ტესტ-მატჩები

8:14 | 18.06.2016 | ნანახია 15027 - ჯერ

ხარისხზე მნიშვნელოვანი გამარჯვება

ჯერ კიდევ წყნარი ოკეანის კუნძულებზე გამგზავრებამდე ვწერდით, რომ ეს ტურნე უმნიშვნელოვანესი იყო ქართული რაგბის მომავლისთვის. საჭირო იყო ღირსეული თამაში და თუნდაც ერთი მოგება, რათა კიდევ ერთხელ დაგვენახებინა მსოფლიოსთვის საქართველოს ნაკრების უფრო მაღალი დონის ტურნირებში ჩართვის აუცილებლობა და ეს მიზანი მიღწეულია.

ეწვიო კუნძულებს არაოპტიმალური შემადგენლობით, მოსაგები მატჩის შემდეგ, ფრედ ეთამაშო სამოას და მერე დაამარცხო ტონგა - ასეთი შედეგით ბევრი ნაკრები ვერ დაიკვეხნის. მერე რა, რომ სამოაც და ტონგაც ახალი გუნდის შენების პროცესშია, ეს ქართველთა წარმატებას სულაც არ აკნინებს და ის, რომ მეტოქეებს გაშლილი, ლელოუხვი თამაშები არ გამოუვიდათ, სწორედ „ბორჯღალოსნების“ დაცვის ორგანიზებული მოქმედების შედეგია. „ზღვის არწივებმა“ რამდენჯერმე სცადეს შეტევის გაშლა, მაგრამ ყველგან ქართველთა ზღუდეს წააწყდნენ და სწორედ ამის გამო ვერ შეძლეს ჩვეულ სტილში განავარდება.

თამაშს თუ შევხედავთ, საქართველოს ნაკრებს ბევრად მეტი სალელოვე შანსი ჰქონდა, ვიდრე ტონგას. სამწუხაროდ, ჩვენივე შეცდომების, ტექნიკური წუნის გამო, მათი გამოყენება ვერ მოხერხდა, თორემ დასკვნით წუთებში სანერვიულო არაფერი იქნებოდა. და რაც არ გამოვიდა ტექნიკით, გამოვიდა ძველი, ნაცადი ხერხით - ჯანით, რაშიც საქართველო მსოფლიოში მართლაც რომ გამორჩეულია.

წუნი იყო და ეს ცუდია, თუმცა სჯობს უფრო პოზიტიურზე ვისაუბროთ, მით უმეტეს მოგებული თამაშის შემდეგ და აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ დავით კაჭარავა. ტონგასთან მატჩი, მერაბ კვირიკაშვილის მსგავსად, მისთვის 94-ე იყო „ბორჯღალოსნების“ კვართით და ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა უკანახაზელმა მორკინალის სტილში, რაქიდან შეტევებით მეტოქეს ორი ლელო დაუდო. შედეგად, მისი საერთო მონაგარი 20-მდე გაიზარდა და ერთით ჩამორჩება მესამეზე მყოფ თედო ზიბზიბაძეს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ გიორგი ბეგაძე, რომელმაც ძალიან კარგი თამაში ჩაატარა. ის კარგად ანაწილებდა ბურთს, დროულად და ზუსტად თამაშობდა ფეხით და რაც მნიშვნელოვანია, იღებდა სწორ გადაწყვეტილებებს. და რა თქმა უნდა გადამწყვეტი იყო ბრძოლა, ჟინი და თავდადება - ესაა სწორედ ის, რითაც „ბორჯღალოსნებმა“ მთელ ერს შეაყვარეს რაგბი და ახლაც, ურთულეს პირობებში, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ხარჯზე, საქართველოს ლამაზი დილა გაუთენეს.

მატჩში საქართველო მერაბ კვირიკაშვილის ჯარიმით დაწინაურდა, თუმცა იქვე ლელო მიიღო და გარდასახვაც ზუსტი იყო. ორივე გუნდი შეტევაში ხშირად სცდებოდა და მე-19 წუთზე ამით საქართველომ ისარგებლა, ლაშა ხმალაძემ ოვალს ფეხი წაკრა, აიტაცა და შეუტია, ანტონ ფეიქრიშვილისა და ბეგაძის ახლოდან დარტყმების შემდეგ ბრძოლა ზედ ლელოს ხაზზე გაჩაღდა, სადაც საქმეში კაჭარავა ჩაერთო და ბურთი ლელოში დაამიწა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახა - 10:7.

