20-წლამდელები

16:47 | 14.06.2016 | ნანახია 5309 - ჯერ

U20: შემადგენლობა დაუმარცხებელ ირლანდიასთან

ხვალ, 15 ივნისს, მანჩესტერში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე სამატჩო დღე, ჯგუფური ეტაპის ბოლო რკენები გაიმართება. მესამე ტურში უმცროსი ბორჯღალოსნები ჯგუფის ლიდერს, ირლანდიას შეებმებიან. მატჩი მეორე ტურის მსგავსად მანჩესტერ სისტის აკადემიის სტადიონზე გაიმართება და საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს თიბისი ბანკი და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგვთავაზებენ.

ტურნირი 7 ივნისს დაიყწო. პირველ ტურში 20-წლამდე ბორჯღალოსნები დებიუტი შედგა ელიტაში, რომელშიც მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს, ახალ ზელანდიელებს შევხვდით. მსოფლიო ჩემპიონთან დებიუტი ურიგო გამოგვივიდა და მატჩი 55:0 დავთმეთ.

ოთხ დღეში უელსს, 20-წლამდე 6 ერის ჩემპიონს ვეთამაშეთ, რომელსაც წინა კვირას ირლანდიასთან უმნიშვნესი თამაში ერთი ქულის სხვაობით - 25:26 წაეგო. უელსელებსაც და უმცროს ბორჯღალოსნებსაც მოტივაცია გაათასმაგებული ჰქონდათ. უელსს მოგება ჭირდებოდა, ჩვენ კი ჩვენი პოტენციალის ჩვენება ჰაერივით გვინდოდა, რომლის გამოვლენა წინა შეხვედრაში ვერ შევძელით. მატჩამდე უმცროს ბორჯღალოსანთა ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ განაცხადა, რომ მიზანს მინიმუმ ჩვენი შესაძლებლობების და თამაშის ხარისხის 20-30 პროცენტით გაზრდა წარმოადგენდა.

რკენა დაძაბული გამოდგა და წინა შეხვედრისგან, როგორც ცა და დედამიწა განსხვავდებოდა. პირველი ტაიმი 6:7 დასრულდა უელსელთა სასარგობლოდ, მეორე ტაიმში გუნდებმა თითო თითო ჯარიმის გატანაშეძლეს და საბოლოო ანგარიში 9:10 დაფიქსირდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან. გელა აფრასიძეს, რომელმაც 11 ივნისს ნაკრებს ყველა ქულა ჯარიმებით მოუტანა, ბოლო დარტყმა არ გამოუვიდა.

„წინა მატჩი ერთმნიშვნელოვნად ჩვენ აქტივში უნდა ჩაიწეროს. თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ - ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც რაც მთავარია. ზელანდიის შემდეგ პირველივე დღე დაეთმო აღდგენას და ვიდეოანალიზს. შემდეგ გვქონდა დაცვის ვარჯიში, სადაც ზელანდიასთან დანახული პრობლემების გამოსწორება ვცადეთ - უფრო, რომ ავხსნათ გავშლილიყავით ბოლომდე, მოედნის მთელი სივრცე აგვეღო დაცვაში და მაქსიმალურად წინ ავსულიყავით. დაცვის ვარჯიშმა ძალიან კარგად ჩაიარა და მატჩამდე ერთი დღით ადრე გვქონდა კაპიტნის ვარჯიში, რომელმაც ასევე ძალიან კარგად ჩაიარა.“

„ხვალ გველის ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან სერიოზული მატჩი, სადაც კიდევ ერთხელ უნდა მოვუმატოთ ჩვენ თამაშს - წინაზე ჩვენი ამოცანა იყო 20-30 პროცენტით მოგვემატებინა. ხვალაც შემდეგი ნაბიჯიც ეს იქნება, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ.

„კარგად შევისწავლეთ ირლანდიის მატჩი უელსთან. ეს არის ძალიან მოძრავი და ძალიან კარგი გუნდი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ უნდა მოუგოს კონკრეტულ მოწინააღმდეგეს - კარგად იცის სად არის მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები. თუ ამინდი ხელს შეუწყობთ, არ მგონია ჩვენთან „ჯახით“ თავი მოიკლან. შესაბამისად ალბათ უფრო სწრაფ და გაშლილ თამაშს შემოგვთავაზებენ.“ განაცხადა ლადო კილასონიამ.

სატურნირო რაზმში ერთი იძულებითი ცვლილებით

ზელანდიასთან მატჩში მეორე ხაზელ გიორგი ჯავახიას ძველი, კლუბში მიღებული ბარძაყის კუნთის ტრავმა გაუმიზეზდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის შემდეგ იგი თავს კარგად გრძნობდა და რამდენჯერმე ივარჯიშა, საბოლოო სამედიცინო შემოწმებამ დააგინა, რომ ამ კონდიციით მისი თამაში და ვარჯიში არ შეიძლება. თუმცა საშიში არაფერია, მას მხოლოდ აღდგენა და რეაბილიტაცია სჭირდება.

ჯავახიას მდგომარეობის გამო, სამწვრთნელო შტაბმა მისი შეცვლა გადაწყვიტა. მის ნაცვლად ტურნირზე რაგბის კლუბ ‘იუნკერების’ მესამე ხაზელ სანდრო მამამთავრიშვილს უხმეს, რომელიც გუნდს ხვალიდან შეუერთდება.

კაპიტნის ვარჯიში

უელსის მატჩის შემდეგ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ერთი დღე დაისვინეს და პირველად გუშინ ივარჯიშეს. დღეს კი ტრადიციულ კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ. დღესვე სამწვრთნელო შტაბმა ნაკრების სამატჩო რაზმი დაასახელა.

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვქონდა, რომელიც თავდაჯერებულობას გვმატებს ირლანდიის წინ. გვაქვს ძალიან რთული მატჩი ირლანდიასთან, რომელმაც შეუძლებელი შეძლო - ჯერ უელსს მოუგო, ხოლო შემდეგ სძლია ახალ ზელანდიას და ამით ისტორიაში შევიდა (პირველი ირლანდიის ნაკრებია, რომელმაც შეძლო ზელანდიის დამარცხება). შესაბამისად ფრსიქოლოგიურად ირლანდიელები ძალიან კარგად იქნებიან.

„მათ რვა დღის განმავლობაში ორი ძალიან რთული თამაში ითამაშეს და ალბათ სამწვრთნელო შტაბი დილემის წინაშე იქნება - ჩვენთან დააყენოს იგივე შემადგენლობა თუ შეცვალოს. ძალიან რთული თამაში იქნება და მიმაჩნია, რომ ის გუნდი იმარჯვებს ვისაც მეორე ტაიმის ბოლომდე გამძლეობა ეყოფა. ირლანდიელების ძლიერი მხარე შერკინებაში კარგი თამაშია, რაც ჩვენ ძლიერ მხარედაც შეიძლება ჩაითვალოს. ირლანდიელები თამაშობენ სწრაფ რაქს და ბურთიც კარგად გააქვთ განზე. გუშინდელ ვარჯიშზე და დღეს კაპიტნის ვარჯიშზე დაცვით ტაქტიკებს ვაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას.“ რაზმის დასახელებამდე განაცხადა ილია მაისურაძემ.

სამატჩო შემადგენლობაში კი ორი ცვლილებაა - სასტარტო თხუტმეტეულში იწყებს კვაჭი ლაშა საჯაია. გიორგი ხუროშვილმა კი მარქაფაში გადაინაცვლა. ძირითადს დაუბრუნდა გუნდის კაპიტანი ვასილ ლობჟანიძე.

სამატჩო რაზმი

საქართველო - ირლანდია | მანჩესტერ სიტის აკადემია, მანჩესტერი
15/06/2016 | 20:30 სთ (საქ. დროით) - პირდაპირი რეპორტაჟი: საზოგადოებრივიმაუწყებლის მე-2 არხი

უკანა ხაზი, ბექები

15. მირიან მოდებაძე (აია), 14. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), 13. გიორგი კოშაძე (ხარები), 12. გიორგი კვესელაძე (არმაზი), 11. სანდრო მერკვილიშვილი (არმია), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. ვასილ ლობჟანიძე - კაპ (არმაზი)

შერკინება, ფორვარდები

1. თორნიკე მატარაძე (აია), 2. ლაშა საჯაია (ჯიქი), 3. ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფ), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. ოთარ გიორგაძე (კლერმონ, საფ), 6. ილია სპანდერაშვილი (არმია), 7. გიორგი ცუცქირიძე (ბრივ, საფ), 8. ბექა გორგაძე (მონ დე მარსან, საფ)

მარქაფა

16. გიორგი ხუროშვილი (არმაზი), 17. ლუკა გოგინავა (ლოკომოტივი), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფ), 19. დემურ ეფრემიძე (ყოჩები), 20. ირაკლი ცხადაძე (არმაზი), 21. გელა აფრასიძე (ლელო სარასენს), 22. სანდრო ილურიძე (აკადემია), 23. რატი შანიძე (ლელო სარასენს)

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:46 | 15.06.2016
krasni (587)

მგონი იტალიასაც ერთი ქულა გაუხდა. ბოლობოლო ვის ვხვდებით? იაპონიას, თუ იტალიას?

23:54 | 15.06.2016
GO_GO_LELOS (81)

იტალიას არ აქვს ქულა. მაგრამ უკეთესი სხვაობა აქვთ და დაასრულეს 11ზე შესაბამისად იტალიას ვხვდებით

22:28 | 15.06.2016
krasni (587)

კაცნაკლულობამ მაგრად გააფუჭდა თამაში. არა უშავს, შემდეგი უნდა მოვიგოთ. მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის. შერკინება ხომ კიდევ ცალკე თემაა.

20:55 | 15.06.2016
shotai-olimpi (89)

კარგი რა, რა გააკეთა ეხლა სპანდერაშვილმა როგორ შეიძლება ასე? დააღალატა გუნდი!!

10:44 | 15.06.2016
პანტელეიმონი (1218)

გამარჯვება ბიჭებო ! ! !

09:51 | 15.06.2016
BEERTRANCE (1073)

ირწმუნეთ საკუთარი ძალების, მერე რა ზელანდიას აჯობეს, კინაღამ წააგენ უელსთან, რომელმაც მსაჯის დახმარებით მოგვიგო. მეტი დისციპლინა და ნამდვილად შესაძლებელია მათი დამარცხება.

22:37 | 14.06.2016
rachuka (32)

stripslashes((strlen('http://www.irishrugby.ie/news/37618.php#.V2BOfPl96M8')>0?'http://www.irishrugby.ie/news/37618.php#.V2BOfPl96M8':'http://www.irishrugby.ie/news/37618.php#.V2BOfPl96M8')) აგერ სტატის ლინკი ვისაც გაინტერესებთ. ირლანდიელი მწვრთნელის კომენტარიც არის

22:37 | 14.06.2016
lobjana86 (3)

Vigebt am tamashs

22:28 | 14.06.2016
rachuka (32)

15. Brett Connon (Newcastle Falcons)
14. Terry Kennedy (St.Mary's / Leinster)
13. Jimmy O'Brien (UCD / Leinster)
12. Paul Kiernan (UCC / Munster) Captain
11. Hugo Keenan (UCD / Leinster)
10. Johnny McPhillips (Queen's University / Ulster)
9. Niall Saunders (Harlequins)
1. James Bollard (Dublin University / Leinster)
2. Vincent O'Brien (Cork Con / Munster)
3. Vakh Abdaladze (Clontarf / Leinster)
4. Evan Mintern (Cork Con / Munster)*
5. Sean O'Connor (Cashel / Munster)
6. Greg Jones (UCD / Leinster)
7. Conall Boomer (Belfast Harlequins / Ulster)*
8. Kelvin Brown (Shannon / Munster)

Replacements
16. Adam McBurney (Ballymena / Ulster)
17. Andrew Porter (UCD / Leinster)
18. Adam Coyle (Naas / Leinster)
19. James Ryan (Lansdowne / Leinster)
20. Max Deegan (Lansdowne / Leinster)
21. Stephen Kerins (Sligo / Connacht)
22. Shane Daly (Cork Con / Munster)
23. Jacob Stockdale (Belfast Harlequins / Ulster)
13 ცვლილება აქვთ შემადგენლობაში ახალზელანდიის მატჩის შემადგენლობიდან ირლანდიელებს,დასვენებული და მოტივირებული შემადგენლობით იქნებიან. აბდალაძე იქნება ძირითადში ასე რომ შერკინებაში ქართული ჯახი იქნება, ჩვენებს მემგონი მოუწევთ კოდური სიტვებით ლაპარაკი დერეფანში.

21:08 | 14.06.2016
rugby aia (5)

მირიანამ სისწრაფე თუ გააუმჯობესა სვანიძეს კი არა კიდევ ბევრს გადაუჯოკრავს. მაგარი ფიზიკური მონაცემები აქვს, მეორე სართულზეც კარგია, ფინტებიც ეხერხება და ხელით თამაშიც, სისწრაფე და ფეხით თამაში აქვს დასახვეწი და ნაკრებისთვის მზად იქნება. და საერთოდ ჩვენი ყველა ასაკობრივი ნაკრების სამწვრთნელო შტაბში აუცილებლად უნდა იყოს მძლეოსნობის სპეციალისტი, რომელიც სირბილზე და სისწრაფეზე ავარჯიშებს ბიჭებს, ამ კომპონენტში ყველას ჩამოვრჩებით.

20:36 | 14.06.2016
mindia (74)

მთავარია შეცდომებმა იკლოს.

17:23 | 14.06.2016
krasni (587)

მეტი შემართებით, ვიდრე უელსთან. მაგრად გვჯერა თქვენი.

17:20 | 14.06.2016
zangura (109)

ბიჭებო თქვენი არ ვიცი მაგრამ ჩვენი 15 ნომერი მირიან მოდებაძე მაგრად მომეწონა. აქამდე არ მქონდა მაგ ბიჭის თამაში ნანახი. ძალიან ტექნიკური ბიჭი ჩანს და ფიზიკურადაც ძლიარია. კაი ტანზე დგას. იმედია მოუმატებს, გააგრძელებს პროგრესს და ჩვენს ნაკრებში 15 ნომრის პრობლემას გადაწყვიტავს.

20:36 | 14.06.2016
mindia (74)

მეც გეთანხმები, სვანიძე რომ იყო 15 ზელანდიასთან იმაზე ბევრად უფრო ძლიერი გამოჩნდა.

18:51 | 14.06.2016
GO_GO_LELOS (81)

გეთანხმები ძალიან მაგარი ბიჭია. დიდ 10შიც ერთ-ერთი გამორჩეულია

0.086046