ტესტ-მატჩები

12:44 | 17.06.2016 | ნანახია 4449 - ჯერ

ტონგამ ხაზი შეცვალა

ხვალ გამთენიისას, თბილისის დროით 04:45 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიჯიზე, სუვაში, ტონგას შეხვდება, რომელსაც ბოლოს შარშან, მსოფლიო თასზე ეთამაშა და 17:10 დაამარცხა.
სულ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია დღემდე ოთხ თამაშს ითვლის და მათ ანგარიშზე ორ-ორი მოგებაა. პირველი ნაცნობობა 1999 წელს, მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე შედგა და კუნძულელებმა ნუკუალოფაში 37:6 იმარჯვეს. თბილისში რევანში შედგა, ოღონდ მხოლოდ მინიმალური სხვაობით (28:27) და მაშინ მსოფლიო თასზე ტონგა გავიდა. 2014 წელს “ზღვის არწივები” თბილისში გვეწვივნენ და 23:9 გვაჯობეს, თუმცა, შემდგომში გაირკვა, რომ ეს იყო ტაქტიკის ნაწილი, რომელმაც გაამართლა და ინგლისში ტონგას უმნიშვნელოვანეს მატჩში ძლევით, 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური ნაადრევად მოვიპოვეთ.
ტონგას იაპონიის საგზურისთვის წყნარი ოკეანის თასზე უწევს ბრძოლა, რომელიც ორი წლის ჯამში შესარჩევი ეტაპიცაა და ორი საუკეთესო იაპონიაში წავა, ხოლო მესამე, ევროპის შესარჩევი ჯგუფის მეორე გუნდს პლეი ოფში შეხვდება. პირველი წრის პირველი შეხვედრა 11 ივნისს, ფიჯისა და ტონგას შორის შედგა და მიუხედავად იმისა, რომ “არწივებმა” ტაიმი 15:0 მოიგეს, საბოლოოდ 18:23 დამარცხდნენ. ხვალ შესარჩევი ეტაპის ეგიდით ფიჯი სამოას ეთამაშება, ხოლო პირველი წრე 25 ივნისს, სამოასა და ტონგას მატჩით დასრულდება.
მანამდე ტონგელები წყნარი ოკეანის კუნძულებზე ტურნეზე მყოფ “ბორჯღალოსნებთან” ტესტ-მატჩს გამართავენ და ფიჯისთან შეხვედრასთან შედარებით, შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. როგორც ჩანს, გუნდის მთავარი მწვრთნელი ტოუტაი კეფუ შერკინების თამაშით კმაყოფილი დარჩა და აქ მხოლოდ შერკინების შემკვრელი შეცვალა. ქართველების წინააღმდეგ თამაშს იწყებს ფრანგული “აჟენის” მორაგბე სიონე ტაუ, რომლისთვისაც ეს მეორე სანაკრებო შეხვედრაა.
შეიცვალა მგეზავი და სასტარტოში ზელანდიური “კარაკასის” მორაგბე კალი ჰალა გამოჩნდა, ხოლო ლატიუმე ფოსიტამ შუამარბად გადაინაცვლა. შუამარბად იწყებს თამაშს აპაკუკუ მააფუ, ხოლო გარემარბად ოტულეა კატოა დადგება. აღსანიშნავია, რომ ტონგელთა შემადგენლობაში 9 ისეთი მორაგბეა, რომელთა კეპების რაოდენობა 10-ზე ნაკლებია. ყველაზე გამოცდილი გუნდის კაპიტანი ნილი ლატუა, რომელმაც “არწივების” კვართი 45-ჯერ მოირგო. ტონგას შარშანდელ და ამჟამინდელ სასტარტო შემადგენლობებს თუ შევადარებთ, ინგლისში “ბორჯღალოსნების” წინააღმდეგ თამაში 9 ნომერმა ტაკულუამ, ფლანკერმა და კაპიტანმა ლატუმ და კვაჭმა ტაიონემ დაიწყეს.

ტონგა: 15. დევიდ ჰალაიფონუა (გლოსტერი, ინგლისი), 14. ოტულეა კატოა (ედინბურგი, შოტლანდია), 13. აპაკუკუ მააფუ (რანდვიკი, ავსტრალია), 12. ლატიუმე ფოსიტა (პაპატოეტოე, ახალი ზელანდია), 11. ვილიამ იონგი (სან ფრანცისკო, აშშ), 10. კალი ჰალა (კარაკა, ახალი ზელანდია), 9. სონატანე ტაკულუა (ნიუკასლი, ინგლისი); 1. ედი აჰოლელეი (ლონდონ უელში, ინგლისი), 2. ელვის ტაიონე (ექსეტერი, ინგლისი), 3. სიონე ფალეტაუ (სიდენჰემი, ახალი ზელანდია), 4. უილი კოლოოფაი (ჯერსი, ინგლისი), 5. დანიელ ფალეაფა (ალბი, საფრანგეთი), 6. ნილი ლატუ (ნიუკასლი, ინგლისი), 7. ჯეკ რემი (ბლუზი, ახალი ზელანდია), 8. სიონე ტაუ (აჟენი, საფრანგეთი).
სათადარიგოები: 16. კამა საკალია (მარისტი, ტონგა), 17. სიონე ანგააელანგი (კარაკა, ახალი ზელანდია), 18. სილა პაუფისი (გლაზგო უირიორსი, შოტლანდია), 19. ოპეტი ფონუა (ლესტერი, ინგლისი), 20. მიკაელე მაფი (საუთერნი, ახალი ზელანდია), 21. უეინ ნგალუაფე (ვესტ ჰარბორი, ავსტრალია), 22. ვილიამ ჰაკალო (ნორთჰემპტონი, ინგლისი), 23. დანიელ კილიონი (გრენობლი, საფრანგეთი).

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:58 | 17.06.2016
lobjana86 (3)

Vigebt am tamashs da fijistanac, chven upro kargi gundi gvyavs

16:17 | 17.06.2016
buratino (480)

აქამდე უფრო ფრთხილად ვიყავი განწყობილი მაგრამ ახლა უფრო მჯერა რომ მოგების კარგი შანსი გვაქვს. თანაც, ეს თამაში რეიტინგზე გავლენას ახდენს და ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ გამარჯვებას.
ამით ნაღდად (და ცოტა გადაჭარბებითაც) შესრულდება ოკეანეთის მოცემული ტესტების წინ დასახული პროგრამა - მინიმუმ 1 თამაშის მოგება. ყოველ შემთხვევაში, მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდი ასეთი შედეგით და მერე თუნდაც ფიჯისთან წაგებას არაფრად ჩავაგდებდი. იქ უკვე ცოტა იმედი მაქვს, რადგან ის თარსი ინგლისელი მსაჯი (ჯეი-პი დოილი) და ჩვენზე უფრო ძლიერი ფიჯი ალბათ მოგების საშუალებას არ მოგვცემენ

16:49 | 17.06.2016
BEERTRANCE (1073)

მეც მჯერა ბურატინო რო მოსაგები თამაში გვექნება. მთავარია ქულები არ ვაჩუქოთ როგორც სამოას.

13:54 | 17.06.2016
deqstera (86)

ჩვენზე გამოუცდელი შემადგენლობები ამათ ყავთ, ჩვენ უნდა მივიღოთ გამოცდილება თუ კუნძულელებმა

ისე რეალურად ჯობდა ყველა ყოლოდათ და თუნდაც წაგვეგო, რადგან რაც უფრო ძლიერები იქნებოდნენ მით უკეთეს გამოცდილებას მივიღებდით, თუმცა არც ამ შემთხვევაში იქნებიან სუსტები...

13:54 | 17.06.2016
deqstera (86)

პლიუს იმედია უკეთესი ხარისხი იქნება ჩვენების...

13:05 | 17.06.2016
BEERTRANCE (1073)

უნდა ვაჯობოთ

13:44 | 17.06.2016
პანტელეიმონი (1218)

ვაჯობებთ, ვაჯობებთ ! ! !

16:11 | 17.06.2016
buratino (480)

ღმერთმა გისმინოთ

0.081772