მეტოქე შერკინებაში დაჩაგრული რომ გვყავდა კვირიკაშვილმა 31-ე წუთზე ახლოდან ჯარიმა გაიტანა, თუმცა მატჩის განახლებისთანავე ჯარიმით ტონგამაც გვიპასუხა. კუნძულელებს დერეფანი არ უვარგოდათ და კარგი დაცვით სიჩქარის აკრეფვის საშუალებაც არ ეძლეოდათ, შედეგად, შესვენებამდე ორჯერ გვქონდა კარგი კონტრშეტევის შანსი, თუმცა ორივეჯერ ბურთი წინ დაგვივარდა. ზედ შესვენების წინ მეტოქემ ჯარიმით სცადა წონასწორობის აღდგენა, დარტყმა არაზუსტი იყო და ტაიმი 13:10 მოვიგეთ.

მატჩის განახლებისთანავე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და დიდხანს ანგარიში აღარ შეცვლილა. ამ პერიოდში კიდევ ერთი კონტრშეტევის შანსი დავკარგეთ, კვირიკაშვილს ჯარიმა გაუცუდდა, ხოლო ბექა ბიწაძის შეტევის შემდეგ, ბეგაძემ ფლანგზე მერაბ შარიქაძეს დროულად უპასა, თუმცა ის გვერდით ხაზს შეეხო. მერე შარიქაძე ხმალაძის ფეხით შეცურებულ ბურთს მიყვა, მაგრამ მისი აღება ვერ მოახერხა. მოკლედ, თამაში ხშირი გაჩერებებით, ნელ ტემპში მიმდინარეობდა და საქართველოს უპირატესობის გაზრდის მეტი საშუალება ჰქონდა. მერე საქმეში გვერდითი, სამოელი მსაჯი ჩაერთო, რომელმაც თამაზ მჭედლიძეს მეტოქის გალახვაში უსაფუძვლოდ დასდო ბრალი და რეფერის 10 წუთით გააგდებინა.

მიუხედავად ამისა, 63-ე წუთზე ჯარიმის გატანის შანსი კვლავ კვირიკაშვილს ჰქონდა - ხელსაყრელი მდგომარეობიდან მიზანი ვერ გაისწორა. მერე მეტოქემ შეძლო ჩვენს ნახევარზე დამკვიდრება, 5-მეტრა დერეფნის შემდეგ, მოკლე დარტყმებს მიმართა და ლელოთი დაწინაურდა, ხოლო გარდასახვით ანგარიში 20:16 გახადა. დასკვნითმა წუთებმა სრულად ქართველთა უპირატესობით ჩაიარა. ბიჭებმა საიდანღაც გამონახეს ძალა და მეტოქეს ისეთი შტურმი მოუწყვეს, ტონგა იძულებული გახდა ჯარიმებისთვის მიემართა.

ჯერ მოლმა დაფარა ლამის 22 მეტრი, მაგრამ რეფერიმ ბურთი ვერ დაინახა, მერე ტონგა შერკინებაში და მოკლე დარტყმებისას ვერ გაგვიმკლავდა და ზედიზედ ჯარიმდებოდა, შედეგად, სინბინით მოთამაშე დაკარგა. მე-5 გადაცილებულ წუთზე შერკინებიდან ბიწაძემ შეუტია, რამდენიმე დარტყმის შემდეგ საქმეში კვლავ კაჭარავა ჩაერთო, რომელსაც კარლენ ასიეშვილი წამოეშველა და ლელო ძელებსშუა დაამიწა. ეს უკვე მძიმე შრომით მოპოვებული დამსახურებული გამარჯვება იყო და ბოლო წერტილი ლაშა მალაღურაძემ გარდასახვით დასვა - 23:20.

ამრიგად, ტონგასთან ურთიერთშეხვედრებში 3:2 დავწინაურდით. რადგან თამაში ფიჯიზე, ნეიტრალურ მოედანზე იყო, ეს მოგება „ბორჯღალოსნებს“ რეიტინგში 0,83 ქულას შემატებს და საქართველოს ნაკრები ტონგას წინ, მე-12 ადგილზე დარჩება. 24 ივნისს „ბორჯღალოსნებს“ ტურნეს დასკვნითი მატჩი ელის, ისევ სუვაში, ამჯერად მასპინძელი ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა გამთენიისას, 7 საათზე დაიწყება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (35)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:42 | 20.06.2016
BEERTRANCE (1073)

არ დაგვავიწყდეს ზელანდიელი მსაჯი. მაგის კაცობაც წაგვეშველა მოგებაში თორე 6 ერის რომელიმე ქვეყნის მსაჯი ჩასტვენდა ეგრევე დამატებით დროში ტონგელების დარღვევაზე.

11:59 | 20.06.2016
buratino (480)

100%-ით გეთანხმები. როგორც ჩანს, ჰეიგის ფაქტორმა იმუშავა და მისმა თანამემამულემ არ მოინდომა ჩენი ჩაძირვა. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. სერიოზულად კი, სამართლიანი მსაჯობა გამოავლინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტონგელები ფეხს ითრევდნენ და შერკინების შემკვრელს არ აყენებდნენ. ბევრი მთავარი მსაჯი არ იკადრებდა რომ უშუალოდ მისულიყო ტონგას სარეზერვო სკამთან და სიტუაცია თვითონ მოეგვარებინა. ფიჯისთან მსაჯობას რაც შეეხება, ცოტა შემეცვალა აზრი და მგონია რომ, თუ ჩვენ არ მივცემთ აშკარა მიზეზს, ჯეი პი დოილმა აღარ უნდა "ჩაგვძიროს". ხოლო თუ მაინც შევცდი და მაშინ
მაგისი და ჯორჯ ქლენსის მთელი საქალეთი ათრიოს სრულიად საქართველოს მამრებმა ალალი გულით და ჯანმრთელი **ით

00:14 | 20.06.2016
qomagi (248)

მადლობა ჩვენს გმირებს ამ გამარჯვებისთვის!!! ადრე ამაზე ოცნებაც არ შეგვეძლო, ახლა კი თითქოს ჩვეულ ამბად გვექცა ტონგას დამარცხება, სამოასთან ფრეზეც მცირედ უკმაყოფილონი დავრჩით, მათ შორის მეც ეს აშკარად მიუთითებს ნაკრების დიდ პროგრესზე, რაც თითქოს და ერთი შეხედვით მკვეთრად არ იგრძნობა, მაგრამ ძლიერ გუნდებთან თამაშებში დაფიქსირებული ანგარიშები ამის უტყუარი საბუთია. რაგბში კი შემთხვევითობები ნაკლებად ხდება. ძალიან დიდი მადლობა მელიტონს, ქართველებზე და საქართველოზე შეყვარებულმა ამ თავმდაბალმა ადამიანმა წლების მანძილზე პატიოსნად და პროფესიონალურად აკეთა თავისი საქმე და მისი უდიდესი დამსახურებაა ჩვენი სანაქებო ნაკრების ასეთი პროგრესი. ამ თამაშებში აღარ იგრძნობოდა დიდი განსხვავება ხაზისა და შერკინების თამაშში, ნელ-ნელა ხაზის მოთამაშეებიც აუმჯობესებენ კლასს და შერკინებაზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობ, მსოფლიოს ნებისმიერ ნაკრებს ჩავუტარებთ მასტერ კლასს. რაც შეეხება ფიჯისთან თამაშს, ზოგადად ჩვენი ნაკრები ბოლო თამაშებისკენ შედის ოპტიმალურ ფორმაში და მგონია რომ ფიჯისთან ითამაშებენ საუკეთესო თამაშს,თუ იმ თახსირმა ჯეი-პი დოილმა არ იმამაძაღლა ისევ.

22:03 | 18.06.2016
Kala94 (151)

რაღა ვთქვა არ ვიცი ! გმირები არიან ეს ბიჭები და საკმარისი დაფასება სჭირდებათ ! ის კი არა, რომ გამარჯვების შემდეგ ერთი-ორი დღე ვაქოთ და ვადიდოთ... მადლობა ლომებო, ვიტირე ლამის თამაშის შემდეგ !

23:21 | 18.06.2016
პანტელეიმონი (1218)

+1

19:11 | 18.06.2016
temuchin (431)

პრესას რაც შეეხება, მაგათ კაი ამბები არ აინტერესებთ მარტო ცუდზე ნადირობენ, ისედაც დანერვოზებული ერის მეტად დაზაფრვაა მაგათი ამოცანა

19:09 | 18.06.2016
temuchin (431)

როგორ უნდა დაგეძინოს როცა ასეთი პრინციპული ჯახის მოლოდინშია შენი ნაკრები, ბიჭებმაც რა არ დაგვიფასეს თუ? რაც ყველაზე მეტად მახარებს ისაა რომ შედეგთან ერთად რიგ კომპონენტებში წინ მივდივართ, დერეფანი იქნება თუ უკანა ხაზის მეტი ჩართულობა. შარშან გასვლაზე ასეთ შედეგებზე ვერც ვიოცნებებდით ახლა კი ფიჯის გაგორებაც არაა ფანტასტიკის სფერო. მადლობა მგლებო ამისათვის და მადლობა მელიტონ!!!

17:12 | 18.06.2016
orioni (88)

პრესა არ აქტიურობს, მეტი გაშუქება ჭირდება ასეთ წარმატებებს, ათას სისულელეს წერენ და უშვებენ, ამას მიხედონ, ასეთი წარმატება არცერთ სფეროში არ გვაქვს ქვეყანაში. რაგბის ფედერაცია და ნაკრები არის მაგალითი შრომის, ქვეყნის სიყვარულის და თავდადების..

18:03 | 18.06.2016
federer (17) (469)

გუნდურ სახეობებში აშკარად საუკეთესოები არიან
ინდივიდუალურ სახეობებში კი ძიუდო და თავისუფალი ჭიდაობაც ძალიან მაღალ დონეზეა და ასევე ძალიან მომატებული აქვს ჩვენს ძალოსნებს და არცერთ ამათგანს არ აქვთ დიდი პრესა და ხალხიც ნაკლებათ იცნობს იმ ხალხს ვისაც ყველაზე მეტად უნდა იცნობდნენ

16:19 | 18.06.2016
federer (17) (469)

დღევანდელ თამაშ რაც ვუყურე ამ ორი გუნდის შესრულებით ორივესთან შეგვიძლია მოგებაზე ფიქრიი. შერკინებაში ორივეს ვაჯობებთ ამაში ეჭვი არავის ეპარება. იაპონიას მოლშიც ვაჯობებთ და 1-1 ზე თამშითაც და ერთადერთი რაშიც ჩვენზე უკეთესია ეს არის სისწრაფე და ჩვენი ამდენი პლიუსი თუ მათ ერთ პლიუსს ვერ აჯობებს არ ვიცი.
შოტლანდიასთან კი სხვა სურათიაა, ჯანიანი გუნდია და მოლშიც კარგად თამაშობს. ხელდახელ თამაშში დიდი ვერაფერი მაგრამ ძლიერ გუნდებთან თამაშის ზღვა გამოცდილება აქვთ და მაინც უფრო შეკრული გუნდია, მაგრამ შეიძლება ამათთანაც ჩვენი კოზირების გამოყენებაა.
ოღონდ უნდა მიგვიშვან და მოგვცენ თამაშის შანსი სკოტებთან და იტალიასთან და არამგონია თავი შევირცხვინოთ

16:13 | 18.06.2016
federer (17) (469)

მაგრად მაინტერესებს ამ იაპონიასთან თამაშიი და დღEმდე მიკვირს ამათმა როგორ მოუგეს აფრიკას, თან მსოფლიოს ჩემპიონატზეე

16:12 | 18.06.2016
tamasho (88)

არ გახსოვთ?შარშანწინ იაპონია როგორ ვათრიეთ შერკინებაში?

16:14 | 18.06.2016
federer (17) (469)

ჩვენ რომ ვათრიეთ ეგ არაა გასაკვირი, მე ის გამიკვირდა სკოტებმა როგორ ვერ ათრიეს. ჩვენზე გაცილებით მძიმე შერკინება ყავთ და იაპონელებს ალბათ ყველაზე მსუბუქი ტოპ 15 გუნდში

16:10 | 18.06.2016
tamasho (88)

შოტლანდიამ მოიგო 26 - 13

16:12 | 18.06.2016
federer (17) (469)

ძალიან ბევრი შანსი გაუშვეს ხელიდან იაპონელებმაა 3-ჯერ ქონდათ 5 მეტრიანი თავისი დერეფანი მეტოქის მოედანზე და ერთ შეთხვევაშიც ვერ დაუდეს ლელოო

16:04 | 18.06.2016
federer (17) (469)

სკოტების შერკინება მოიგეს იაპონელებმა ეს უკვე ძალიან გასაკვირიაა, როგორ აგებს ეს შოტლანდია შერკინებას როდესაც 1-დან 6ნომრამდე 120-130 კილოზე ნაკლები კაცი არ ყავს გუნდშიი

15:58 | 18.06.2016
federer (17) (469)

ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ იაპონელები და შეიძლება ამ გუნდის დამარცხებააა

15:56 | 18.06.2016
DataN24 (215)

მომავლისთვის ფეხით თამაში გვაქ გამოსასწორებელი სამწუხაროდ ვერც 20წლამდელები თამაშობენ ფეხით კარგად

16:02 | 18.06.2016
federer (17) (469)

