ტესტ-მატჩები

21:20 | 16.06.2016 | ნანახია 1591 - ჯერ

უელსმა „ოლ ბლექსისთვის“ შემადგენლობა დაასახელა

უელსის ნაკრების შემადგენლობა 18 ივნისს ახალი ზელანდიის ნაკრებთან გასამრათი ტესტ-მატჩისთვის ცნობილია. „ოლ ბლექსთან“ ერთი კვირის წინ წაგებულ შეხვედრასთან (21:39) შედარებით უორენ გეტლანდმა ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება გააკეთა.

მეორეხაზელი ლუკ ჩარტერისი, რომელიც სუპერ რაგბის კლუბ „ჩიფსთან“ გამართულ მატჩში ნაკრებს კაპიტნობდა, მსოფლიო ჩემპიონებთან ამჯერად ძირითად შეამდგენლობაში დაიწყებს თამაშს, ბრედლი დევისი კი მარქაფაში იქნება.

ტრავმირებული გარემარბის, ჯორჯ ნორთის ადგილზე გადაიწევს ფულბეკი ლიამ უილიამსი, მის მაგივრად 15 ნომერზე კი ახალგაზრდა რის პატჩელი დადგება, რომელიც პირველ მატჩში საერთო განაცხადშიც არ ყოფილა.

უელსი: 15 რის პატჩელი, 14 ლიამ უილიამსი, 13 ჯონათან დევისი, 12 ჯეიმი რობერტსი, 11 ჰალან ამოსი, 10 დენ ბიგარი, 9 რის ვები, 8 ტობი ფალეტაუ, 7 სემ ვერბარტონი(კაპ), 6 როს მორიარტი, 5 ალან ვინ ჯონსი, 4 ლუკ ჩარტერისი, 3 სამსონ ლი, 2 კენ ოუენსი, 1 გეთინ ჯენკინსი
სათადარიგოები: 16 სკოტ ბოლდუინი, 17 რობ ევანსი, 18 ტომას ფრანცისი, 19 ბრედლი დევისი, 20 ელის ჯენკინსი, 21 გარეთ დევისი, 22 რის პრისტლენდი, 23 სკოტ უილიამსი

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07859