ერთა თასი

22:58 | 13.06.2016 | ნანახია 9359 - ჯერ

„თბილისში 60 ათასი კაცი გვისტვენდა“ - ალექსეი ვოლკოვი

რუსული ვებგევრდი netall.ru რუსეთის ნაკრებისა და კარსნოიარსკის „ენისეის“ ბურჯ ალექსეი ვოლკოვთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ბევრ საინტერესო თემასთან ერთად საუბარი საქართველოს, კერძოდ „დინამო არენაზე“ შექმნილ გარემოსაც შეეხო.

ჟურნალისტის კითხვაზე - ყველაზე დიდი აუდიტორიის წინაშე ვოლკოვს სად უთამაშია, დავით კაჭარავას თანაგუნდელს „ბორჯღალოსნებთან“ თბილისური მატჩი ახსენდება:

„ასეთი მატჩი საქართველოში იყო, 2013 თუ 2014 წელი იდგა, ზუსტად არ მახსოვს. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც თბილისის „დინამო“ თამაშობს. შეხვედრას 60 ათასი მაყურებელი ესწრებოდა - ყველა ჩვენს წინააღმდეგ იყო და ყველა გვისტვენდა. მაგრამ ეს ყველაფერი სტადიონზე დარჩა, საქართველოში არასდროს არ შეგვქმნია პრობლემები. თბილისის ქუჩებში რუსული ეკიპირებით ჩვეულებრივად ვსეირნობდით.

აღნიშნული მატჩი ჩვენმა ნაკრებმა წააგო. ეს იყო დასამახსოვრებელი შეხვედრა ევროპის ჩემპიონთან. საქართველოსთან ყოველთვის რთულია თამაში - ის ღირსეული მეტოქეა“.

ინტერვიუში რუსი მორაგბე ჩელენჯ ქაფის განვლილ სეზონსაც იხსენებს, სადაც რუსულმა კლუბმა პირველად მიიღო მონაწილეობა და ორი მატჩის მოგება მოახერხა:

„მადლობა მინდა ვუთხრა „ენისეის“, რომ ევროთასზე თამაშის საშუალება მომეცა. ორი მატჩის მოგება პატარა სასწაული იყო. ევროპაში არავის სჯეროდა, რომ რუსული, განსაკუთრებით ციმბირული კლუბი თუნდაც ერთი მატჩის მოგებას შეძლებდა. განსაკუთრებით ჯგუფის ლიდერ ფრანგულ „ბრივთან“ მოგებაა აღსანიშნავი, ყველას მიაჩნდა რომ დიდი ანგარიშით დავმარცხდებოდით, თუმცა კლუბში ჩემთვის სადებიუტო მატჩში დიდ გამარჯვებას მოვაღწიეთ“.

მოამზადა უჩა გოგიძემ


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:38 | 14.06.2016
tamasho (88)

60ათასი მართლაც იყო მაგრამ ეს იყო არა 2013 14 არამედ თუ არ ვცდები ეს იყო 2006 -2007 წლები

06:51 | 14.06.2016
რაგბი (36)

ყლეი ესა

06:47 | 14.06.2016
რაგბი (36)

60 ათასი კაცი სად დათვალა ამ ჯიშმოტყნულმა, ალბად იმდენი უბარტყუნეს ერთი სამად ეჩვნებოდა.

0.077623