იაპონიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ჯეიმი ჯოზეფის დებიუტი 12 ნოემბერს თბილისში, საქართველოს ნაკრებთან მატჩში შედგება.
ახალზელანდიელი სპეციალისტი „საკურების“ თავკაცად უკვე ოფიციალურად არის დადგენილი, თუმცა იგი ამჟამად სუპერ რაგბის კლუბ „ჰაილენდერსს“ უდგას სათავეში და ტურნირის დასრულების შემდეგ იაპონიის ნაკრებზე დაიწყებს ზრუნვას. მანამდე კი, იაპონელებს „სანვულვზის“ მთავარი მწვრთნელი მარკ ჰამეტი და რიუჯი ნაკატაკე თავკაცობენ.
თბილისური მატჩის შემდეგ იაპონელები კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავენ - 19 ნოემბერს სტუმრად უელსთან და 26 ნოემბერს ნეიტრალურ მოედანზე ფიჯისთან. რაც შეეხება „ბორჯღალოსნებს“, ისინი იაპონიის შემდეგ 18 ნოემბერს თბილისში სამოას დახვდებიან, ხოლო 26-ში შოტლანდიელებს გასვლაზე შეებმებიან.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია ჩავუმწარებთ დებიუტს.
მაგრად გადარჩა კანადაში იაპონია
ჯოჟეფის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. ესეთი სათაური ექნება მეორე დღეს იაპონურ პრესას.შოტლანდიაზე კიდე რა უნდა ვთქვა ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თამაში საქართველოსთვის და რათქმაუნდა წარმატებები მინდა უსურვი ჩვენ ბიჭებს!!!
უდიდესი პატივისცემით იაპონიასაც და სამოასაც, მაგრამ სულ სხვა ელფერი ექნება ალბათ კელტებთან გასვლაზე თამაშს(თუნდაც იმიტომ რომ 6 ერის წარმომადგენელია). თან მითუმეტეს, თუ ულამაზეს მარილენდზე შედგება: "შოტლანიის ყვავილი" არტილერიის ზალპის ფონზე სამეფო გვარდიელების თანხლებით, დედოფალი, ტრადიციების ფეიერვერკი... კავკასიელი მთიელები ბრიტანელ მთიელებთან. გეწეოდეთ ბიჭებო წმიდა გიორგი!