მსოფლიო თასი

13:29 | 18.06.2016 | ნანახია 5998 - ჯერ

ფიჯი ოკეანეთში საუკეთესოა

ფიჯის ნაკრებმა დღეს დილით სამოას ნაკრები ანგარიშით 26:16 დაამარცხა და წყნარი ოკეანის ერთა თასის მფლობელი გახდა.

მატჩი, რომელიც ფიჯიში „ეი ენ ზი სტედიუმზე“ (სადაც ტონგას ვძლიეთ) გაიმართა, მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებზე გაირკვა. ტონგასთან მოგებული მატჩის მსგავსად (23:18) ფიჯიმ ამ შეხვედრაშიც შემოგვთავაზა „ქამბექი“, პირველი ტაიმის ბოლოსკენ ისინი 3:16 აგებდნენ, თუმცა შეძლეს და სტუმრებს მეტი ქულის აღების საშუალება აღარ მისცეს, თავად კი კიდევ 23 დააგროვეს.

შეხვედრის პირველ 30 წუთში ფიჯელები დისციპლინაში მოიკოჭლებდნენ და ხშირად ჯარიმდებოდნენ, სამოელთა დამრტყმელ ტუსი პისის ოთხჯერ მიეცა ჯარიმის გატანის შესაძლებლობა, საიდანაც სამი გაიტანა. ამის წილ ფიჯელთა 37 წლის მგეზავმა სერემაია ბაიმ მხოლოდ ერთი ჯარიმა გაიტანა - 3:9.

33-ე წუთზე მანუ სამოამ მასპინძლების დალელოვება მოახერხა - ბურთი ჩათვლის მოედანში კვაჭმა ფარაო მატუუმ კარგად გათამაშებული აუტის შემდეგ დაამიწა. ტუსი პისის გარდასახვა ზუსტი იყო და სტუმრებმა 13- ქულიანი უპირატესობა მოიხვეჭეს. თუმცა სამოელებმა შესვენებაზე დიდი უპირატესობით გასვლა მაინც ევრ მოახერხეს - პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ფიჯელთა მორკინალები მეტოქეს კარგად მიეძალნენ, კაპიტანმა, კვაჭმა სუნია კოტომ ჩათვლის მოედანში შეაღწია და სერემაია ბაიმ ზუსტად გარდასახა - 10:16.

ტონგასთან მატჩის მსგავსად ფიჯელებმა ახლაც მეორე ტაიმში შეძლეს უპირატესობის მოპოვება. მეორე ნახევარი მთლიანად მასპინძლების იყო, სერემაია ბაიმ 41-ე და 46-ე წუთებზე ორი ჯარიმა გაიტანა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ფიჯიმ დისციპლინაც გამოასწორა, სამაგიეროდ ჯარიმდებოდნენ სამოელები, 62-ე წუთზე ბაიმ კიდევ ერთი ჯარიმა დაარტყა ზუსტად და მასპინძლები წინ გაიყვანა. ბოლო წუთები ძალიან დაძაბული გამოდგა, ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვების მოპოვება. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად უკეთ მომზადებული მასპინძლები აღმოჩნდენ, 77-ე წუთზე სუპერ რაგბის „ჰაილენდერსის“ გარემარბმა პატრიკ ოსბორნმა ლელოს დადება მოახერხა და მატჩის ბედი გადაწყვიტა, საბოლოო ანგარიში კი სერემაია ბაიმ გარდასახვით დააფიქსირა - 26:16.

ამ გამარჯვებით ფიჯის ნაკრები მეოთხედ დაეუფლა წყნარი ოკეანის ერთა თასს. შეგახსენებთ, რომ 2016 და 2017 წლების წყნარი ოკეანის თასი, რომელშიც სამოა, ფიჯი და ტონგა მონაწილეობენ, 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის დატვირთვასაც ატარებს, ორი საუკეთესო გუნდი იაპონიის საგზურს მოიპოვებს, ხოლო მესამე ევროპის მეორე გუნდთან პლეი ოფს გამართავს.

წყნარი ოკეანის ერთა თასის ბოლო მატჩი სამოასა და ტონგას შორის 25 ივნისს გაიმართება, ჩემპიონი ფიჯი კი ამავე დღეს „ბორჯღალოსნებს“ დაუპირისპირდება ამხანაგურ მატჩში.

2016 წლის წყნარი ოკეანის თასი

მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი. ორ წრედ

ფიჯი - ტონგა 23:18

ფიჯი - სამოა 26:16

Form

1.

ფიჯი

2

2

0

0

49:34

8

0

2.

ტონგა

1

0

0

1

18:23

1

1

3.

სამოა

1

0

0

1

16:26

0

0

25 ივნისი

სამოა - ტონგა

უჩა გოგიძე


კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:41 | 20.06.2016
buratino (480)

ფიჯისთან მსაჯობაზე ცოტა შემეცვალა აზრი და მგონია რომ, თუ ჩვენ არ მივცემთ აშკარა მიზეზს, ჯეი პი დოილმა აღარ უნდა "ჩაგვძიროს". ხოლო თუ მაინც შევცდი და მაშინ

მაგისი და ჯორჯ ქლენსის მთელი საქალეთი ათრიონ სრულიად საქართველოს მამრებმა ალალი გულით და ჯანმრთელი **ით

11:36 | 20.06.2016
BEERTRANCE (1073)

ჩვენები წესით კიდევ უფრო მეტად ადაპტირდებიან კლიმატთან და ფიზიკურად ალბათ უფრო მეტად უნდა ვიყოთ მზად.

ფიჯიმ რაც სამოასთან ითამაშა, ნამდვილად შეგვიძლია მათი დამარცხება (არა მგონია "თამაშის დამალვა" ექნათ).

1ად1 მინუსი არის ნაბო არი მსაჯები რომელთაგანაც ყველაფერს მოველი.

00:28 | 20.06.2016
qomagi (248)

ფიჯისთან თამაშს იმედიანად მოველი და ამის არგუმენტებიც მაქვს:
1. ჩვენი ნაკრები ნელ-ნელა შედის ფორმაში, უკეთ შეთამაშებული ხდება და ყველა ტურნირზე და ტესტებზეც ყოველთვის ბოლო თამაშს ატარებს უფრო მაღალ დონეზე;
2. მკაცრი დისციპლინის შემთხვევაში დადებითი შედეგი რეალურია, ვინაიდან ფიჯი გუნდურ თამაშს არ თამაშობს, ინდივიდუალისტები ჰყავს ძირითადად და დისციპლინაშიც მოიკოჭლებს სხვა კუნძულელების მსგავსად, თუმცა ფიზიკურად უფრო ძლიერები არიან და ერთი-ერთზე ძალიან საშიშნი;
3. ჩვენმა ბიჭებმა წესით ზედმეტი წნეხის გარეშე უნდა ითამაშონ, პროგრამა მინიმუმი შეასრულეს კი არა გადაასრულეს და ესეც იმედს მისახავს.
4. ყველაზე მთავარი - ჩვენი ლომები მელიტონის თამადობით!!! ამაზე დიდი არგუმენტი რაღა უნდა იყოს.
ერთი ეგ არის, დოილის დედიკო ისევ ყველასგან მოსაკითხი არ გაგვიხდეს

14:24 | 19.06.2016
პანტელეიმონი (1218)

ნარიაშვილის, ქუბრიაშვილის და კოლელიშვილის დამატება ბევრად გააძლიერებდა ჩვენს ნაკრებს და ახალი შემართებით ეკვეთებოდნენ ჩვენი ბიჭები ფიჯელებს. აი ამ შემთხვევაში კი ფიჯელების ძლევა გარდაუვალი იქნებოდა.

00:34 | 19.06.2016
LELO_2019 (27)

საინტერესოა ამ გათამაშებას ჩვენი შედეგებო რომ მიუმატო და ხვალ თუ მოვუგეთ ფიჯის მემგონი ეგ თასი ჩვენი გახდება

22:08 | 18.06.2016
Kala94 (151)

ჩემი თქმა რაში ჭირდებათ და ბრძოლა და ღირსეული თამაში ანახონ როგორც ყოველთვის და თუ გვაჯობებენ გვაჯობონ ღმერთმა შეარგოთ ! მაგრამ ამ 2 თამაშში ჩვენს ესეთ დომინირებას ნადვილად არ მოველოდი.. ხოდა ფიჯისთანაც იქნებ იგივე განმეორდეს !

22:01 | 18.06.2016
krasni (587)

28-ში ფიჯი გახდება პირველი ოკეანეთში, ჩვენს შემდეგ.

20:20 | 18.06.2016
temuchin (431)

ნუ ვიქმნით ამ ფიჯზე დიდ წარმოდგენებს, მერე რა რომ წინაა რეიტინგში, მე რამდენადაც მაგათი თამაშები ვნახე მიმაჩნია რომ სულ თავისუფლად შეიძლება მაგათ დამარცხებაზე ფიქრი. თუ ბორჯღალოსნები შეცდომების გამოსწორების იმ ტემპს შეინარჩუნებენ რაც სამოასა და ტონგას შორის გააკეთეს, ფიჯისაც შევიწირავთ!

20:18 | 18.06.2016
shalvinio (19)

თავისუფლად, ყოველგვარი სტრესისა და ნერვიულობის გარეშე უნდა ვითამაშოთ შედეგის მიუხედავად. ამის მერე, მომავალ ერთა თასზე მელიტონამ ნელნელა უნდა შეაჩვიოს კიდევ უფრო მეტი 20 წლამდელი ნაკრებს. საინტერესოა ერთა თასზე ჩვენთან შედეგს თუ ჩაუთვლიან დანარჩენებს მსოფლოს შესარჩევში. თუ არ ჩაუთვალე, უკვე ყველანაირ აზრს ჰკარგავს ეგ თამაშები, ამიტომ იმედია ჩაუთვლიან.

19:03 | 18.06.2016
beso68 (6)

ფიჯელები ყველანაირად შეეცდებიან მოგვიგონ რაც შეიძლება დამაჯერებლად, ეს მათვის პრესტიჟის საქმეა. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ევროპის მეორე დონის გუნდი ჩადიოდეს კუნძულებზე და თავზე ლაფს ასხავდეს ოკეანეთის ჩემპონატის მონაწილეებს. ვაი და(მათვის) საქართველომ თუ მოიგო გამოდის რომ ოკეანეთის არაოფიციალური ჩემპიონი იქნება. არადა საქართველოსთვის ეს ტურნირი უკვე წარმატებულია და ყოველნაირი ფსიგოლოგიური წნეხისაგან თავისუფალია და სწორედაც რომ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლონ. აი მერე ნახე უცხოური პრესისა და სპეციალისტების ქოთქოთი...
ისე ეხლაც არ იქნებოდა უინტერესო თუ რას წერენ უცხოურ პრესაში საქართველოს ნაკრებზე.

18:06 | 18.06.2016
federer (17) (469)

მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ ბურთს და მოვერიდოდ უაზროდ დაჯარიმებას რაც საკმაოდ ბევრი იყო გასულ თამაშებშიი.
ჩვენ თუ ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენეთ ფიჯის დამარცხებაც შესაძლებელი მგონიაა

16:58 | 18.06.2016
krasni (587)

ბევრით მაინცდამაინც არ უნდა აღემატებოდეს ტონგას და სამოას. მოკლედ ძირს ფიჯიც.

18:05 | 18.06.2016
federer (17) (469)

არც სამოასთან ქონია დიდი უპირატესობა და მითუმეტეს ტონგასთან სადაც ბეწვზე გადაურჩა წაგებას და შანსები რათქმაუნდა გვექნება ფიჯისთანაც

16:35 | 18.06.2016
federer (17) (469)

ფიჯის მეტი აქვს სანერვიულო ვიდრე ჩვენ და ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენეოთ, მთავარია მსაჯებმა არ აგვირიონ საქმეე

14:43 | 18.06.2016
ზზზუუუ (9)

ბიჭებმა პირობა და თხოვნა შეგვისრულეს, ფიჯისტან შეუძლიათ ითამაშონ სტრესის გარეშე

16:34 | 18.06.2016
federer (17) (469)

რათქმაუნდა პროგრამა მაქსიმუმი შეასრულეს და მათზე უკან მდგომ გუნდებტან არ წააგეს გასვლაზე თამაში და რეიტინგშიც შევინარჩუნეთ პოზიცია ხოლო ფიჯი ჩვენზე წინაა და თუ მცირედი სხვაობით დავმარცხდებით არც აქ დაგვაკლდება ქულებიი

14:37 | 18.06.2016
ზზზუუუ (9)

დღესაც ოდნავ ტონგასკენ იხრებოდა მაგრამ ბოლოსკენ იკაცა თორე აქ რომ ექვსი ერის მსაჯი ყოფილიყო ტონგელების ეშმაკობებს გააპრავებდა

16:32 | 18.06.2016
federer (17) (469)

ბოლოს მართლა მაგრად იკაცა მსაჯმა, თOრე შეიძლებოდა ვერ მოგვეგო ეს თამაშიი

14:33 | 18.06.2016
ზზზუუუ (9)

მოედანს ვინ ჩივის მსაჯი გაგვამწარებს გული მიგრძნობს

14:21 | 18.06.2016
federer (17) (469)

შეიძლება ამ ნაკრების დამარცხებაც, როგორც ვხედავთ ანგარიშებიდან გამომდინარე არცთუისე იოლად მოუგო სამოას და ტონგას და ჩვენც ამ ორ გუნთან არცერთი თამაში არ წაგვიგია და რომ არა მსაჯების შეცდომები ორივე თამაში მოგებული გვექნებოდა და ანგარიშიც უფრო დიდი იქნებოდა ვიდრე ახლა არის და დაახლოებით ფიჯის სიძლიერის გუნდი უნდა ვიყოთ და ერთადერთი მოედნის უპირატესობა იქნება ფიჯის მხარეს და ესეც უნდა დავძლიოთ

0.173368