მსოფლიო თასი

16:10 | 16.06.2016 | ნანახია 2213 - ჯერ

სამოამ ოთხი შეცვალა

სამოას ეროვნულ ნაკრები 18 ივნისიდან 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპში ჩაერთვება და სუვაში ფიჯისთან გასვლით მატჩს გამართავს.

ერთი კვირის წინ სამოელებმა საქართველოსთან ტესტ-მატჩი გამართეს და 19:19 ითამაშეს. იმ შეხვედრაში კუნძულელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა ერთბაშად 10 მორაგბეს, რომელთაგან 4 სასტარტოში, ხოლო 6 თადარიგში იყო.

მომავალი შეხვედრისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალამა ლერემიამ ბირთვი შეინარჩუნა და 15 დამწყებში ოთხი ცვლილება განახორციელა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა გამოცდილი მგეზავი, 33 წლის ტუსი პისი. შეიცვალა ორივე ფლანკერი. გუნდში დაბრუნდა ფაიფილი ლევავე, ხოლო გრეგ ფოეს, რომელიც ქვეყნის ღირსებას 7-კაცა რაგბიში იცავდა, 15-კაცა ნაკრებში დებიუტი ექნება. პირველ ხაზში თამაშს იწყებს მარცხენა ბურჯი საკარია ტაულაფო.

პირველ მატჩში ფიჯი ტონგასთან 0:15 ჩამორჩა, თუმცა თამაშის შემოტრიალება მოახერხა და საბოლოოდ 23:18 იმარჯვა. მომავალი შეხვედრისთვის მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე მოთამაშე შეცვალა, ხოლო ნაწილს პოზიცია შეუცვალა. გარემარბად ადრი დელაის ნაცვლად ვაისეა ნაიკალევუ გამოჩნდა, ოღონდ ის პატრიკ ოსბორნს ფლანგს გაუცვლის; შეიცვალა 9-10-12 ნომრები და შერკინების შემკვრელი. ლეონ ნაკარავამ მეორედან მესამე ხაზში გადაინაცვლა და მისი ადგილი რატუნიარავამ დაიკავა.

ფიჯი: 15 Samisoni Viriviri, 14 Waisea Nayacalevu, 13 Vereniki Goneva, 12 Eroni Vasiteri, 11 Patrick Osborne, 10 Seremaia Bai, 9 Henry Seniloli, 8 Eremasi Radrodro, 7 Naulia Dawai, 6 Leone Nakarawa, 5 Tevita Cavubati, 4 Api Ratuniyarawa, 3 Leeroy Atalifo, 2 Sunia Koto (c), 1 Campese Maáfu
სათადარიგოები: 16 Viliame Veikoso, 17 Peni Ravai, 18 Taniela Koroi, 19 Nemia Soqeta, 20 Mosese Voka, 21 Serupepeli Vularika, 22 Ben Volavola, 23 Benito Masilevu.

სამოა: 15 Albert Nikoro, 14 Faatoina Autagavaia, 13 Reynold Lee-Lo, 12 Faialaga Afamasaga, 11 David Lemi (c), 10 Tusiata Pisi, 9 Dwayne Polataivao, 8 Alafoti Faosiliva, 7 Greg Foe, 6 Faifili Levave, 5 Teofilo Paulo, 4 Faatiga Lemalu, 3 James Johnston, 2 Motu Matuu, 1 Sakaria Taulafo
სათადარიგოები: 16 Maatulimanu Leiataua, 17 Sam Aiono, 18 Census Johnston, 19 Jeff Lepa, 20 TJ Ioane, 21 Pelefofoga Cowley, 22 Patrick Faapale, 23 Malu Falaniko.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:41 | 17.06.2016
BEERTRANCE (1073)

მაგარი ჯახი იქნება, მაგრამ მაინც მგონია რო ფიჯი აჯობებს.

00:56 | 17.06.2016
qomagi (248)

ტუსი პისი დიდი ძალაა სამოასთვის, სამოაც და ფიჯიც სრული საბრძოლო შემადგენლობით არიან და მაგარი ჯახი იქნება. ჩვენთან თამაშის შემდეგ მხოლოდ 2 გამოცდილი მოთამაშე დაიმატა სამოამ ფიჯისთან ჯახისთვის - ტუსი პისი და ფაიფილი ლევავე, ასე რომ ჩვენთან ფაქტიურად პირველი შემადგენლობით ყოფილან და კიდევ ერთხელ ყოჩაღ ჩვენს ბიჭებს ასეთი მაგარი თამაშისა და თავდადებისთვის!!!

0.07776