20-წლამდელები

23:16 | 16.06.2016 | ნანახია 5121 - ჯერ

ლადო კილასონია: „იტალიასთან შანსები თანაბარია“

ირლანდიასთან გამართული მატჩის შემდეგ, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ ტრადიციულად განვლილი შეხვედრა შეაფასა და მომავალი თამაშის პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ განვლილი მატჩის მე-8 წუთზე მსაჯმა ილია სპანდერაშვილი წითელი ბარათით გააძევა და 70 წუთზე მეტი კაცნაკლული დაგვტოვა. ამ ფონზე „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ ჯამში 197 ბოჭვა შეასრულეს და მათგან 26 გიორგი ცუცქირიძის, ხოლო 20 ბექა გორგაძის ანგარიშზეა.

ლადო კილასონია: „ჩემი აზრით, ეს ამ ტურნირზე ჩვენი საუკეთესო თამაში იყო. ვეთამაშეთ ძალიან კარგ, ორგანიზებულ და სწრაფ გუნდს. კარგად დავიწყეთ, პირველი ლელო დავდეთ და მერე დისციპლინის პრობლემამ გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგვაგდო. 14 კაცით თამაში კლასით უფრო დიდ გუნდთან რთულია. თუმცა მიმაჩნია, რომ ბიჭებმა ამ ამოცანას თავი კარგად გაართვეს და ჩვენი დაცვა სულაც არ იყო იოლად გასარღვევი - 14 კაცისთვის ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი დაცვა ვითამაშეთ. შეტევითაც შევუტიეთდა ბურთი გავშალეთ.

ძალიან რთულია, როცა 70 წუთს კაცნაკლული თამაშობ. ბოლოს სულაც ცამეტნი დავრჩით, მაგრამ ეს ტექნიკური ფოლი იყო. ამ ყვითელ ბარათს მწვრთნელი გაიგებს, მაგრამ წითელი ბარათი, რომელიც პირველ ათ წუთში სრულიად დამსახურებულად მოგვცეს, იყო დისციპლინის დარღვევა, რომელზეც მეტი არაფრის თქმა არ შეიძლება.

მიმაჩნია, რომ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ და ამას ალბათ, ქომაგებიც ამჩნევენ. სწორედ მივიდივართ იმ გზით, რასაც თითოეულ მატჩზე შესრულების 20-30 პროცენტიან ზრდას ვეძახით.

შემდეგი თამაში იტალიასთან გვაქვს და უნდა მოვემზადოთ. იტალიის წინა მატჩების ჭრა დაწყებულია. დღესაც შოტლანდიასთან მატჩის ნაწილს ვუყურეთ - ეს არის ფიზიკურად ძლიერი, ღონიერი გუნდი, რომელიც მძიმე რაგბის თამაშობს. ვფიქრობ, შანსები 50/50 ტოლია.

ცოტა დეტალებს რომ ჩავუღრმავდეთ, ჩვენ გვაქვს რამდენიმე პრობლემა, რაც აღდგენასა და ტრავმებს უკავშირდება. რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშუშოთ ტრავმები. ოთარ გიორგაძეს აქვს მსუბუქი ტვინის შერყევა, რის გამოც ტურნირისა და მსოფლიო რაგბის პროტოკოლით შვიდ დღეს ვერ ითამაშებს, შესაბამისად, გამოტოვებს მატჩს იტალიასთან. მიხეილ ბაბუნაშვილის მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე მატჩის შემდეგ, მაინც ფიზიოთერაფევტების საბოლოო პასუხს ველით, მაგრამ საშიში არაფერია. გიორგი ცუცქირიძესაც მცირედად მუხლი აწუხებს. გვყავს მოთამაშეები, რომლებმაც სამივე მატჩში 80-80 წუთი ითამაშეს და მათი აღდგენაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოედანზე გვჭირდება დასვენებული მორაგბე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კარგად გამოჩნდა დღეს მოედანზე, როდესაც ირლანდიამ დასვენებული მორაგბეები გამოიყვანა“.

საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდის მიხედვით


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:19 | 18.06.2016
orioni (88)

კოლელიშვილი ვერა და ვერ დაღვინდა ...

17:16 | 18.06.2016
orioni (88)

იტალიასთან თამაშით და შედეგით გამოჩდება ამ ნაკრების რეალური ძალა და შესაძლებლობები, ეს თამაში უნდა მოვიგოთ, სხვა ვარიანტი არ განიხილება...

01:17 | 18.06.2016
GO_GO_LELOS (81)

ჩვენი უდისციპლინობის კიდევ ერთი მაგალითი. ეხლა დასრულდა კლერმონი რასინგი საფრანგეთის ჩემპიონატის ნახევარფინალი. დამატებით დროში გააგდეს ვიკტორ კოლელიშვილი მაშინ როცა კლერმონი იგებდა 6 ქულას. ამის შემდეგ რასინგმა გაუტანა ლელო და გავარდა კლერმონი. უნდა მივხედოთ დისციპლინას!

23:40 | 17.06.2016
-_- (5)

თამაში როდისაა?

08:05 | 18.06.2016
აგუერო (65)

20-ში 18:15წუთზე

12:30 | 17.06.2016
პანტელეიმონი (1218)

ყველაზე პრინციპული შეხვედრაა რაც აქამდე ვითამაშეთ, გამარჯვება ბიჭებო ! ! !

10:58 | 17.06.2016
zurageorgevich (45)

იტალიას უნდა მოუგოთ, ეს იქნება პასუხი 6 ერის და მსოლიო რაგბის მამებზე გაცემული პასუხი, რო ჩვენ უკეთესი მომავალი გველოდება ვიდრე იტალიელებს... დისციპლინა ეს ელემენტარული დისციპლინა უკვე კრიტიკის ჩარჩოებს გასცდა და პირდაპირ ქვეყნის, გუნდის, მწვრთნელების და ქომაგის ღალატის ტოლფასია და ეს ბიჭებმა უნდა შეისისლხორცონ, მსგავსი ელემენტარული შეცდომების გამო უკვე მეტად პრინციპული თამაშის დათმობა უპატიებელი შეცდომა იქნება... ჯგუფურ ეტაპს რაც შეეხება, ბიჭებს მსგავსი მაღალი დონის ტურნირი არ უთამაშიათ, ეს მათთვის და მწვრთნელებისთვის დიდი პრაქტიკაა და დიდი მადლობა თავდადებისთვის და ბრძოლისთვის, მონდომება შრომა და წვალება არ დაუკლიათ მართლაც და წარმატებები და გამარჯვებები ბორჯღალოსნებო... 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ეროვნული ზუსტად ამ ბიჭებმა უნდა შეავსონ და მინდა ჩვენდა სასიხარულოთ ვთქვა, რომ უძლიერესი თაობა მოდის და მემგონი არანაკლებები არიან არავისზე მეტი თუ არა და ეს ფაქტი ძაან სასიხარულოა... მოკლედ გაუმაჯვეთ და გაიხარეთ ბიჭებო... იტალიას უნდა მოუგოთ!!!

09:45 | 17.06.2016
BEERTRANCE (1073)

დისციპლინაში თუ არ მივქარეთ იტალიას დავამარცხებთ მსაჯებიანად.

09:14 | 17.06.2016
krasni (587)

იტალიას აუცილებლად უნდა მოვუგოთ.

04:45 | 17.06.2016
გზავნილი (81)

ისიც რომ მიგენიშნებინათ უდისციპლინობა ვისი ბრალია არ იქნებოდა ურიგო

0.112874