საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ფლანკერი ილია სპანდერაშვილი, IX-XII ადგილების ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს და მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში თამაშის უფლება ექნება.
ირლანდიასთან გამართული მატჩის დებიუტში, ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა, რომ ქართველმა მეტოქეს, რომელიც სწრაფად წამოდგომაში და თამაშში დაბრუნებაში ხელს უშლიდა, მკერდში ფეხი მიარტყა, რის გამოც მსაჯმა ის მოედნიდან წითელი ბარათით გააძევა. სადისციპლინო კომისიაზე ილიამ დანაშაული აღიარა, თუმცა დისციპლინარებმა ეს დანაშაული მკაცრად არ განსაჯეს.
მაქსიმალური სასჯელი, რომლითაც შეიძლებოდა სპანდერაშვილი დასჯილიყო, ორი თამაშით განისაზღვრა, თუმცა, გარემოებიდან გამომდინარე იქვე ითქვა, ეს არ იქნება პროპორციულიო და საბოლოოდ მას მხოლოდ ერთი თამაშის გამოტოვება დაეკისრა. ამრიგად, საქართველოს ნაკრები მას იტალიასთან მოისაკლისებს, დასკვნით შეხვედრაში კი, მოედანზე იქნება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სასიამოვნო ინფორმაციაა, იმედია სათანადო დასკვნები იქნება გამოტანილი.
მართლაც რომ ძალიან კარგი ამბავია და სასიამოვნოდ გამიკვირდა, ასე იოლად რომ გადავრჩით. როგორც ჩანს, ყველაფერმა ითამაშა თავისი როლი (ილიას ახალგაზრდული ასაკი, ირლანდიელის უგვანი საქციელი, ჩვენი ქვეყნის მზარდი ავტორიტეტი რაგბში). იმედია, მწვრთნელები და განსაკუთრებით სპანდერაშვილი სათანადო დასკვნებს გააკეთებენ
ეგ ნამდვილად კარგი ამბავია რო მსუბუქად გადარჩა.
მადლობა დისციპლინარებს, მართლაც მარტივად გამოვძვერით, ალბათ ასაკიც გაითვალისწინეს და ეტყობა იმ ირლანდიელმაც აშკარად მიჰქარა, თორემ ასე ადვილად ვერ გადავრჩებოდით. შეიძლება (და ძალიან მინდა ასეც იყოს) საქართველოს მზარდი ავტორიტეტიც გაითვალისწინეს
federer
დასკვნითი შეხვედრა იმას ნიშნავს, რომ IX-XII ადგილებისთვის თამაშობს საქართველო-იტალია და საფრანგეთი-იაპონია. ამ წყვილების გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდებიან და გაითამაშებენ IX-X ადგილს, დამარცხებულები კი XI-XII ადგილს და ბოლო ანუ XII ადგილოსანი დაემშვიდობება ელიტას.
XII-ზე ჩვენ თუ გავედით (და მჯერა რო ბოლოზე არ ვიქნებით) მაშინ XI ადგილოსანი ვარდება რადგან გაისად ჩვენთან ტარდება.
ვაა, ანუ გაისად ყველა ვარიანტში ვიტამაშებთ? ეს არ ვიცოდი
კი ჩვენთან ტარდება გაისად და მიტომ. ამიტომ ამ 1-ელ კი გვეპატიება ჩავარდნა, მარა გაისად უკვე არანაირი ლაფსუსების უფლება არ გვექნება.
დასკვნითი შეხვედრა რას ნიშნავს ვერ მივხვდი?
მადლობა და გულთბილი მოკითხვა კომისიას ! არ მეგონა ესე მარტივად თუ გამოვიდოდით..
გადავრჩით, კარგია.