ფეხით თამაში სამწუხაროდ 3 კაცზე მეტს არ შეუძლია ჩვენს ნაკრებში რაც დიდი მინუსია და ასევე რთულად ვიღებთ დაკიდებულ ბურთებსაც და ხაზის ამოწევას გვასწრებენ სანამ ჩვენ ბურთის დაჭერას ვცდილობთ.
განსაკუთრებით ლომიძეს უჭირს დაკიდებული ბურთის დაჭერა და მისკენ რომ მიდის ხოლმე ბურთი მაკანკალებს ტანშიი

15:51 | 18.06.2016
federer (17) (469)

შოტლანდიას რომ ვუყურებ აშკარად მომატებული აქვს ამ გუნდს, მაგრამ ეს არის ძალისმიერი თამაშის ხარჯზე და საინტერესო იქნება ჩვენი თამაში მათთან სადაც მათი ეს კოზირი არ იმუშავებს და მაშინ გამოჩნდება რა შანსები გვაქვს ჩვენ ამ გუნდთან და გვაჯობებენ თუ არა ხელდახელ თამაშით

15:39 | 18.06.2016
federer (17) (469)

ახლა ვუყრებ შოტლანდია იაპონიის თამაშს და ძალიან გამიკვირდა იაპონიამ დააჯარიმა შერკინებაში სკოტები, როდესაც 100 კილოთი მეტი იქნებიან იაპონელებზეეე

15:42 | 18.06.2016
→ LELOS← (98)

15-ზე ზევით თუ წააგო იაპონიამ ძალიან დიდი სხვაობა აღარ იქნება ჩვენ შორის რეიტინგში.

15:49 | 18.06.2016
federer (17) (469)

ჩვენთვის უკეთესია იაპონიამ შეინარჩუნოს ეს რეიტინგი და მერე ჩვენ მოვუგოთ სახლშიი

15:52 | 18.06.2016
→ LELOS← (98)

მეორე შაბათს კიდე ეთამაშება შოტლანდიას და კიდე მაგრად რო ჭააგოს იქნებ გადავასწროთ კიდეც

15:59 | 18.06.2016
federer (17) (469)

რავიცი შეიძლება მასეც მოხდეს და ჩვენ თუ ფიჯის მოვუგეთ ძალიან ავიწევთ რეიტინგშიი

15:41 | 18.06.2016
federer (17) (469)

ჩვენს ნაკრებზეც გაცილებით დიდიბი არიან და ნომრებზე თუ არ შეხედეგე გაგიჭირდება პირველ ხაზელის გამოყოფა სხვა შერკინების მორაგბეებისგან, მაგრამ პატარა იაპონელებმა აჯობეს და აქ წონა არ მუშაოობს მარტო, ტექნიკა და ძალაა მთავარიი

15:16 | 18.06.2016
federer (17) (469)

ძალიან კარგი იყო ჩვენი ნაკრები აუტებზე თამაშის დროს რასაც ნამდვილად არ ვართ მიჩვეულები და ეს კომპონენტის ძალიან გამოსწორებულია და კიდევ აძლიერებს ჩვენს ნაკრებს და აქ აშკარად მწვრთნელების ხელი ეტყობათ, ისევე როგორც ბევრ სხვა სათამაშო კომპონენტშიი.
არ შემიძლია კიდევ მთავარი მსაჯის კარგ მსაჯობას ხაზი არ ავუსვა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ 5 მეტრიან შერკინებაში დაეყენებინა მეტოქე, რომელიც მაქსიმალურად არიდებდა თავს შერკინებაში დადგომაზე.
თაზოს გაგდებას რაც შეეხება აქ მთავარი მსაჯი არაფერ შუაშიაა

15:06 | 18.06.2016
orioni (88)

იმის გათვალისწინებით რომ გასვლას ვთამაშობთ კუნძულელებთან და გვაკლია ნაკრების წამყვანი მოთამაშეები, პროგრამა მაქსიმუმი შესრულებულია, ალბათ ნაკლებად იფიქრებდა ვინმე სამოასთან ფრეს (მოსაგები თამაში იყო) და ტონგას დამარცხებას გასვლაზე. ფიჯისთანაც გვექნება შანსი, მოგებას ნამდვილად ნუ მოვითხოვთ, ბრძოლაში მცირე სხავაობით წაგება კარგ შედეგად ჩაითვლება..წარმატებები და სპორტული იღბალი ლომებს და რაიცი იქნებ ფიჯისაც შავი დღე გაუთენოთ საკუთარ სახლში.

