ხვალ, 20 ივნისს მანჩესტერში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხე, ნახევარფინალური ტური გაიმართება, რომელშიც ‘ა’ ჯგუფის ტრიუმფატორი ირლანდია არგენტინას ეთამაშება, ხოლო ‘ბ’ ჯგუფის პირველადგილოსანი, მასპინძელი ინგლისი სამხრეთ აფრიკას - საუკეთესო მეორე ადგილოსანს ერკინება.
20-წლამდელთა მსოფლიოზე ყველა ადგილი თამაშდება, შესაბამისად უმცროს ბორჯღალოსნებს ალბათ ტურნირის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი მატჩი ელით წინ - მეცხრე ადგილის ნახევარფინალი, რომელშიც ჩვენი ნაკრები იტალიელ თანატოლებს ერკინება. ოთხიოდ დღის წინ ჩვენებს ერთ-ერთი ურთულესი თამაში ქონდათ ჯგუფის ლიდერ ირლანდიასთან, რომელიც 7:35 დავთმეთ. მატჩის მიმოხილვა >>>
სამი მატჩის ჯამში, ულესთან მიღებული დაცვითი ბონუსით, ჯგუფში ერთი ქულა დავისაკუთრეთ და საუკეთესო მეოთხე ადგილოსნები გავხდით. შესაბამისად, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ 20 მაისს საქართველოს დროით 18:15 საათზე იტალიას ვხვდებით ეი ჯე ბელ სთედიუმზე. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს თიბისი ბანკი და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მეორე არხზე შემოგვთავაზებს.
იტალიელებმა ჯგუფურ ეტაპზე მასპინძელ ინგლისთან 48:10 დათმეს. შემდეგ ავსტრალიასთან 38:10, ხოლო მესამე ტურში შოტლანდიასთან 27:19 დამარცხდნენ.
„ეს მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლია. თამაშიდან თამაშამდე პროგრესი გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ ირლანდიასთან დისციპლინამ გვიმტყუნა. მიუხედავად ამისა, ბიჭებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს, ხასიათი გამოავლინეს და ყველამ ვინც მოედანზე იყო ბოლომდე იბრძოლა. პარადოქსია - რაც თხუთმეტმა კაცმა ვერ მოახერხა შეტევაში წინა თამაშებში, ირლანდიასთან თოთხმეტმა შედარებით შეძლო.“ განაცხადა ილია მაისურაძემ.
მომავალი მატჩის შეფასებისას მან ასევე დასძინა: „იტალია დაბალანსებული გუნდია ძლიერი შერკინებითა და ხაზით. ყავთ კარგი გადაწყვეტილებების მიმღები ცხრა, ათი და თხუთმეტი ნომრები. ყველა კომპონენტში საშუალოდ კარგ დონეზე არიან და რაც მთავარია დისციპლინირებული გუნდია.
„ამ მატჩში ვუმიზნებთ დაცვის გაძლიერებას - უფრო მეტი ზეწოლისა და წნეხის ქვეშ გვინდა ვამყოფოთ მათი შეტევა. ამოვიდეთ რაც შეიძლება უფრო სწრაფად ვიდრე წინა მატჩებში. ირლანდიის თამაშზე ზოგი კომპონენეტი გამოვასწორეთ - გადაწყობა, გაშლა და ამოსვლა. პოზიციურადაც პატარა შეცდომებიც იყო, ხოლო ინდივიდუალური ბოჭვები კარგი გვქონდა, რითაც კმაყოფილი ვარ. თითქმის ორასამდე ბოჭვა გავაკეთეთ. რამდენიმე მორაგბეს ოცზე მეტი ბოჭვის გაკეთება მოუწია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.“
სატურნირო რაზმში ბიჭები შემოგვემატნენ
წინა მატჩში ოთარ გიორგაძე მინდვრის დატოვება მოუწია, რათა ტვინის შერყევის ტესტი გაევლო. იგი აღარ შემობრუნებულა ვინდაიდან მატჩის ექიმმა გადაწყვიტა, რომ მას ტვინის შერყევა ქონდა. ტვინის შერყევა შედარებით მცირე სიძლიერისაა და ტურნირის პროტოკოლის თანახმად იგი შვიდი დღის განმავლობაში ვერ ითამაშებს. შესაბამისად ვერ გაირჯება იტალიასთან. რაც შეეხება მიხეილ ბაბუნაშვილს, გიორგი ცუცქირიძესა და ბექა გორგაძეს, სამივე თავს კარგად გრძნობენ და ხვალ ითამაშებენ.
