„ბუქარესტის ერთა თასის“ მეორე რაუნდის დასკვნითი მატჩი მასპინძელ რუმინეთსა და ურუგვაის შორის, ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის გამო შეწყდა.
მატჩი „სტეჟარის“ აქტიურობით დაიწყო და მალე პირველი, თანაც ქართული ლელო გავიდა. დერეფანში ბურთი რუმინელთა კვაჭმა, თბილისის „ლოკომოტივის“ აღზრდილმა ოთარ ტურაშვილმა ააგდო, პირველი დარტყმა სტელიან ბურჩეამ განახორციელა, მეორე ტურაშვილმა და ლელოს მიწვდა. ფლორინ ვლაიკუმ რთული პოზიციიდან გარდასახა და 8:0 მე-7 წუთზე. მოგვიანებით ვლაიკუმ ჯარიმა გაიტანა, ხოლო 22-ე წუთზე ლელო შენანმა დაამიწა და ვლაიკუმ კვლავ გარდასახა - 18:0.
ამასობაში წვიმა გაძლიერდა და რადგან ჭექა-ქუხილმაც იმატა, მსაჯმა მოთამაშეთა უსაფრთხოების მიზნით თამაში 28-ე წუთზე შეწყვიტა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მორაგბეები მოედანს დაუბრუნდნენ და შეხვედრა განახლდა. გუნდებმა თითო-თითო სალელოვე მომენტი შექმნეს, თუმცა ჭექა-ქუხილმა ისევ იმძლავრა და მსაჯმაც თამაში საბოლოოდ 35-ე წუთზე შეწყვიტა.
შეხვედრა ხვალ, ნაშუადღევს სწორედ 35-ე წუთიდან განახლდება და ანგარიშიც 18:0 იქნება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია