ტესტ-მატჩები

14:10 | 17.06.2016 | ნანახია 1703 - ჯერ

ირლანდია „სპირნგბოქსს“ შეცვლილი შემადგენლობით შეხვდება

ირლანდიის ნაკრებმა „სპრინგბოქსთან“ 18 ივნისს გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. „სამყურების“ თავკაცმა ჯო შმიდტმა აფრიკელებთან წინა, მოგებულ მატჩთან (26:20) შედარებით ძირითად შემადგენლობაში ხუთი ცვლილება გააკეთა.

სამხრეთაფრიკული „სტორმერსის“ ყოფილი მხტომელი ქუინ როუ ირლანდიის ნაკრების რიგებში პირველ მატჩს გამართავს, იგი მშობლიური ქვეყნის წინააღმდეგ წარსდგება. მეორეხაზიდან მესამეში გადაიწევს იენ ჰენდერსონი, მას მესამე ხაზში პარტნიორობას რის რადოკი გაუწევს, რომელიც წინა მატჩში მარქაფაში გახლდათ.

„სამყურების“ ღერძი უცვლელია - კონორ მარეი და პედი ჯეკსონი. ცენტრში რობი ჰენშოუს ახალგაზრდა სტუარდ ოლდინგი შეუერთდება, რომელიც ეროვნულ ნაკრებში მესამე მატჩს ატარებს. მარქაფიდან დაწინაურდა კრეიგ გირლოი - ის 11 ნომერზე დადგება. მარჯვენა ბურჯად „ლენსტერის“ ახალგაზრდა პირველხაზელი ტედ ფარლონგი განწესდება, იგი წინა შეხვედრაში შეცვლაზე შემოვიდა.

მარქაფაში ორი დებიუტანტი იქნება - ფლანკერი შონ რიდი და ფულბეკი ტერნან ოჰალორანი.

სამხრეთ აფრიკისა და ირლანიის ნაკრებებს შორის მატჩი 18 ივნისს თბილისის დრიოთ 19 საათზე იოჰანესბურგში დაიწყება.

ირლანდიის რაზმი: 15 ჯარედ პეინი, 14 ენდრიუ ტრიმბლი, 13 რობი ჰენშოუ, 12 სტუარდ ოლდინგი, 11 კრეიგ გირლოი, 10 პედი ჯეკსონი, 9 კონორ მარეი, 8 ჯეიმი ჰისლიპი, 7 რის რადოკი, 6 იენ ჰენდერსონი, 5 ქუინ როუ, 4 დევინ ტონერი, 3 ტედ ფარლონგი, 2 რორი ბესტი, 1 ჯეკ მაკგრეთი
მარქაფა: 16 რიჩარდ შტრაუსი, 17 დევიდ კილკოინი, 18 ფინლი ბილჰემი, 19 დონაკა რაიანი, 20 შონ რიდი, 21 ქირან მარმიონი, 22 იან მადიგანი, 23 ტერნან ოჰალორანი

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088276