15:20 | 18.06.2016
federer (17) (469)

რათქმაუნდა მოგება არ უნდა მოვთხოვოთ, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე გვაქვს ამის შანსები და შეიძლება მოგებაზე ფიქრიც და თუ წავაგეთ პატარა სხვაობით არც ეგ იქნება კატასტროფაა. ძალიან ბევრი წამყვანი მოთამაშე გვაკლია და ის რაც უკვე გავაკეთეთ ამ ნაკრებისგან მე პირადად არ ველოდიი. 2 თამაშის არ წაგება ეს უკვე პროგრამა მაქსიმუმი იყო და მაქსიმუმის მაქსიმუმზე გვაქვს ახლა საუბარიი

15:04 | 18.06.2016
→ LELOS← (98)

იაპონია-შოტლანდიას უყურებთ? რა მაგრად უდგას იაპონია.

15:30 | 18.06.2016
federer (17) (469)

შოტლანდიამაც ძალიან მოუმატა და უკვე არაფრით ჩამორჩება 6 ერის სხვა გუნდებს, ერთი იტალია ვერ განვითარდა და ჩვენ უნდა ჩავანაცვლოთ აუცილებლად

15:05 | 18.06.2016
federer (17) (469)

სად შეიძლება ყურებაა?

15:07 | 18.06.2016
→ LELOS← (98)

stripslashes((strlen('http://www.vipleague.me/rugby/393196/1/south-africa-vs-ireland-live-stream-online.html')>0?'http://www.vipleague.me/rugby/393196/1/south-africa-vs-ireland-live-stream-online.html':'http://www.vipleague.me/rugby/393196/1/south-africa-vs-ireland-live-stream-online.html'))

15:20 | 18.06.2016
federer (17) (469)

მადლობა ბრატ გაიხარეე

15:00 | 18.06.2016
federer (17) (469)

ძალიან მაგარი თამაში დადეს ბიჭებმაა.
1. შერკინების მორაგბეები ძალიან მაგრები იყვნენ და ეს არაა უცხო ხილი, მაგრამ ტონგასთან ასეთი დიდი უპირატესობის მოპოვებას არანაირად არ ველოდი. მაგრამ აქაც იყო გაუაზრებელი შეცდომა რაც არ Gვეპატიება და საყვედური ეთქმის ასეიშვილს 2-ჯერ ადრე შევიდა შერკინებაში და სად გეჩქარება შე კაი ადამიანო როდესაც ბულდოზერივით გადავუარ გადმოვუარეთ მათ შერკინებას, მაგრამ ბოლოსკენ აშკარად გამოასწორა ასეიშვილმა თამაში და მეგდრადაც იდგა შერკინებაშიი.
2. ხაზი იყო გენიალური დაცვაშიი, პირველი ლელო არ მინახია იმათი და მერე აშკარად ასწრებდნენ გადაწყობას მეტოქის შეტევაზე სწრაფად და ეს ძალიან სასიხარულოაა, ცოტა შეტევაში უნდათ გამოსწორება ხაზის მოთამაშეებს და დროული და ზუსტი პასები უნდა გააკეთონ. ცუდად არ უტევენ მაგრამ მეტი შეიძლებაა.
3. თაზოს გაგდება ცუდად აისახა ჩვენს ნაკრებზე და ჩვენი შეტევა მიმდინარეობდა და იმათმა შემოგვიტიეს, რომ არა გვერდითი მსაჯის ასეთი უხეში შეცდომა შეიძლებოდა 10 ქულაზე მეტითაც მოგვეგოო.
4. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ვეტერან და ვეტერანთან მიახლოებულ მორაგბეებს, 35 წლის არის უკვე ჩხაიძე და რა მაგრად იდგა გუშინ შერკინებაშიც და თამაშის დროსაც ბევრი ბოჭვები აკეთა და როდესაც ამ ასაკის კაცი ასე იბრძვის ახალგაზრდას რა მოადუნებს, დიდი მაგალითია ჩხაიძე ჩვენი ახალგაზრდა მორაგბეებისათვის.
მეკოც უკვე საკმაოდ ასაკშია მაგრამ თავისი ცრუმოძრაობებით ბევრჯერ მაგრად შეუტია და განსაკუთრებით მაგარი იყოო ხაზთან ახლოს როგორ დაუსხლტა 2 მორაგბეს, მაგრამ 2გაცუდებული ჯარიმიდან ერთი გასატანი იყო, მაგრამ ნერვები თავისას შვებაა.
ბოლოს არ შემიძლია არ ავღნიშნო კაჭარავას საოცარი თამაშიი, კაცი 31 წლისაა და კიდევ უმატებს და უმატებს და აშკარად ცოდოა ეს კაცი რუსეთის ჩემპიონატისთვის, მაგრამ საოცარი სეზონი აქვს იქაც 3 ტურში 7 ლელო დადოო. თავისი პოზიციის ადამიანის ფონზე შეიძლება ოდნავ ნელია, მაგრამ ფიზიკურად ძალიან ძლიერია კაჭი და 1-1 ზე ნებისმიერი პოზიციის მორაგბესთან შეუძლია დატაკება

