„ბორჯღალოსნების“ ოდისეა წყნარი ოკეანის კუნძულებზე ერთ კვირაში დასრულდება. გუნდმა უკვე მოასწრო ორი ტესტ-მატჩის გამართვა და თუ პირველ ჯერზე სამოა გადაგვირჩა (19:19), ფიჯიზე ტონგას დავით კაჭარავას მიერ ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი 23:20 ვძლიეთ.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი შალვა სუთიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს გამარჯვება უწინარესად ემოციურმა ფონმა განაპირობა.
„ეს იყო რთული მატჩი ურთულეს პირობებში. რაგბი სწორედ იმიტომ მიყვარს, რომ ასეთი შეხვედრები იმართება. ვულოცავ მთელს გუნდს ამ წარმატებას. იმ დროს, როდესაც სუვაში შეხვედრა დაიწყო, საქართველოში ღამის 4 საათი იყო, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი ტელე-ეკრანებთან იჯდა და გვქომაგობდა. დიდი მადლობა მათ და ყველას, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდში გვედგა.
გასახდელში თანაგუნდელებს სწორედ ეს ვუთხარი. ჩვენ ტესტ-მატჩი სახლიდან ასე შორს არასდროს გვითამაშია და არც ასეთი ხანგრძლივი დროით ვყოფილვართ ოჯახებს მოშორებული. ეს თამაში სწორედ ოჯახებს და საქართველოს მივუძღვენით. მომავალ კვირაში კიდევ ერთი თამაში გველის, უფრო მეტი ხნით ვიქნებით სამშობლოს დაშორებული, ემოციებიც კიდევ უფრო ძლიერი იქნება და ამ თამაშსაც ოჯახებს და ქვეყანას მივუძღვნით“ - ამბობს სუთიაშვილი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ქართველი ერის სასიქადულო შვილი. შავლეგ ახალციხელი გაგიძღვეთ ძმებო!
ხოდა თქვენ შემოგევლეთ !
გაიხარეთ ყველამ. ფიჯისთან მატჩი დილის 7-ზეა, ამისთვის გაღვიძება მით უმეტეს არ გამიჭირდება
შალვა, კაცი ხარ კაცური (როგორც სხვა ჩვენი მორაგბეები)