სამწუხაროდ პირველ ხაზელ ნიკა ნეფარიძეს ტერფზე ტრავმა აქვს, რომელიც მას გამაყუჩებლის გარეშე თამაშის შესაძლებლობას არ აძლევდა. ასევე წინა კვირას გაცნობეთ, რომ ბარძაყის კუნთის ძველი ტრავმის გამო ტურნირის დატოვება ლიონის მეორეხაზელ გიორგი ჯავახიას მოუწინა. მათ ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა აიას ბურჯ უშანგი ჭეიშვილსა და ბათუმის მესამეხაზელ ვანო ფუთკარაძეს უხმეს. ბიჭები უკვე გუნდთან ერტად არიან და ემზადებიან მეოთხე ტურის მატჩისთვის.
„მე ჯერ არ მახსოვს ტურნირი, სადაც ვინც დაიწყო ყველას დაემთავრებინოს. გქვონდა ტრავმები და ღმერთმა ქნას, რომ მეტი აღარ გვქონდეს. ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ გავიარეთ, რათქმაუნდა ყველა იქიდან ვერ წამოვიდა და არჩევანის გაკეთება მოგვიწია. ეს ბიჭები უახლოეს რეზერვში მოისაზრებოდნენ, რომლებსაც დავუტოვეთ ინდივიდუალური პროგრამები. ისინიამ პროგრამების მიხედვით ემზადებოდნენ, რადგან ნებისმიერი მათგანი შეიძლებოდა დაგვჭირვებოდა. გარკვეული მიზეზების გამო უჩა ჭეიშვილი და ვანო ფუთკარაძე სატურნირო რაზმში თავიდან ვერ მოხვდნენ - ჭეიშვილს კოჭის ტრავმა, ხოლო მესამე ხაზში ფუტკარაძეს დიდი კონკურენცია ქონდა. ამ ბიჭებს ვენდობით! როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მთელი მომზადების, თითქმის ერთ წლიანი პერიოდი და პროცესი გუნდთან ერთად გაიარეს. დარწმუნებული ვარ, რომ შემოვლენ და თავის შანს გამოიყენებენ.“ განაცხადა მაისურაძემ.
სამატჩო რაზმი
საქართველო - იტალია | ეი ჯეი ბელ სთედიუმი, მანჩესტერი
20/06/2016 | 18:15 სთ (საქ. დროით) - პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი
უკანა ხაზი, ბექები
15. ირაკლი სვანიძე (ჯიქი) 14. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), 13. გიორგი კოშაძე (ხარები), 12. გიორგი კვესელაძე (არმაზი), 11. დავით მესხი (არმია), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. ვასილ ლობჟანიძე - კაპ (არმაზი)
შერკინება, ფორვარდები
1. თორნიკე მატარაძე (აია), 2. ლაშა საჯაია (ჯიქი), 3. ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფ), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. ირაკლი ცხადაძე (არმაზი), 6. ილია სპანდერაშვილი (არმია), 7. გიორგი ცუცქირიძე (ბრივ, საფ), 8. ბექა გორგაძე (მონ დე მარსან, საფ)
მარქაფა
16. გიორგი ხუროშვილი (არმაზი), 17. უჩა ჭეიშვილი (აია), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფ), 19. დემურ ეფრემიძე (ყოჩები), 20. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), 21. გელა აფრასიძე (ლელო სარასენს), 22. მირიან მოდებაძე (აია), 23. სანდრო ილურიძე (აკადემია)
საქართველოს რაგბის კავშირი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყველას გილოცავთ გამარჯვებას! განსაკუთრებით ჩვენს ვაჟკაც ბოკვერებს გილოცავთ იტალიური სპაგეტებით ყელის ჩაკოკლოზინებას!
