შოტლანდიის ნაკრებმა იაპონიას ყველაფერში აჯობა და ტესტ-მატჩების სერიის პირველ შეხვედრაში ტოკიოში 26:13 დაამარცხა.
შეიძლებოდა სხვაობა უფრო დიდი ყოფილიყო, თუმცა იაპონელებს თავგანწირვა დაუფასდათ და თავისზე ძლიერ მეტოქესთან არ განადგურდნენ. სტუმრები საწყისი 20 წუთის შემდეგ სრულად დომინირებდნენ და თავის თავსაც უნდა დააბრალონ რამდენიმე სალელოვე შანსი ლოგიკურ დასასრულამდე რომ ვერ მიიყვანეს. ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლი 64/36-ზე იყო სქოთების სასარგებლოდ, მასპინძლებს 17 ბოჭვა გაუცუდდათ, სტუმრებს მხოლოდ 8 და ამას თუ დავუმატებთ იაპონელთა ორ სინბინსაც, შედეგი მათთვის მისაღები უნდა იყოს.
სინბინებს ის სირთულეც ახლდა, რომ ისინი ჰენდრიკ ტუიმ და რიკიუა მაცუდამ ერთმანეთის მიყოლებით, 3 წუთის ინტერვალით მიიღეს და „საკურები“ გარკვეული პერიოდით მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩნენ. მათ გაუმართლათ, ამ პერიოდს შესვენებაც რომ დაემთხვა, თორემ შოტლანდია მსგავს უპირატესობას უკეთაც გამოიყენებდა.
შოტლანდია ლეიდლოუს ჯარიმით დაწინაურდა, რაზეც იაპონიამ ლამაზი ლელოთი უპასუხა - ამანაკი მაფიმ ხაზი გაჭრა და ლელოში გუნდის კაპიტანი შოთა ჰორი დაგეზა. ლეიდლოუს ორ ჯარიმას ტამურამ ერთით უპასუხა, რომელსაც მანამდე გარდასახვა ჰქონდა გატანილი და ნახევარი საათის შემდეგ იაპონია 10:9 იგებდა. მერე სინბინების ჯერი დადგა და მაცუდა ორმაგად დაისაჯა, რადგან სალელოვე პასის განზრახ ჩაჭრის გამო ის ყვითელი ბარათით, ხოლო გუნდი საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და ტაიმი 10:16 დასრულდა.
თამაში რომ განახლდა 2-კაციანი უპირატესობა ნილმა ლელოში გარდასახა, როდესაც რაქიდან, ახლოდან შეუტია და ლეიდლოუმ გარდასახა. ამის შემდეგ 55-ე წუთამდე მხოლოდ შოტლანდია უტევდა, მასპინძლებმა ამის შემდეგღა შეძლეს მეტოქის ნახევარზე გადასვლა და ჯარიმით ჩამორჩენა 10 ქულამდე შემცირდა. შოტლანდია ჯიქურ ლელოზე თამაშობდა, თუმცა მიზანს რომ ვერ უწია 63-ე წუთზე ლეიდლოუმ ჯარიმა კარში დაარტყა. სულ ბოლოს ჯერ კონტრშეტევაზე, მერე დერეფნებიდან იაპონელებს ლელოს დადების შანსები ჰქონდათ, მაგრამ ამით ვერ ისარგებლეს, ერთხელ თავადაც გადარჩნენ ტომი სეიმურის კონტრშეტევისას - მისი დარტყმული ზომაზე ძლიერი აღმოჩნდა და საბოლოოდ შოტლანდიამ 26:13 იმარჯვა.
იაპონელები თამაშის და სიტუაციის გამოსწორებას 25 ივნისს ეცდებიან.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თამაში არ მინახავს, მაგრამ ჩვენი ბიჭების ასეთი თამაშის შემდეგ მჯერა, რომ ნოემბერში თუნდაც მარიფილდზე არაფერს დავუთმობთ სქოთებს. თან მესამე თამაში გვაქვს მათთან, მანამდე სამოას და იაპონიას ვასიამოვნებთ იმედია და კარგ განწყობაზე ჩავალთ შოტლანდიაში.
ჩვენც ასე წარმატებით გავაგრძელოთ და არც ისე შორს არის ის დრო, როცა ჩვენც არანაკლებ ტესტებს ჩაგვახუტებენ, ამ ეტაპზე ეს ტესტებიც ძალიან მაგარია.მადლობა ამისთვის მსოფლიო რაგბს და მალე 6 ერის მამებს ჩავახტებით
კი, ნამდვილად არ ვართ უშანსოდ. შეგვიძლია სქოთების დამარცხება წესიერი მსაჯების პირობებში.
მსოფლიოზე ს. აფრიკასთან მოგებამ როგორი ტესტები ჩაახუტა იაპონიას.
იაპონიაში შოთა მას შემდეგ გახდა პოპულარული სახელი როდესაც შოთა ჩოჩიშვილმა დაამარცხა კეტჩისტი ანტონიო ინოკი
საკმაოდ გავრცელებულია მის მერე ეს სახელი იაპონიაში და ძირითადად სპორტში ვაწყდები ხოლმე ამ სახელს და 5 შოტა მაინც ვიცი სხვადასხვა სპორტიდან
იაპონიელი შოთა ჰორი
დიდი ვერაფერი თამაში აჩვენა შოტლანდიამ
იაპონელებმა ვერ გამოიყენეს ძალიან ბევრი მომენტი
3-ჯერ ქონდათ 5 მეტრიანი დერეფანი მეტოფის ლელოსთან და ვერცეთჯერ ვერ შეძლეს ლელოს დადება, არადა ყველა აუტი მოიგეს, მაგრამ მოლში თამაში არ გამოსდიოდათ და მაინც მოლს კრავდენენ