20-წლამდელები

11:17 | 15.06.2016 | ნანახია 4365 - ჯერ

აბდალაძე საქართველოსთან იწყებს - 13 ცვლილება ირლანდიაში

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მომავალმა მეტოქე ირლანდიამ, წინა მატჩთან შედარებით სასტარტო შემადგენლობაში 13 ცვლილება განახორციელა და პრაქტიკულად, სულ სხვა გუნდით გვეთამაშება.

ირლანდიელებმა მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში უელსს 0:17 ჩამორჩენის შემდეგ 26:25 აჯობეს, ხოლო ოთხი დღის წინ მოქმედი ჩემპიონი ახალი ზელანდია სენსაციურად დაამარცხეს - 33:24.

„უმცროსი ბორჯღალოსნების“ წინააღმდეგ ირლანდია განახლებული პირველი ხაზით იწყებს თამაშს და სასტარტო შემადგენლობაშია „ლენსტერის“ ქართველი ბურჯი ვახ აბდალაძე. იმ მოთამაშეთაგან, რომლებიც „ოლ ბლექსის“ წინააღმდეგაც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, თამაშს იწყებენ მეორეხაზელი შონ ოკონორი და მესამეხაზელი გრეგ ჯონსი.

მანჩესტერ სიტის აკადემიის სტადიონზე მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელე-რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე შედგება.

„ძალიან კარგ მდგომრაოებაში ვართ, რადგან ორი ჩატარებული მატჩიდან ორივე მოვიგეთ. ახლა გველის სერიოზული გამოცდა ფიზიკურად ძლიერ საქართველოსთან. მათ რიგ ეპიზოდებში უელსის ნაკრები დაჩაგრეს, ახლა ეცდებიან უფრო შემოქმედებითად ითამაშონ და მოედანზე თავდაჯერებულნი გავლენ. ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, თამაშები მალ-მალე გვიწევს და ამიტომ, აუცილებელია ყველა მოთამაშე გამოვიყენოთ. რამდენიმე ბიჭი პირველად იწყებს თამაშს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე და მოუთმენლად ველით მათ მოქმედებას“ - ამბობს ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნაიჯელ კაროლანი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:09 | 16.06.2016
orioni (88)

იმის გათვალისწინებით რომ კაც ნაკლულები ვიყავით, ნორმალური შედეგია. დარწმუნებული ვარ რომ არა წითელი ბარათი სხვა ანგარიში დაფიქსირდებოდა. - შერკინება ისევ მოწოდების სიმაღლეზე, -დაცვა კარგი თავის ბოჭვებით და ხაზის აწევით, ხელით თამაშიც რამოდენიმე მომენტში გამოგვივიდა, მაგრამ დერეფანი კატასტროფა,..საერთო ჯამში ბიჭებმა დიდი გამოცდილება მიიღეს, ჯგუფური თამაშებით უკმატოფილო ნამდვილად ვერ ვიქნებით, თან არ დაგვავიწყდეს პირველად მოუსინჯეს კბილი მსოფლიოს თან ,,სიკვდილის" ჯგუფში... მაგრამ მთავარი ჯერ წინაა, აი დარჩენილ 2 თამაშში უნდა ვაჩვენოთ მაქსიმუმი..

00:04 | 16.06.2016
geogoli (367)

მიუხედავად წაგებული თამაშისა მაინც უამრავი პოზიტივი იყო, უპირველესი კი შერკინების თამაში. ზელანდია, უელსი და ირლანდია მოვილიეთ და შერკინებაში თამამად ვიტყვი რო სამივე დავჩაგრეთ. 14 კაცითაც იყო მომენტები როცა შეტევას ნორმალურად ვანვითარებდით და დაცვასაც ნორმალურად ვახერხებდით. ძალიან გამახარა ვასკას ლელომ. მე მატჩამდე ვთვლიდი რომ ირლანდიასთან დადებული ლელო უკვე წარმატება იქნებოდა. ამ გუნდს აშკარად შეუძლია უფრო უკეთ თამაში შემდეგ 2 გუნდთან.
სპანდერაშვილს შეცდომა მოუვიდა და ამ ასაკში არავინაა დაზღვეული მსგავსი შეცდომებისგან. კარგი გაკვეთილი იქნება და შემდეგში ორმაგად მოინდომებს.
მე იმედიანად ვარ განწყობილი შემდეგი თამაშების წინ

23:05 | 15.06.2016
shotai-olimpi (89)