15:04 | 18.06.2016
federer (17) (469)

93 თამაში დაუგროვდა ჩხაიძეს ნაკრებში და 94-94 აქვს მეკოს და კაჭის და მალე ავლენ ჩვენი მგლები 100 კეპამდე რაც მათ სიძლიერეს უსვამს კიდევ ერთხელ ხაზს. ძალიან ბევრი აქვთ ამ ბიჭებს ნაკრებისთვის გაკეთებული და ამიტომ გამოვყავი, თორე სხვებიც არ იყვენენ ნაკლებებიი

14:04 | 18.06.2016
geogoli (367)

ჯერ კიდევ გამომყვა დილის ემოციები. რა მაგარი გრძნობაა როცა შენი გუნდი იგებს და თან ღირსეულად, კაცურად და ძლიერ მეტოქესთან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ. წარმოიდგინეთ დამღლელი სეზონის შემდეგ, იმის ნაცვლად რომ დამსახურებულ შვებულებაში წასულიყვნენ, ლამის ქვეყნის დასალიერში ჩაფრინდენ და ქართული რაგბის სასახელოდ ყველაფერი გააკეთეს. ბრავო მილტონ ჰეიგს, ისე გაზარდა კონკურენცია ნაკრებში რომ გუნდმა შეერკინებაში არ დაიტყო ლიდერების არ ყოფნა. ცალკე დიდი მადლობა ბინგოს, მეკოს, ნემსოს, კაჭის - ამ ღვაწლმოსილმა კაცებმა ამხელა ასკაში პროგრესი განიცადეს და სული და გული დადეს მინდორზე

14:02 | 18.06.2016
tamasho (88)

საქართველოსთვის < თავდადებულნი >
საქართველო ღვინის ქვეყანაა
რაგბი ჩვენი თამაშია

13:58 | 18.06.2016
iberiana (33)

გაგახაროთ დედა ღვთისამ ისე, როგორც თქვენ ახარებთ საკუთარ, განაწამებ ერს. ბოდბის ივერიის ღვთისმშობელი გიძღოდეთ მედროშედ მარად!.. როგორ უნდა გამოყო ვინმე, მაგრამ თოდუამ რა ბოჭვა გააკეთა მეორე ტაიმში, ავაზასავით გაჭიმა კამარა. მგონი მალე აუბამს სრულფასოვნად მხარს უკანა ხაზი არტილერიას

14:42 | 18.06.2016
federer (17) (469)

ამინ იყოს მეგობაროო
უკანა ხაზმაც აშკარად ისწავლა თამაში, განსაკუთრებით დაცვაში და შეტევასაც მოუმატებენ ბიჭები და ეგაა 6 ერის გუნდებსაც დავამარცხებთ მერე, ოღონდ მიგვიშვან

13:57 | 18.06.2016
→ LELOS← (98)

ვისაც გვჯერა გაგვატარეთ!!!!
რაგბი ჩვენი თამაშია!!!

14:04 | 18.06.2016
tamasho (88)

ვისაც არ სჯერა ერთი მისი დედაც

17:54 | 18.06.2016
iberiana (33)

ჯერ ერთი, არავინ არავის იჭერს თავის მატარებლიანად; მეორეც - ყველას აქვს უფლება, ისე სჯეროდეს, როგორც მიაჩნია; მესამე-ბილწსიტყვაობა რაგბს უფრო "ანალიტიკურს" ხდის თუ როგორაა? კიდევ: თუკი სადმე ნაკლზე მიუთითებს ვინმე, იმას ნიშნავს რომ სხვაზე ნაკლებ უყვარს ქართული რაგბი?.. იმპოტენტი ლოგიკაა და ეგ გინება, თანაც ინტერნეტში, პლიუს ქართულ სარაგბო საიტზე(რაგბი ზრდილობის, ქართველობის და აღზრდის ნიმუში რომ გახდა ერისთვის) ქართველობას და ვაჟკაცობას უპირისპირდება ისევ...

14:11 | 18.06.2016
→ LELOS← (98)

არიან ეგეთებიც ჩასაფრებული ვითომ კრიტიკოსები.

15:25 | 18.06.2016
federer (17) (469)

იმის ფონზე თუ რა გუნდებთან გვიწევს ჩვენი თამაშების 90%-ის ჩატარება წარმოუდგენელიც კია, როგორ ახერხებენ ეს ბიჭები სამოას და ტონგას წინააღმდეგ ასეთ თამაშს

13:39 | 18.06.2016
shalvinio (19)

მადლობა ლომებო თავდადების, თავგანწირვისა და გახარებისთვის.
რაგბი ჩვენი თამაშია!!!
ლელო, ლელო, საქართველო!!!

