11 ივნისს ბორჯღალოსნებმა წლევანდელი ივნისის ტესტ-სერიის პირველი მატჩი გამართეს სამოას წინააღმდეგ და 19:19 დაზავდნენ.
მეორე დღეს ნაკრები ფიჯიზე გაემგზავრა, სადაც სუვაში აგრძელებს მზადებას ტონგას წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის, რომელიც 18 ივნისს, საქართველოს დროით 04:45 (გამთენიას) საათზე დაიწყება.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების მოგვარება.
გუნდმა რამდენიმე დღე აღდგენასა და რეაბილიტაციას დაუთმო და უკვე აქტიურად ვარჯიშობს.
მილტონ ჰეიგი ოკეანეთის ტურნეს განვლილი პირველი ტესტისა და ტონგასთან მომავალი მატჩის შესახებ:
„ვინაიდან სამოასთან საკმაოდ დამღლელი მატჩი გამოდგა, ჩვენი ყურადღება მოთამაშეთა აღდგენაზეა გადატანილი, რათა კარგად მოემზადონ შემდეგ, ურთულესი ტესტისთვის.
„ტონგა წყნარი ოკეანის თასზე კარგად ეთამაშა ფიჯის, 15 ქულა მიითვალეს პირველ ნახევარში და სრულად დომინირებდნენ, აქედან გამომდინარე გააზრებული გვაქვს თუ რაოდენ რთული ტესტი გველის.
„ძირფესვიანად გავიარეთ სამოას მატჩი და გამოვავლინეთ ის ასპექტები, რომლის გამოსწორებაც აუცილებელია. არაა გასაკვირი, რომ შარშანდელი მსოფლიო თასის შემდეგ ტონგა რევანშზე იქნება ორიენტირებული. აქედან გამომდინარე მათ ენთუზიაზმსა და ღონეს შესაბამისად უნდა დავუპირისპირდეთ.“
საქართველოს რაგბის კავშირი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები ბიჭებო, მთელი საქართველო თქვენთან ვართ!!!
აბა თქვენ იცით, აკლიმატიზაცია ბოლომდე უნდა გქონდეთ უკვე გავლილი.
ნაკლები ხარვეზი, მეტოქეს ქულები აღარ ვაჩუქოთ და ტონგას დავამარცხებთ.
რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !