ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა, ბრისბენში ავსტრალიის 39:28 დამარცხების შემდეგ, მეორე ტესტ-მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილება და ერთი გადაადგილება განახორციელა.
18 ივნისს მელბურნში თამაშს იწყებენ ჯორჯ ფორდი და ჯეკ ნოუელი. ფორდი მგეზავის პოზიციაზე ოუენ ფარელის შეცვლის, რომელიც შუამარბად გადაინაცვლებს და იქ ლუთერ ბარელის ჩაანაცვლებს. „ვარდების“ უკანა ხაზში კიდევ ერთი ცვლილებაა და გარემარბის პოზიციაზე ნოუელი მერლანდ იარდის ადგილს დაიკავებს.
„მთელი კვირის განმავლობაში მოთამაშეები მონდომებით ცდილობდნენ საკუთარი უპიტარესობის და 23-კაციან განაცხადში მოხვედრის უფლების დამტკიცებას. გარკვეულ პოზიციებზე არჩევანის გაკეთება გართულდა, რადგან ყველა ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეროვნული გუნდის კვართის ტარების ღირსია. ვფიქრობ, ეს სწორედ ის 23 მოთამაშეა, რომლებიც ჩემს დავალებებს ზუსტად შეასრულებენ. ჯორჯისა და ოუენის ერთად თამაში გარკვეულ უპირატესობას გვანიჭებს - ერთი ფეხით თამაშობს ზუსტად, ხოლო მეორე ძალიან სწრაფია“ - აფასებს საკუთარ არჩევანს ჯონსი.
კრის რობშოუსთვის მელბურნში თამაში 50-ე იქნება სანაკრებო კარიერაში. მას დებიუტი 2009 წელს არგენტინის ნაკრებთან ჰქონდა.
„როგორც კი ბრისბენის თამაში დასრულდა, მელბურნზე დავიწყეთ ფიქრი და კმაყოფილი ვარ იმ პროგრესით, რომელიც ამ ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა. ყველამ ვიცით, რომ საჭიროა სხვა დონეზე გასვლა და დიდი ინტენსივობით ვემზადებოდით. ერთი კვირის წინ, მატჩის დასკვნითი მეოთხედით უკმაყოფილონი დავრჩით. სამუშაო გვქონდა დაცვაზე. ავსტრალიაში სერიის მოსაგებად ჩამოვედით, ავსტრალია შეეცდება ამაში ხელი შეგვიშალოს, თუმცა ჩვენ მზად ვართ ყველა წინაღობა დავძლიოთ“ - დაამატა ინგლისელთა ავსტრალიელმა თავკაცმა.
ინგლისის ნაკრები 18 ივნისის მატჩისთვის: 15. მიკ ბრაუნი, 14. ენტონი უოტსონი, 13. ჯონათან ჯოზეფი, 12. ოუენ ფარელი, 11. ჯეკ ნოუელი, 10. ჯორჯ ფორდი, 9. ბენ იანგსი; 8. ბილი ვუნიპოლა, 7. ჯეიმს ჰასკელი, 6. კრის რობშოუ, 5. ჯორჯ კრუსი, 4. მარო იტოჯე, 3. დენ კოლი, 2. დილან ჰარტლი, 1. მაკო ვუნიპოლა.
სათადარიგოები: 16. ჯეიმი ჯორჯი, 17. მეტ მულენი, 18. პოლ ჰილი, 19. ჯო ლანჩბერი, 20. ქორთნი ლუისი, 21. ჯეკ კლიფორდი, 22. დენ კერი, 23. ელიოტ დეილი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია