ტესტ-მატჩები

20:31 | 14.06.2016 | ნანახია 1649 - ჯერ

„სპრინგბოქსში“ ვეტერანს უხმეს

„სპრინგბოქსში“ ირლანდიის ნაკრებთან ჩასატარებელი ორი მატჩისთვის ვეტერანი მგეზავი მორნ სტეინი გამოიძახეს, ამის შესაებ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

ფრანგული „სტად ფრანსეს“ მორაგბის ხმობა ძირითადი ათიანის, პეტ ლემბის ტრავმამ განაპირობა, რომელიც შაბათს ირლანდიელებთან წაგებულ მატჩში (20:26) დაშავდა. სავარაუდოდ, „სამყურებთან“ ძირითად შემადგენლობაში ელტონ იანტიზი იქნება, მარქაფიდან კი, ახლადგამოძახებული სტეინი შეენაცვლება.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში აფრიკელების კიდევ ერთმა მგეზავმა ანდრე პოლარდმა მძიმე ტრავმა მიიღო, ასე რომ სამწვრთნელო შტაბს ვეტერანი სტეინის გამოძახების გარდა სხვა რეალური გამოსავალი არ დარჩა.

სტეინს სანაკრებო კარიერა 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ უნდა დაესრულებინა, თუმცა, როგორც ჩანს მშობლიურ ნაკრებში კიდევ სჭირდებათ. მას სულ მალე 32 წელი შეუსრულდება და „სპრინგბოქსის“ 31-კაციან რაზმში ყველაზე ასაკოვანია.

შეგახსენებთ, სამმატჩიანი დაპირისპირების მეორე ტესტ-მატჩში სამხრეთ აფრიკა ირლანდიას 18 ივნისს, იოჰანესბურგში შეხვდება.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083719