საფრანგეთი პრო დ2

23:19 | 2.04.2016 | ნანახია 2094 - ჯერ

მჭედლიძის ლელო და ნემსაძის კბილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა თამაზ მჭედლიძემ, საფრანგეთის ტოპ 14-ის ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო ლელოს გატანა.

ერთი კვირის წინ მან „მონპელიეს“ ჩათვლის მოედანი აიღო, ხოლო დღეს, მე-20 ტურში, „პო“ მე-9 წუთზე დაალელოვა და ანგარიში გახსნა. მიუხედავად ამისა, მისი გუნდი 26:33 დამარცხდა. თაზომ საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონში მეათედ ითამაშა და მეოთხე ლელო გაიტანა.

საფრანგეთი მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ის 24-ე ტურის მატჩში, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე მე-18 წუთზე წითელი ბარათით დაისაჯა. ის რომან ბეზიანს საჰაერო ბურთისთვის ბრძოლისას შეასკდა და წითელი ბარათის მიღების გარდა, ამ ეპიზოდში კბილიც დაკარგა. რეფერიმ ბეზიანი სინბინით დასაჯა.

ჩემპიონატების ვრცელ მიმოხილვებს ორშაბათს შემოგთავაზებთ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.175066