13:29 | 18.06.2016
orioni (88)

გილოცავთ ყველას!..ყოჩაღ ჩვენს საამაყო ბიჭებს, აი ბრძოლა თავდადება და შედეგი!.. ნამდვილად ვერ ფიფიქრებდი ასეთ შედეგს, გასვლაზე მოუგო ტონგას რომელსაც რევანში აქვს ასაღები? ეს გმირობაა. აშკრად ეტყობა ნაკრებს უკვე სხვა დონეზეა გასული, ეს შემთხვევითი შედეგები არ იყო. ასე გააგრძელეთ ბიჭებო და მალე დავკრავთ ეგრეთ წოდებულ ბობოლებსაც.

12:40 | 18.06.2016
ogafa (407)

ყოჩაღ ბიჭებო! გილოცავთ

12:36 | 18.06.2016
ოვალური კორბენი (276)

თქვენ გაიხარეთ ჩვენო საამაყო კაცებო, გენაცვალეთ გულებში !!!
განა საოცრება არ იყო ათიოдე дღის წინ ფეხბურთში ესპანელების ძლევა ? მთელი ღამე ვერ дავიძინე გახარებულმა, უამრავი სასიამოვნო გაგრძელება მოვუძებნე ამ ამბავს, მაგრამ მაინც ვგრძნობдი, რომ ემოციებს ვიყავი აყოლილი, ამ ყველაფერს მყარი საფუძველი არ ჰქონдა.
აქ კი სულ სხვა სიტუაციაა. ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ ლომები. მცირე მონაპოვარსაც კი რუдუნებით უფრთხილдებიან, ყველაფერი იგეგმება дა რაც მთავარია дაგეგმილი სრულдება.
აი ესაა წარმატებული საქმიანობა, აი ესაა ევროპული მენტალიტეტი. ჩვენი ბორჯღალოსნები ყველაზე თანამეдროვე дა სწორაд მოაზროვნე ქართველები არიან.
რაც შეეხება ფიჯის... მგონი ქართველების მოგონილია "მაдა ჩამაში მოдისო" ))))
თან ის აბეზარი მსაჯიც, ვისიც ასე გვეშინია. არა მგონია სულ ჩვენს საწინააღმдეგოд უსტვენдეს )))

13:56 | 18.06.2016
geogoli (367)

გაიხარე ძმაო, გეთანხმები 100%-ით

12:26 | 18.06.2016
→ LELOS← (98)

ფიჯიმ სამოასაც მოუგო,პირველი ტაიმი მანდაც წააგო როგორ ტონგასთან და მეორე ტაიმი 16:0 მოუგო.ჩვენ თუ დავწინაურდებით ასე 10-12 ქულით პირველ ტაიმში აღარ მგონია მერე უკვე იყვნენ ჩვენი მომგეგები

11:18 | 18.06.2016
maxo_65 (458)

ბეგაძე როგორ კარგად ათამაშდა, ყოჩაღ..

11:09 | 18.06.2016
geo-rugby (8)

დგეს დილით მეზობლებს დილის აერობიკა ჩავუტარე იმხელა ხმაზე ვყვიროდი,რამის კორპუსიდან გამასახლეს მაგრამ სხვანაირად არ გამოვიდოდა,ძალიან ვინერვიულე ბიჭებს ყველაპრისთვის დიდი მადლობა სასიხარულოა როცა ესეთი ნაკრები გვყავს

17:34 | 18.06.2016
მოვიდა ბიძააა (10)

სეკა ))

11:17 | 18.06.2016
maxo_65 (458)

:}

10:54 | 18.06.2016
პანტელეიმონი (1218)

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, ჩვენს ლომებს კი დიდი მადლობა თავდადებისთვის.

10:11 | 18.06.2016
maxo_65 (458)

ფიჯისაც მოვუგებთ..

10:46 | 18.06.2016
პანტელეიმონი (1218)

მოვუგებთ, მოვუგებთ ! ! !

10:10 | 18.06.2016
maxo_65 (458)

გილოცავთ ყველას...

10:10 | 18.06.2016
geo-rugby (8)

მთელი ღამე არ მეძინა თამაშს ველოდებოდი და თან რა თამაშს

10:05 | 18.06.2016
geo-rugby (8)

გენაცვალეთ ბიჭებო,ლომები ხართ

0.111765