წუთია დავამთავრე თამაშის ყურება (გვიან მოვედი და გადახვევით ვნახე, თან ანგარიში არ ვიცოდი). რა უნდა ვთქვა, უბრალოდ ბრავო. ყველას გილოცავთ ძმებო. მიყვარს მთელი ნაკრები, მწვრთნელებიან ექიმებიანად. კიდევ ერთი ბედნიერი საღამო გვაჩუქეს ჩვენმა საამაყო ბიჭებმა. ყველა ქომაგს გილოცავთ და ყველა მიყვარხართ. ხვალ როცა აზრზე მოვალ მერე უფრო გავიაზრებ რამხელა წარმატებას მივაღწიეთ
აგუერო
GO_GO_LELOS
ფიჯისთან 24-შია პარასკევს თამაში.
მართალი ხარ შემეშალა
მართალი ხარ შემეშალა
ყოჩაღ ბიჩებო, ყოჩაღ !
გაოცებული ვარ მართლა. უკვე კაი ხანია ჩვენი სარაგბო ნაკრებები, ეროვნულით дაწყებული дა ასაკობრივებით გაგრძელებული სტაბილურობის განსახიერებანი არიან. თითქოს ქართველებისთვის არატიპიურია ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია რომ სწორი მუშაობით дა дისციპლინით შეдეგი არ აყოვნებს.
თავაд განსაჯეთ: მატჩებს საдაც შანსს ვხეдავთ дა მოგებას ვგეგმავთ, ვიგებთ კიдეც. ის კი არა ზოგიერთი არამოსაგებიც მოვიგეთ дა უეჩველ წასაგებსაც წავეპოტინეთ ერთი ორჯერ.
როგორ შეიძლება რომ ამ სპორტში მომავლის იმეдი არ გვქონдეს ?
გილოცავთ ყველას ჩვენი პატარა ბორჯღალოსნების გამარჯვებას!!! დიდი მადლობა ბიჭებს ასეთი ლამაზი თამაშისთვის. ძალიან მომეწონა უკანა ხაზის თამაში, შერკინებაზე კი რაღა უნდა ვთქვა სამაგიეროდ საშინელება იყო დერეფანი და კარში დარტყმები. დერეფანი კიდევ კარგი გამოვასწორეთ, დარტყმებში რომ 50% მაინც გამოგვეყენებინა, არც სანერვიულო გვექნებოდა ბოლოს და იტალიის დამარცხებაც უფრო ლამაზი ანგარიშით დაფიქსირდებოდა. თან ასეთ გამოუყენებელ მომენტებს უფრო ძლიერი გუნდი არ გვაპატიებს. 12 ქულა სერიოზული ჰანდიკაპია და არ შეიძლება ასე განიავება.
ისე, თამაშითაც და ანგარიშითაც მოვჭიმეთ მაკარონები დოლის პირივით და ახლა დიდი საფიქრალი მიეცათ რაგბის მამიკოებს, გამოუშვით დიდი მაკარონებიც, ახლა მათი შეჭმის დროც მოვიდა
პროგრამა მინიმუმი შესრულებულია ერთი თამაში ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან მოგებულია. ახლა ფრანგებს კარგად უნდა დავჰკრათ, ტოლ-სწორად ვეთამაშოთ (ამისთვის საჭიროა დერეფნის და ჯარიმების პრობლემის მინიმალიზაცია, რა უნდა მოესწროს ამ 5 დღეში მაგრამ მაინც) და ღირსეულად თავ აწეული დავტოვებთ ინგლისს..
თამაშამდე ასე კოეფიციენტები მიცეს ტოტალიზატორმა: საქართველო-იტალია 2.25-1.66, შეცდით ბუქმექერებო. დასაგრუზი იყავით და მოგიწევდათ ,,გამოღება"...
კიდე არ გამიარა იმ ემოციამ )
მოკლედ დერეფანი და ჯარიმა/გარდადახვის დარტყმა გვაქ პრობლემა და მაგრად მაინტერესებს ესეთი რთულია ამ კომპონენტის ავტომატიზებამდე დაყვანა?
კონკრეტული სპეციალობის უძლიერესი მწვრთნელი გვინდა სასწრაფოდ
თან იმის ფონზე როცა ჩვენი მთავარი იარაღი შეტკინებაა, რასაც ლოგიკურად ან ჯარიმა მოყვება ან დერეფანი, დერეფანს კიდე მოლი მოლს ლელო )))) ლელოს გარდასახვა :დ
ხოდა მოიწვიეთ რა ეს მწვრთნელები სასწრაფოდ )))
100% იანი ხარ დემე, ალბათ ეს ჩვენი ხასიათიც გვიშლის ცოტა, ასეთ სტანდარტებს მონოტონური და მრავალჯერადი ვარჯიში უნდა რასაც მაგარი ნებისყოფა ჭირდება და საკმაოდ მოსაბეზრებელიიცაა, კომბინაციებტან და მიწოლასთან შედარებით. მოკლედ ჰაერივით გვჭირდება ამ კომპონენტებში აქაჩვა
გაურჭვეს 6 ერში
რომაელებს,მსოფლიოს იმდროინდელ ბატონ-პატრონებს, ჯერ კიდევ როდის ჩაუტარა მასტერკლასი ბრძოლასა და მამაცობაში იბერიელმა ფარსმანმა, მისი შთამომავლები არიან ჩვენი ბიჭები, ასე რომ ,,მაკარონკები" არ არიან ჩვენი მძლეველები, კიდევ ბევრჯერ ჩაუტარებთ უფრო მკაცრ გაკვეთილებს და ბარეორი ჩადგება კიდევ რიგში...
