ტესტ-მატჩები

11:16 | 19.06.2016 | ნანახია 4706 - ჯერ

კანადამ რუსეთი გაანადგურა [+ვიდეო]

კანადის ნაკრებმა რუსეთს კალგარიში გამართულ ტესტ-მატჩში ექვსი ლელო დაუდო და 46:21 გაანადგურა.

მასპინძლებმა განსაკუთრებით ძლიერად პირველი მეოთხედი ჩაატარეს და 25 წუთში სტუმრებს 4 ლელო დაუდეს. თავი მაკრორიმ, პერისმა, ევანსმა და პერფრიმ გამოიჩინეს, მაკრორიმ სამი გარდასახვა შეასრულა და მატჩის ბედიც პრაქტიკულად აქ გადაწყდა - 26:0. შესვენებამდე ზიკოვმა ერთი ლელო გაქვითა და კუშნარიოვმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ჩრდილოამერიკელებმა კიდევ ორი ლელო დადეს.

მაკრორიმ უპირატესობა ჯერ ჯარიმით გაზარდა, ორ წუთში თავისი მეორე ლელო გაიტანა, ხოლო 56-ე წუთზე ლელო უილსონ-როსიმ მიითვალა. გარდასახვები ზუსტი იყო - 43:7. დასკვნით 20 წუთში მატვეევმა დუბლი შეასრულა და კუშნარიოვმა ორივე გარდასახა, რითაც ანგარიში შელამაზდა. ამავე პერიოდში კანადამ ერთი ჯარიმაც გაიტანა და საბოლოოდ 46:21 იმარჯვა.

25 ივნისს კანადა იტალიას მასპინძლობს, ხოლო რუსეთი აშშ-ს ეწვევა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:03 | 20.06.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია არგენტინელი ვიცე-პრეზიდენტი ბოლომდე დაგვიდგება გვერდით და ერთა თასზე A ნაკრები უნდა გავიყვანოთ.

00:45 | 20.06.2016
qomagi (248)

აღარ გვინდა ერთა თასზე თამაში ეროვნული ნაკრებით, კარგი იქნება თუ საქართველოს ა ნაკრები ან მზარდი საქართველო ითამაშებს კონკურსს გარეშე, ეროვნულისთვის კი რაიმე სხვა ტურნირი მოგვცენ უფრო მაღალი დონის, თუ 6 ერში არ გვიღებენ. ისე ურიგო არ იქნება თუ 3 კუნძულელი ქვეყანა და საქართველო ითამაშებენ მარტშიც ტურნირს თუ ძალიან ძვირი არ ჯდება ჩვენი ვიზიტი კუნძულებზე. 1-2 წელში იმათაც კარგად დავჩაგრავთ იმედია და მერე იქნებ მიგვიღონ ევროპის ელიტაში

00:41 | 20.06.2016
qomagi (248)

იტალიამ თუ კანადას, ამერიკას და რუმინეთს მეტით ვერ აჯობა და ამ გუნდებმა იტალიასთან ამდენი ქულა აიღეს, პერსპექტივაში ჩვენი ფუნთუშები (ანუ რუსულად ბულკები) გახდებიან მაკარონნიკები სწორედ ამის ეშინიათ 6 ერის მამიკოებს, მაგრამ მალე ფაქტის წინაშე დადგებიან

13:01 | 19.06.2016
federer (17) (469)

იტალიამ ბოლო 20 თამაშიდან ერჯერ მოახერხა მხოლოდ ძლიერი გუნდის დამარცხება ისიც 2015 წლის თებერვალში. მოუგეს შოტლანდიას და მაგის მერე წააგეს 6 ერის ყველა გუნდთან და საკმაოდ დიდი ანგარიშებითაც და ვისაც მოუგეს იოლად არავისთვის მოუგიათ 22-19 ის ერთადერთ მოგება სკოტებთან, 23-18 კანადასთან, 32-22 რუმინეთთან და გუშინ 24-20 ამერიკასთან, სულ ეს არის 6 ერში მოტამაშე გუნდის მოგებების მაჩვენებელი ბოლო 20 თამაშის მანძილზეე.

13:03 | 19.06.2016
federer (17) (469)

ევროპელებს რაგბის განვიტარება თუ უნდათ ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღონ და ეს მათთვისაც კარგი იქნება, წელიწადში 2 თამაში ექნებათ მსოფლიოში საუკეთესო შერკინების მქონე გუნდთან და შერკინებაში განვითარდებიან თვითონაც და ჩვენ ხელდახელ თამაშს და დაცვაში თამაშს ვისწავლით მაღალი დონის გუნდებთან თამაშის პრაქტიკიდან გამომდინარე

12:50 | 19.06.2016
federer (17) (469)

რუსები საერთოდ ვერ განვითარდენენ ბოლო 10 წლის მანძილზე. იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს, კანადის, ამერიკის და რუმინეთის დონის გუნდი ყავდათ, მაგრამ ახლა ჩვენ გაცილებით წინ ვართ რუსეთთან შედარებით და ვფიქრობ კანადას და ამერიკასაც საგრძნობლად გავუსწარით.
ამერიკა მაგრად დაუდგა იტალიას და ბრძოლაში წააგეს და კანადელებმა შეიძლება მოუგონ კიდეც

0.084129