ტესტ-მატჩები

12:38 | 19.06.2016 | ნანახია 1645 - ჯერ

რუმინეთმა „ბუქარესტის ერთა თასი“ მოიგო

რუმინეთის ნაკრებმა 2016 წლის „ბუქარესტის ერთა თასის“ დასკვნით ტურში, გადამწყვეტ მატჩში, არგენტინის „ა“ ნაკრები 20:8 დაამარცხა და ბოლო ხუთ წელიწადში მეოთხედ გახდა ტიტულის მფლობელი.

საწყისი 30 წუთი უქულოდ დასრულდა, მერე რუმინელთა კვაჭმა ანდრეი რადოიმ ლელო დადო და ფლორინ ვლაიკუმ გარდასახა. მეორე ტაიმში ვლაიკუმ უპირატესობა ჯარიმით გაზარდა, ხოლო 54-ე წუთზე კატალინ ფერკუმ მეორედ აიღო არგენტინელთა ჩათვლის მოედანი და ვლაიკუ გარდასახვიდან კვლავ ზუსტი იყო. 10 წუთში მანვე ჯარიმით ანგარიში 20:0 გახადა და ფრანკო ბრარდას გვიანმა ლელომ რუმინელებს ზეიმი ვერ ჩაუმწარა.

„ეს იყო კარგი ტურნირი და კარგი გამარჯვება. ამ სამი თამაშის განმავლობაში შვიდი მოთამაშე გავსინჯეთ და შვიდივემ თავი წარმოაჩინა. მე მათით ვამაყობ“ - თქვა ნამატჩევს რუმინელთა მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჰოუელსმა.

მესამე ადგილი ნამიბიას ერგო, რომელმაც ესპანეთის შემდეგ „მზარდი იტალიაც“ დაამარცხა - 38:26. ევროპელები მთელი საათი ლიდერობდნენ, მაგრამ დასკვნით მეოთხედში აფრიკელებმა მაგრად მოინდომეს. ტაიმის 18:8 მოგების შემდეგ, იტალია 53-ე წუთზე 26:16 დაწინაურდა და ეს ანგარიში 66-ე წუთამდე შენარჩუნდა, მერე ნამიბიელებმა სამი ლელო დადეს და 38:26 იმარჯვეს.

ურუგვაისა და ესპანეთის თამაში უხეში და დაძაბული აღმოჩნდა. მისი შედეგი რეიტინგზე აისახებოდა და ეს შეხვედრის ხასიათს დაეტყო. ესპანელებმა 20 წუთი კაცნაკლული ითამაშეს, ჯერ 32-ე წუთზე გაუსინბინეს მორაგბე, მერე 46-ეზე. უქულო პირველი ტაიმის შემდეგ ურუგვაი ლელოთი 49-ე წუთზე დაწინაურდა და გარდასახვაც გაიტანა, 74-ე წუთზე საჯარიმო ლელოც გამოიმუშავა და 16:0 იმარჯვა.

ბუქარესტის ერთა თასი. III რაუნდი

ურუგვაი - ესპანეთი 16:0

ნამიბია - მზარდი იტალია 38:26

არგენტინა ა - რუმინეთი 8:20

1.

არგენტინა ა

3

2

0

1

92:58

10

2

2.

ნამიბია

3

2

0

1

80:78

10

2

3.

ურუგვაი

3

1

0

2

40:66

5

1

1.

რუმინეთი

3

3

0

0

80:16

13

1

2.

მზარდი იტალია

3

1

0

2

82:102

5

1

3.

ესპანეთი

3

0

0

3

40:94

2

2

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082369