სწორი კომენტარებია ქვემოთ, აუტის დამუშავება ის,ე რომ საკუთარი აუტების ნახევარი მაინც მოიგო მსოფლიოს არცერთი ფორმაციის ნაკრებისთვის არ არის პრობლემა და ჩვენთან რა გახდა? ეს არ არის ის ასპექტი რომელიც თუნდაც ერთ თვეში არ დამუშავდეს!! ეს გამოსწორებადია და უნდა იმუშაონ ამაზე, ხელით სწრაფი თამაში ხომ არაა რომლის გამომუშავებასაც წლები სჭირდება? სპანდერაშვილი კიდევ ცალკე თემაა, რას იქნევდა ამ ფეხებს რა ჰგონია 20 კამერა უყურებს, საქართველოს პირველობა ხომ არაა მსაჯმა რომ ვერ დაგინახოს ვიდეორეფერი ხომ მაინც შეგნიშნავს? თუნდაც ვერ დაგინახოს ვიდეორეფერიმ წიხლი უნდა ურტყა მოწინააღმდეგეს? აკიდებენ ეხლა მინიმუმ ერთთვიან დისკვალიფიკაციას. მაინც კარგად იბრძოლეს ბიჭებმა, ეს ჩემპიონატი მათ აქტივში უნდა ჩაითვალოს ოღონდ გახსოვდეთ რომ მიღწეულზე არც თქვენ უნდა გაჩერდეთ და არც გულშემატკივარი გაჩერდება, კრიტიკა ზრდის აუცილებელი პირობაა, ასე რომ გაათმაგებული ენერგიით გააგრძელეთ ვარჯიში და თქვენ თაობას აუცილებლად მოუწევს ბობოლებთან მუდმივი რკენა, წარმატებები ბიჭებო, პირველი მსოფლიოა და ამგვარი შეცდომების გარეშე წარმოუდგენელია, გაისად ერთიორად გაზრდილები იქნებიან მჯერა!!!

23:21 | 15.06.2016
პანტელეიმონი (1218)

ძალიან დასანანია გაცუდებული აუტებით ამდენი ბრძოლით მოგებული უპირატესობის განიავება, სპანდერაშვილის საქციელზე კი რა უნდა ითქვას, ალბათ ყველაზე მეტად თვითონ ნანობს ჩადენილს, რომ არა ეს ფაქტი სულ სხვა სცენარით წარიმართებოდა მატჩი.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა ამ მატჩში ბევრად უფრო მეტი იყო პოზიტივი და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბიჭები უახლოეს დროში მაგრად დაჩაგრავენ "6 ერის" გუნდებს.

22:42 | 15.06.2016
maxo_65 (458)

სპანდერაშვილისთვის გაკვეთილი უნდა იყოს, არ შეიძლება ასე ტლინკების ყრა..დერეფნები ხომ ცალკე თემაა.. უფრო მეტი შეუძლია ამ ბიჭებს... ჩემი აზრით ჯობდა რომ, ამ არაფრისმომცემ თამაშში უმეტესობა წამყვანი მოთამაშეები დაესვენათ..რამოდენიმე ბიჭმა ტრამვაც მიიღო..შეუძლია ჩვენ გუნდს ამ ტურნირზე ერთი თამაში მაინც რომ მოიგოს...

21:46 | 15.06.2016
orioni (88)

რა გახდა ეს დერეფანი, 5 დან 4 წაგება რა უბედურებაა, ივარჯიშონ და დაამუღამონ რა, შერკინებით მოპოვებული ბურთი დერეფანში იკარგება...

16:19 | 15.06.2016
zulu (12)

ამ გუნდას შეუძლია იბრძოლოს 9-ე ადგილისთვის და ესეც დიდი შედეგი იქნება წელს.
აი მომავალ წელს როცა ჩვენთან გაიმართება მსოფლიო თასი მაშინ კი უნდა ვიბრძოლოთ 8-გუნდში მოსახვედრად, თან გუნდის უმრავლეობა შეძლებს მომავალ წელსაც ამ ასაკში თამაშს და გულშემატკივრებიც იმედია ბლომად ვიქნებით თამაშებზე რაც ჩვენ გუნდს ძალას შემატებს.
დღეს კი თავისუფლად უნდა ითამაშონ მათ უკვე დაამტკიცეს რომ ღისეულად გავიდნენ წლევანდელ ტურნირზე.
ასე რომ, ბიჭებო მიდით გვასიამოვნეთ ისეთი რაგბით რომელიც გვინდა რომ ვნახოთ თქვენგან (ირე როგორც უელსთან).

14:39 | 15.06.2016
iberiana (33)

დარწმუნებული ვარ, ისევე იბრძოლებენ ბიჭები როგორც უელსთან იბრძოლეს. მთავარია ღირსება და ღირსეული წინააღმდეგობა, დანარჩენი უფლის ხელშია. შეეწიოთ დედა ღვთისა, ამინ!

0.091238