გილოცავთ ყველას და პირველ რიგში ბიჭებს , რომლებმაც კარგი თამაშით გვასიამოვნეს(დერეფნებს თუ არ ჩავთვლით ) ამ ნაკრებს სასწრაფოდ უნდა უცხოელი კარგი მწვრთნელი,ასეთ გადამწყვეტ თამაშში ითამაშო ფაქტიურად დამრტყმელის გარეშე დიდი შეცდომა იყო და კარგია რომ არ დავისაჯეთ ამის გამო, თუმცა ანგარიშს რო შეხედოს ვინმემ იტყვის დაძა ბული ქულაქულა თამაში იყოო, ერთადერთი რაშიც იტალიამ ოდნავ გვაჯობა სისწრაფე იყო და იმედია ბიჭები მოუმატებენ ამაშიც. კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდ გამარჯვებას
17 - 12 საფრანგეთი იგებს
17 წუთი გავიდა და იაპონია 7ით 5ს უგებს საფრანგეთს
დაჯდენენ ახლა იტალიელები და უყურონ ჩვენ ლელოს უყურონ იქნებ ხელით თამაში მაინც ისწავლონ თორე შერკინებაზე ლაპარაკიც არაა
გილოცავთ ყველას დიდ მაკარონებსაც მალე გადავიმტვრევთ სადმე ხო დავიჭერთ მაინც
ისევ მსსოფლიოზე თუ გადავეყრებიან თორემ მანამდე დედას მოი..ტყ..ავენ ჩვენთან რომ არ ითამაშონ
15ნომერის პრობლემა აღარ გვექნება კაუ ბიჭები წამოვინენ ერთმანეთზე უკეთესად თამაშობს ორივე
მაშ ასე ბატონებო გილოცავთ ამ გამარჯვებას თანაც შესანიშნავი თამაშით.ძაან მაგარი ბიჭები არიან ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოაკლოთ ჩვენ ლომებს
მსოფლიო რაგბის მამები აშკარად გვებრძვიან ! თითქმის ყოველთვის მსაჯები გჩაგრავენ დღესაც რამდენი ჯარიმა არ მოგვცა მსაჯმა პლიუს ამას რატომღაც იტალიელი გვერდითი მსაჯი დაგვინიშნეს რომელიც რატომღაც "ვერ ხედავდა" იმატი 3 ნომრის მაიმუნობებს !@ რა მნიშვნელობა აქვს არგენტინის მოქალაქეა თუ კამბოჯის წარმოშობით ხო იტალიელია! ეს იგივეა სხვა ქვეყნის მოქალაქე ვინმე ჯღარკავა რომ დაგვინიშნონ მსაჯად ! მაგრამ მაინც ვამარცხებთ მსაჯებიანათ ყველას !
გეთანხმები და ჩვენი მოთხოვნებიც ნელ ნელა უნდა გაიზარდოს. განვითარების ამ ტემპის დაგდება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება
საგულისხმოა, რომ ბიჭების უმრავლესობა საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს, სადაც ტემპი და დატვირთვა გაცილებით მცირეა, ამგვარ ტურნირზე პირველად არიან და ერთი ათად გაზრდილები დაბრუნდებიან!! ნელნელა მოვა ის დროც რომ ბობოლებთან მოგების პრეტენზია გაგვიჩნდება და ამის ბრწყინვალე მაგალითი არგენტინაა, ისინიც ასე ვითარდებოდნენ და რას მიაღწიეს ყველა ვხედავთ!!
ახლა ფრანგებთან უკვე წნეხის გარაშე ვითამაშებთ, თან იაპონელებსაც გავუკეთეთ საქმე, ბოლო ტურს მათთვის აზრი მიეცა..მინდა იტალიელებს მოუგონ
იტალიამ თუ წააგო გავარდება? :დ
კი იტალია გავარდება თუ წააგებს! რა თქმა უნდა იაპონიას უნდა ვუგულშემატკივროთ!
ეგ დაგვხატავს საერთოდ )))
მიდი იაპონია ჩაუდე მაკარონიკებს )). თან მოგების გარეშე დატოვებს მსოფლიოს და ექვსი ერის არ იყოს გაუკეთო უნდა ის ხის კოვზი ერთ ადგილზე )))
ყოჩაღ ჩვენ ბიჭებს, მართლა უძლიერესი ნაკრები გვეყოლება..ხელითაც ძალიან კარგად თამაშობენ..დარტყმები და დერეფანი თუ გამოვასწორეთ, ძალიან ბევრ გუნდს გაუჭირდება ჩვენთან..დარწმუნებული ვიყავი ჩვენები ერთ თამაშს მაინც მოიგებდნენ..ამ გუნდიდან ალბათ ბევრი ითამაშებს გაისად საქართველოში გასამართ ტურნირზე და აქ უკვე უფრო მეტის იმედი მაქვს..და საერთოდ ჩვენ ამ 12-ეულს არასდროს არ დავტოვებთ...
