ტესტ-მატჩები

14:09 | 14.06.2016 | ნანახია 1499 - ჯერ

„ბელადებმა“ „დრაკონს“ თავი გააგდებინეს

ახალ ზელანდიაში ტურნეზე მყოფი უელსის ეროვნული ნაკრები, დღეს ჰემილტონში ადგილობრივ კლუბ „ჩიფსს“ შეხვდა და 7:40 შერცხვა.

„დრაკონებს“ ზელანდიურ კლუბთან ბოლოჯერ 1988 წელს, „ვაიკატოსთან“ ჰქონდა წაგებული და მაშინ მათ ლელო ამჟამინდელმა მწვრთნელმა, უორენ გეთლანდმა დაუდო, თუმცა, ამჯერად მას სიხარულის საბაბი ნამდვილად არ ჰქონდა.

„ჩიფსი“ მეტოქეს მოტივირებული დახვდა და ეს ჰაკაზეც ეტყობოდა, რომელიც განსხვავებულ სტილში, „ნამდვილი ბელადების“ თანხლებით შეასრულა. მერე თამაში გაჩაღდა და „ბელადებმა“ ერთის წილ 6 ლელო დადეს და კიდევ ერთი არ ჩაუთვალეს. პირველი ტაიმის შემდეგ ზელანდიელები 21:0 იგებდნენ, „დრაკონებმა“ მეორე ნახევრის შუაში ერთი გაქვითეს, თუმცა დასკვნით 15 წუთში კვლავ სამი მიიღეს.

უელსის ეროვნულ ნაკრებს მორიგი თამაში 18 ივნისს, „ოლ ბლექსთან“ ელის.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092241