ეროვნული ნაკრები

18:04 | 16.06.2016 | ნანახია 6938 - ჯერ

ჰეიგმა ოთხი შეცვალა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, სამოასთან ფრედ (19:19) ნათამაშები მატჩის შემდეგ, ტონგასთან სუვაში გასამართი შეხვედრისთვის სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა.

უკანა ხაზში მხოლოდ ერთი ცვლილებაა და ტონგელებთან გარემარბად თამაშს თამაზ მჭედლიძე იწყებს, რომელიც გუნდს წყნარი ოკეანის კუნძულებზე საფრანგეთის რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ შეუერთდა და მწვრთნელებმა ერთი კვირის წინ შეცვლაზე ათამაშეს. გიორგი ფრუიძემ თადარიგში გადაინაცვლა.

როტაციის პრინციპით შეიცვალა ორივე ბურჯი და ამჯერად თამაშს ზურაბ ჟვანია და ანტონ ფეიქრიშვილი იწყებენ, ხოლო შერკინების შემკვრელად ლაშა ლომიძის ნაცვლად ბექა ბიწაძე დადგება. ამ უკანასკნელს ნაკრებში ერთი წელია არ უთამაშია და ბოლოს „ბორჯღალოსნების“ კვართი თბილისის თასზე, „მზარდ ირლანდიასთან“ მოირგო.

საქართველოსა და ტონგას რიგით მეხუთე მატჩი 18 ივნისს, გამთენიის 04:45 საათზე დაიწყება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა 1999 წელს, მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე შედგა და ნუკუალოფაში მასპინძლებმა 37:6 მოიგეს, ხოლო თბილისში 1-ქულიანი რევანში შედგა - 28:27. 2014 წელს, თბილისში გამართულ ტესტ-მატჩში კუნძულელებმა 23:9 იმარჯვეს, თუმცა შარშან, მსოფლიო თასზე, „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს აქამდე გამართული შეხვედრებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ჯახი მოუგეს - 17:10.

„ძირფესვიანად გავიარეთ სამოას მატჩი და გამოვავლინეთ ის ასპექტები, რომლის გამოსწორებაც აუცილებელია. არაა გასაკვირი, რომ შარშანდელი მსოფლიო თასის შემდეგ ტონგა რევანშზე იქნება ორიენტირებული. აქედან გამომდინარე მათ ენთუზიაზმსა და ღონეს შესაბამისად უნდა დავუპირისპირდეთ.
ამ კვირაში შესაძლებლობა გვეძლევა იმ მოთამაშეებს დავაწყებინოთ, ვინც წინა კვირას საფრანგეთიდან შემოგვიერთდნენ. პირველ ხაზში დიდი არჩევანი გვაქ და გვინდა მორაგბეებს სათამაშო დრო მივცეთ, რათა მათ დაამტკიცონ, რომ იმსახურებენ სასტარტო თხუტმეტეულს. ეს გუნდში ჯანმრთელ კონკურენციას ქმნის, რაც გუნდს მხოლოდ წაადგება. მიგვაჩნია, რომ რაც შემოგვიერთდა ბექა ბიწაძემ კარგად იმუშავა და ამ შემთხვევაში სასტარტოში ლაშა ლომიძეს შეცვლის.
„სათადარიგო უკანა ხაზელები სასტარტოში დავაბრუნეთ. მათ უმეტესობამ შარშან მსოფლიო თასზე ითამაშა და შესაბამისად დიდი გამოცდილე აქვთ. სამოასთან ფრედ დამთავრებული ტესტის შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ტონგასთან განსაკუთრებით კარგად ვითამაშოთ. ამიტომ მოტივირებულნი ვართ, რომ თამაში სულ სხვა დონეზე ავიყვანოთ და შაბათს უკეთესი რაგბი ვანახოთ“ - აღნიშნა მილტონ ჰაიგმა.
შეგახსენებთ, რომ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების მოგვარება.

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (მონლიუსონი, საფრანგეთი), 14. თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), 12. მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 11. სანდრო თოდუა (ლელო-სარასენსი, თბილისი), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენსი, თბილისი), 9. გიორგი ბეგაძე (ყოჩები, ბოლნისი); 1. ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 2. ჯაბა ბრეგვაძე (ვუსტერი, ინგლისი), 3. ანტონ ფეიქრიშვილი (ბეიონი, საფრანგეთი), 4. გიორგი ჩხაიძე (ლილი, საფრანგეთი), 5. გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფრანგეთი), 6. შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, ბათუმი), 8. ბექა ბიწაძე (შონბრი, საფრანგეთი).

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (გლაზგო, შოტლანდია), 17. კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი), 18. ირაკლი მირცხულავა (ოიონა, საფრანგეთი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (ლელო-სარასენსი, თბილისი), 20. ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფრანგეთი), 21. ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), 22. ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი, რუსეთი), 23. გიორგი ფრუიძე (აია, ქუთაისი).

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:08 | 17.06.2016
BEERTRANCE (1073)

ტონგა რიხიანად დაიწყებს თავიდან, მარა ფიჯიმ როგორც მოუყომარა უსე უნდა ვქნათ ჩვენც.

11:52 | 17.06.2016
iberiana (33)

ყველა წინსვლასთან ერთად საუცხოო ფრთები ჩამოუყალიბდა საქართველოს ნაკრებს თოდუას(წლების მატება თითქოს უკუმიმართულებით აახალგაზრდავებს ამ მორაგბეს) და მჭედლიძის სახით და კიდევ ბევრგან იტყვიან თავიანთ სიტყვას... ნელნელა ეზრდება ვეხვის ბრჭყალები უკანა ხაზს და შორს არაა ის დრო, როცა მრისხანე შერკინების სადარივე იქნება. გეწეოდეთ უფალი მთელს სარაგბო სახლს!

11:21 | 17.06.2016
zurageorgevich (45)

ამ თამაშის წამოება შეიძლება... ტონგა აღარ არის ჩვენთვის ის გუნდი, რომ ფავორიტს და გრანდს ვუყუროთ... მე თუ მკითხავ ამ თამშს მორაგბეების წინასამატჩო ფსიქოლოგიური განწყობა მოიგებს, ძალას რაც შეეხება ბევრად ჯანზე ვართ, ერთადერთი რაშიც ცოტათი შეიძლება წინ იყვნენ ეს უკანახაზელები არიან, აქვე ვიტყვი, რომ არ დაგვავიწყდეს ჩვენი თაზო მჭედლიძე რომელმაც ტოპ14-ში 6 თუ 7 ლელო დადო და საუკეთესო მელელოვეთა სიაშიც მოხვდა, მართალია 15-ე ადგილზე მარა მაინც საუკეთესოებში... ბიჭებო წარმატებები ... ეს თამაში უნდა წამოვიღოთ...

10:02 | 17.06.2016
buratino (480)

აბა თქვენ იცით, ჩვენო საამაყო ქართველნო! ზოგადად რომ შევხედოთ, ორმაგად და სამმაგად ძნელი იქნება, რადგან ამ თამაშს ტონგა გაასკეცებული მოტივაციით ხვდება. ერთი რომ სარეიტინგო წინსვლისა და კონკრეტულად ჩვენი გადასწრების შანსი აქვს, და მეორეც, შარშანდელ მსოფლიოზე განცდილი მარცხის მონელება სწადიათ. თუმცა, მელიტონა და ჩვენი ლომკაცები იმით გამოირჩევიან რომ შეცდომების (წინა თამაშში) ანალიზის საუცხოო უნარი გააჩნიათ, ხოლო მოედანზე თავდადება ნამდვილად არ ესწავლებათ. მოკლედ, მეტი სიზუსტე თამაშის დროს, მეტი ორგანიზებულობა და მჯერა, ტონგას დავამარცხებთ!

09:43 | 17.06.2016
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით. ცოტა მეტი დისციპლინა რო ქულები არ ვაჩუქოთ და ნამდვილად შეგვიძლია ტონგას დამარცხება.

01:13 | 17.06.2016
qomagi (248)

წარმატებები ჩვენს ლომებს!!! მოუთმენლად ველი მატჩს და მჯერა წარმატების. ძალიან კარგი, თუ ძირითადის ბევრ მორაგბეს არ ათამაშებენ, თუმცა სამოაზეც ასე ვფიქრობდი და ფიჯისთან მატჩისთვის მხოლოდ 2 გამოცდილი მორაგბე დაიმატეს - ტუსი პისი და ფაივალე, თუ სწორად მახსოვს.

23:10 | 16.06.2016
iberiana (33)

ბოდბის ივერიის ღვთისმშობელი გაგიძღვეთ ძმებო

22:39 | 16.06.2016
→ LELOS← (98)

მსოფლიოზე რომ ვეთამაშეთ იმ სასტავიდან მარტო ტაიონე,ლატუ და ტაკულუა იქნებიან ძირითადში ასე რომ არ არის ისე საქმე რომ მოგება არ შეიძლებოდეს.ეგრეც იქნებოდა იმიტომ რომ სამოასთვის ინახავენ მოთამაშეებს გადამწყვეტი თამაშისთვის და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.წარმატებეი ჩვენ ბიჭებს!!!

20:07 | 16.06.2016
პანტელეიმონი (1218)

გამარჯვებას გისურვებთ ბორჯღალოსნებო

20:02 | 16.06.2016
არჩილ სოხუმელი (484)

წარმატებები ჩვენს მორაგბეებს

0.089847