ტესტ-მატჩები

17:32 | 16.06.2016 | ნანახია 2158 - ჯერ

სავეა სკამზე, ვაითლოკი ბრუნდება - ცვლილებები „ოლ ბლექსის“ შემადგენლობაში

ახალი ზელანდიის ნაკრები 18 ივნისს უელსის ნაკრებთან სამმატჩიანი სერიის მეორე ტესტს გამართავს. „ოლ ბლექსის“ ძირითად შემადგენლობაში წინა, მოგებულ მატჩთან (39:21) შედარებით ორი ცვლილებაა.

სტივ ჰანსენის გადაწყვეტილებით, ბენ სმიტი თავის 50-ე მატჩს ეროვნულ ნაკრებში გარემარბის პოზიციაზე ითამაშებს, იგი ჯულიან სავეას პოზიციაზე გადაიწევს. როგორც ჩანს, წინა მატჩში სავეას გარჯა ჰანსენს არ მოეწონა და ის მარქაფაში იქნება.

ფულბეკის პოზიციაზე, რომელსაც ბენ სმიტი იკავებდა, ისრაელ დეგი დადგება, რომელიც სმიტის მსგავსად ნაკრებში 50-ე კეპს მოიხვეჭს. სამწვრთნელო შტაბმა მეორე ცვლილება მეორეხაზში განახორციელა, კვლავ ძირითადში ვიხილავთ სემ ვაითლოკს, რომელიც ლუკ რომანოს ჩაანაცვლებს, ეს უკანასკნელი საერთოდ 23-კაციან განაცხადშიც არაა.

„პირველ მატჩში სხადასხვა კუთხით თავი კარგად წარმოვაჩინეთ, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ დიდი ზეწოლის დროს ცივი გონება შევინარჩუნეთ. თუმცა, დიდი მოლოდინია, რომ ჩვენი თამაში გაუმჯობესდება. მეტი სიზუსტეა საჭირო, როგორც დაცვაში, ასევე შეტევის დროს. მინდა მივულოცო ისრაელ დეგსა და ბენს სმიტს 50-ე თამაში ნაკრებში, ეს მართლაც დიდი შედეგია“ - განაცხადა „ოლ ბლექსის“ თავკაცმა სტივ ჰანსენმა.

მატჩი 18 ივნისს თბილისის დროით 11:35 სთ-ზე ველინგტონში დაიწყება.

ახალი ზელანდიის შემადგენლობა უელსთან: 15. ისრაელ დეგი, 14. ბენ სმიტი, 13. მალაკაი ფეკიტოა, 12. რიან კროტი, 11. ვაისაკი ნაჰოლო, 10. აარონ კრუდენი, 9. აარონ სმიტი, 8. ქირან რიდი (კაპ), 7. სემ ქეინი, 6. ჯერომი კაიონო, 5. სემ ვაითლოკი, 4. ბროდი რეტალიკი, 3. ოუენ ფრენკსი, 2. დენ კოულსი, 1. ჯო მუდი.

მარქაფა: 16. ნათან ჰარისი, 17. უაიტ კროკეტი, 18. ჩარლი ფაუმუინა, 19. პატრიკ ტუიპულოტუ, 20. არდი სავეა, 21. ტიჯეი პერენარა, 22. ბოდენ ბარეტი, 23. სეტა ტამანივალუ.

უჩა გოგიძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:58 | 17.06.2016
qomagi (248)

ნეჰე მილნერ-სქადერი სად არის, დატრავმულია თუ რატომ არ არის ნაკრებში? კაცი მსოფლიო თასის აღმოჩენად აღიარეს.

10:21 | 17.06.2016
buratino (480)

მილნერ-სქადერი მარტის თვეში სერიოზულად დაიტრავმა (ბეჭი ამოიგდო) და ოპერაციის გაკეთება მოუწია. შემდეგ გაცხადდა, რომ იგი გამოტოვებდა არათუ ზე-15-ის დარჩენილ სეზონს არამედ ზელანდიის ნაკრების საზაფხულო ტესტებსაც

0.081452