6 ერი

18:48 | 2.04.2016 | ნანახია 3159 - ჯერ

Telegraph-ი: „არგენტინის მაგალითზე, ექვსი ერის კარი უნდა გაიღოს“

ბრიტანული გამოცემაTelegraph-ი იტალიის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელ კონორ ო’ში-ს საგანგებო სტატიას უძღვნის და იქვე, მცირე გადახვევასავით, საქართველოსა რუმინეთისთვის ექვსი ერის კარის გახსნას მოითხოვს.

სტატიის უმეტესი ნაწილი 45 წლის სპეციალისტის დახასიათებას ეძღვნება. ავტორი აღნიშნავს იმ მიღწევებს, რასაც ო’შიმ 2012 წლიდან „ჰარლექუინსთან“ ერთად მიაღწია, სადაც მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. ტექსტში ნათქვამია, რომ ის მუდამ 100%-ით მხარს უჭერს საკუთარ შეგირდებს და მოკლე პერიოდში შეუძლია გუნდის თამაშის გამოსწორება.

„იტალიას ძალიან გაუმართლა მასთან კონტრაქტის გაფორმებით. ო’შის სჯერა საკუთარი შეგირდების და თავის მხრივ, მოთამაშეებიც ენდობიან მწვრთნელს. კონორს თან მიყვება შეტევის მწვრთნელი მაიკ კატი და ვფიქრობ, იტალიას მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ექნება და თანაც, მცირე პერიოდში.

ეს უმნიშვნელოვანესია იმ ფონზე, როდესაც ჩვენ საქართველოსა და რუმინეთის მსგავსი ქვეყნებისთვის 6 ერის კარის გახსნას და პლეი ოფის სისტემის დანერგვის შესაძლებლობას განვიხილავთ. არგენტინის მაგალითის ფონზე - სამ ერთანშეერთების შემდეგ განცდილპროგრესს ვგულისხმობთ -ჩვენ, ყველა ერთად, მსოფლიო რაგბისთან მიმართებაში ვალდებულები ვხდებით, საზღვრები გავხსნათ, რათა ვიზრუნოთ განვითარებად ქვეყნებზე. დაუშვებულია ოთხ წელიწადში ერთხელ იმაზე ვიწუწუნოთ, რომ პირველი და მეორე დონის ქვეყნებს შორის დიდი სხვაობაა და ამავდროულად არაფერი ვაკეთოთ სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

ჩემის აზრით, „მსოფლიო რაგბიმ“ მეტი თანხები უნდა გამოყოს, რათა საქართველომ უფრო ხშირად იმოგზაუროს სამხრეთ ნახევარსფეროში, მაგრამ ევროპის მძლავრმა ქვეყნებმაც უნდა შეიტანონ საკუთარი წვლილი საქართველოს განვითარებაში. ცოტა გავერთე და თემას გადავუხვიე...“ - წერს ავტორი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076507