აქ ანგარიში არაა მთავარი (სხვა სიტუაციაში დარწმუნებული ვარ არ დაადებინებდნენ ბოლო ლელოს ) უმაგრესად ითამაშეს ბიჭებმა მიუხედავად 2 ძალიან დიდი მინუსის(დერეფნები და გაფუჭებული დარტყმები მინუს 12 ქულა!) ჯიგარი და მონდომება მაინც სხვაა დიდი მადლობა ლომებს !!
დერეფნებს პირველი 4ის მერე არაუშავდა გამოვასწორეთ! მაგრამ დარტყმები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს!
დღეს სულ სხვა თამაში ითამაშეს ბიჭებმა, როგორი ლელოები დადეს?! მაგრები გვყვანან. შემდეგი ალბათ ფრანგები იქნებიან და მეგენიც თუ ბეჭებზე დადეს, ამის გადატანა კი იქნება ცოტა ძნელი, მაგრამ არა უშავს, გავუძლებთ. გაიხარეთ, გენაცვალეთ.
მოდი საფრანგეთთან მოგებას ნუ მოვთხვოთ. ვუყურე მათ თამაშს სამხრეთ აფრიკასთან და ძლიან კარგ რაგბის თამაშობენ. რა თქმა უნდა ბიჭები თავს დადებენ და ბოლომდე იბრძოლებენ, მაგრამ მაინც ბიჭებმა უკვე გააკეთეს თავისი საქმე!
არა ძმაო უნდა მოვთხოვოთ იმიტომ რომ მართლა მაგრები არიან და შეუძლიათ ომი. დღეს რაც ქნენ ამის მერე უნდა მოვთხოვოთ, უბრალოდ მარცხის დროსაც მათ გვერდით უნდა ვიყოთ აუცილებლად
არ ვითხოვ ძმა, ცოტ ოცნებაში გადავვარდი, ისე მალე კი მოვა მაგ დროც.
მადლობა ლომებო ძქლიან მაგრები ხართ გენაცვალეთ თქვენ. დიიიიიდი მადლობა ბიჭებო, მართლა ლომის ბოკვრები ხართ :***
მაკარონიკებო იცოდეთ თქვენი ადგილი ბლიაად!!!
გაცილებით ძლიერია ჩვენი გუნდი, ვიდრე ანგარიშით დაფიქსირდა..მინიმუმ 9 ქულა დავკარგეთ, მსაჯი კიდევ რას აკეთებდა ვერ მივხვდი, არაფრით არ აჯარიმებდა შერკინებაში იტალიელებს..
მსაჯმა ირეიჩარლზა! მაგრამ არაუშავს გადავუარეთ მაინც!
მინიმუმ ორჯერ გასაგდები იყო, სამი ოთხი ჯარიმა არ დადო მაგრამ გამოექანონ მთაწმინდიდან!!!
მოვიგეთ გილოცავთ სულყველას! რაც მთავარია თამაშით მოვუგებთ! დიდი მომავალი აქვს საქართველოს ნაკრებს! თუ გავითვალისწინებთ რომ ოტია არ გვყავდა, ასევე ჯავახია ასე ვიტყვი გადავურბინეთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! ანგარიშმა არ მოგატყუოთ! ყველამ მაგრად ითამაშა მაგრამ უნდა გამოვყო სვანიძე, სპანდერაშვილი, მიმინოშვილი და რა თქმა უნდა უზადო ლიდერები გორგაძე და ლობჟანიძე! დარტყმები არ გვივარგოდა მაგრამ არაუშავს! მაგასაც მოევლება ლუკა იურინი, სამხრეთ აფრიკაში ერთი ბიჭია კიდევ ის და რა თქმა უნდა რეზი ჯინჭველეიშვილი! ასე რომ მომავალი ჩვენია! რაგბი ჩვენი თამაშა და ვისაც გვჯერა გაგვატარეთ!
გილოცავთ ყველას!!! ძალიან მნიშვნელოვანი მოგება იყო!! სასიხარულოა რომ წლიდან წლამდე გუნდი იზრდება, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებები გველის!!!
გილოცავთ ყველას..ვულოცავ ბიჭებს..ყოჩაღ..
ვულოცავ ბიჭებს. გილოცავთ ყველას.
მოვიგეეეეთ არიიის
არიიიის გავიტანეთ ჯარიმაააც 8 ქულა და 10 წუთი გვაქ გასაძლები
საღოოოლ უმაგრესი ლელო დავდეეთ ! აი რას ნიშნავს აფრასიძის და ლობღანიძის ერთად ყოფნა მოედანზე !!
ბოლომდე ბოლომდე შევუტიოთ კიდევ ბურთი არ უნდა მივცეთ და ეგაა მოვიგებთ
ვაააჰ რამდენს ვერ ვიტანთ რა
ლელოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო რა მაგარი ლელოოო
გავთვალეთ აფრასიძე
აუ ეს რა ქნაა სად დაარტყა
გამოიყვანე რაა შე.....აფრასიძეეეეე !@@@@ უკვე 7 ქულა დავკარგეთ ამ დარტყმების გაფუჭებიით @@@@@
გამოიყვანა ეგააა
სასწრაფოდ 10 ნომერი შევცვალოთ რა! რა გახდა ეს დარტყმები!
აფრასიძეს მწნილად ინახავენ ეტყობა ! @@
7 ქულა დავკარგეთ უკვე ვერგამოყენებული გარდასახვებით და ჯარიმით..
მეც ეგ ვთქვი აფრასიძე არა და არ გამოყავს ! @@
გორგაძე ამომავალი ვარსკვლავია, მსოფლიო დონის მორაგბე გახდება
გენაცვალეთ ბიჭებოოო! ლელოოოოოო
ეს მსაჯი მართლა რეი ჩარლზია! არც ერთი არ აგცდეს!
ამ მსაჯის დედას რომ შევეცი მე..
შესვენების დროს რაღაცა დაარიგოს მწვრთნელმა დერეფნებზეე ბოლო ბოლო პირველ კაცზე მაინც ააგდონ ხოლმე და თუ მანდ დავკარგავთ ბურთს ისინი სწრაფად მაინც ვერ შეგვიტევენ მოკლე ფრთაზე ! (შორს აგდებულ და დაკარგულ ბურთზე საშიშ შეტევებს გადავურჩით) და კიდევ აფრასიძე უნდა გამოიყვანონ აუცილებლად !
ტაქტიკურად ძალიან ცუდად ვთამაშობთ მაღალ აბრაგანებზე ფაქტიურად არ მივრბივართ და არ ვიბრძვით იტალიელები კი პირიქით მაგრა გვაწუხებენ მერე კიდევ სვანიძე რომ დაშავდა ხომ შეიძლებოდა უცბად გამოეყვანათ შემცვლელი ცოტა ხნით @ ზუსტად მაგ დროს დაგვიდეს ლელო @ და რაც მთავარია დერეფნებიიიიი რაღაცა უბედურება გჭირს ! იტალიელების ადგილზე რო ვიყო წამდაუწუმ აუტში გადავაგდებდი ბურთს D
ეს დერეფნები კიდევ რა გახდა ამისთანა, ყველამ რომ გაგვშიფრა..I კაცზე მაინც ააგდონ
არ მინდა ამ მსაჯებზე საუბარი, მაგრამ მართლა ვერ მივხვდი მატარაძე რისთვის დააჯარიმეს და ასევე სვანიძეზეც გამოგონილი ჯარიმა იყო, შემდეგ ლელო რომ დაგვედეს..ძნელია ყველა შენს წინააღმდეგ რომ არის მომართული..
მატარაძეზე 100 პროცენტიანი ჯარიმა იყო მაგრამ სვანიძეზე არა. მატარაძეს რომ პასი მიეცა ეგ იქნებოდა ყველაზე კარგი
კი უნდა მიეცა 100%-იანი ლელო იყო..
აუცილებლად უნდა მოვიგოთ
უნდა მოვიგოთ, მოვიგოთოთ ! ! !