თქვენ გენაცვალეთ, ჩვენო პატარა ლომკაცებო! ნამდვილად ღირსეულად ატარებთ ბორჯღალოსნების საპატიო სახელს
გილოცავთ ყველას!
გადაჯეგეს რომი იბერიელებმა? ანგარიშს ნახავს ვინმე და იფიქრებს ცალი ფეხით მოუგიათო, მაგრამ ერთი თავით კი ვჯობდით დინამიურ თამაშსა და დაცვაში მოწინააღმდეგეს. სამაგიეროდ ჩვენი სტანდარტების რეალიზაციაში 50% ვიყავით, მაშინ როცა მეტოქემ 100% გამოიყენა. ამასაც თუ მივხედავთ მერე უფრო მაგარ გუნდებსაც გავაკრავთ ბეჭებზე სულ იოლად!!!
გენაცვალეთ ბიჭებო! გამოუშვით უფროსები!
მაგათაც მოუგებთ
შეგვახვედრონ მთავარია
გილოცავთ უველას!.. იტალიას რომ ვჯობივართ ეს უკვე დადასტურდა თამაშით, ეს არ იყო შემთხვევითი გამარჯვება ბიჭებმა აშკარად უკეთ ითამაშეს და დამსახურებულად მოიგეს. ნამდვილად კარგი იყო ხელით თამაში, სისწრაფეები და ხაზის ამოწევა. ნუ დერეფანზე მერამდენე ჩავარდნა, ჯარიმებიდანაც მინიმალური სარგებელი, მიუხედავად ამისა მაინც დავამარცხეთ. რომ არა დერეფნის და ჯარიმის პრობლემა ერთი 10-15 ქულით მოვიგებდით. ეს ტექნიკური წუნია, ამას რომ დახვეწავენ ბიჭები აი მერე გავალთ უფრო მაღალ დონეზე..
თამაშით აშკარად ვაჯობეთ და უფრო დიდი სხვაობით მოგებას ვიმსახურებდით
ისე დერეფანში თამაში სკოლაში მაინც არ გიყვარდათ?)
+1
ყველას გილოცავთ გამარჯვებას
გაიხარეთ პატარა ლომებო
ეს ირლანდიელები რამ გაამწარა მსგათ დედებს შევეცი ანადგურებენ არგენტინას
დიდი მადლობა ბიჭებო, გაიხარეთ ! ! !
კარგი იყო. იქნებ ევროპის ჩემპ-ზეც დაბრუნდნენ 18-იანებში და ჩავუტროთ გაკვეთილები. მოკლეთ, წინ მივდივართ.
საოცრება ჩავიდინეთ ! მადლობა ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ ! რაგბი ჩვენი თამაშია ! იყო, არის და რაც ყველაზე მთავარია ყოველთვის იქნება !!!
თქვენი ჭირიმე თქვენია რასაც ქვია თამაშით დაჩაგრეს იტალიელები
სუპი გააკეთეს იტალიელებისგან.დდ
მეორე მოძრაობით დადებულ ლელოს რატო არ თვლიან?მატარაძის ლელოს ვგულისხმობ
შებოჭვა რო კეთდება მაგ დროს ადგომა აღარ შეგიძლია მიწაზე უნდა დარჩე. მატარაძემ კი ორმაგი მოძრაობა გააკეთა და მაგიტომაც დაჯარიმდა. თუ ბურთს ხელს გაუშვებდა და აიღებდა და ამის მერე დადებდა ლელოს მაშინ ჩაითვლებოდა
კი და იმედია კარგად აუხსნიან მწვრთნელები რო ეგრე არ უნდა მიქარონ
კაი მადლობა.ისე ჩემი აზრით ასეთი ლელო უნდა ითვლებოდეს მორაგბეს თუ შეუძლია შებოჭილმა დადოს ლელო უნდა თვლიდნენ
კაცებო ფიჯის როდის ვეთამაშებით?
დილის 7ზე შაბათს 25 ივნისს
შაბათს არა პარასკევს
მადლობა იქნება ხო პირდაპირი ტელევიზიით?
როგორც თქვეს კი
მომეწონა მთლიანობაში დღეს საქართველო.
ნუ დერეფნები დასაწყისში ჩავაგდეთ და სტაბილური დამრტყმელი არ გვყავს ნაკრებში.
ძალიან მომეწონა საჯაია, ჟვანიას სტილში თამაშობდა. ნუ გორგოძე, ლობჟანიძე თავისთავად მომეწონა და კიდე გამოვარჩევდი სვანიძეს, ზელანდიასთან სუსტად გამოიყურებოდა და აქ გამოასწორა.
საღოლ ბიჭებს.... ქართველი ჯიგრები ხართ. თქვენ გენაცვალეთ. აოიეეეეე რაგბის ბობოლებოოო იმტვრიეთ ეხლა თავები.
დიდი მადლობა ბიჭებს! გილოცავთ ყველას!
გაიხარეთ ბიჭებო ჩვენი გახარებისთვის