ტესტ-მატჩები

19:42 | 13.06.2016 | ნანახია 7530 - ჯერ

იტალიას ბუქარესტშიც საქართველო ელანდება

ბუქარესტის ერთა თასის მეორე რაუნდის პირველ შეხვედრაში არგენტინის A ნაკრები „მზარდ იტალიას“ ეთამაშებოდა და შეხვედრას იტალიურ არხზე ვუყურე. აბა საქართველო ამ ტურნირთან რა კავშირშია, მაგრამ როგორც ჩანს, იტალიელებს უკვე სერიოზულად აფიქრებთ ქართული რაგბის უწყვეტი პროგრესი.

იტალიურის ბევრი არაფერი გამეგება, თუმცა კომენტატორმა პირველი ტაიმის მსვლელობისას ქართულ რაგბის დიდი დრო დაუთმო. ახსენა აპია, რაც „ბორჯღალოსნების“ ტესტ-სეტიას უნდა უკავშირდებოდეს და ლელო-ბურთი, რითაც, სავარაუდოდ, ქართველების ტრადიციებს გაუსვა ხაზი.

უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, ეს იყო ორი განსხვავებული სტილით მოთამაშე გუნდის ორი განსხვავებული ტაიმი. იტალიელები მეტოქეს შერკინებაში მაგრად ჯაბნიდნენ და აქცენტს სწორედ ამაზე აკეთებდნენ, ხოლო არგენტინელები ევროპელებს სჯაბნიდნენ რაგბის ცოდნაში და სისწრაფეებში. ანგარიში სამხრეთელებმა მე-6 წუთზე, პრაქტიკულად პირველივე შეტევის შედეგად გახსნეს. მათ სწრაფი ბურთაობით მარჯვენა ფლანგზე მეტობა შექმნეს და ლელოში პაზი შევიდა, ხოლო დიაზ ბონილამ გარდასახა.

იტალიამ მე-15 წუთზე უპასუხა და ეს არგენტინელი მცველების უხეშ შეცდომას მოყვა. ჯიამარიოლიმ შეტევის გაგრძელება ვერ მონახა დარტყმა განიზრახა, მოულოდნელად, ორი მცველისგან უსუსტესი ბოჭვის მცდელობას წააწყდა და დაწოლის ნაცვლად ლელომდე 20 მეტრი ირბინა. ბონფილომ გარდასახა.

არგენტინელები რომ გახურდნენ სისწრაფეს უმატეს და მე-19 წუთზე თავისი ნახევრიდან დაწყებული იერიში ლელოთი დაასრულეს. მსაჯმა ის ჯერ ჩათვალა, მერე ტელე-რეფმა მომენტს დიდხანს უტრიალა და წინპასი შენიშნა. 23-ე წუთზე სამხრეთელები მაინც დაწინაურდნენ. ამჯერად თავისი 22-იდან წამოიწყეს კონტრშეტევა, დაახლოებით 90 მეტრი რამდენიმე წამში, პასებით დაფარეს და ტუკულეტის ლელო ბონილამ გარდასახა - 16:8.

სამხრეთელების უპირატესობა საგრძნობი გახდა და 29-ე წუთზე დიაზ ბონილას ჭკვიანურ თამაშს მესამე ლელო მოყვა - მან ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში ფეხით მოკლეზე გადაკიდა, ოვალი მიწიდან პაზის ხელებში აღმოჩნდა და დუბლი შეასრულა. თამაშის განახლებისთანავე არგენტინამ ლელო დადო, თუმცა ის ვიდეო-რეფერიმ კვლავ წინპასის გამო გააუქმა, ტაიმის ბოლოს მეოთხე, პრემიალური ლელო მაინც დაიდო და ამჯერად სწრაფი შეტევა ბონილამ დაასრულა - 32:8.

აქ თითქოს ყველაფერი გადაწყდა, თუმცა, როგორც ჩანს, ასეთმა უპირატესობამ არგენტინელებზე უარყოფითად იმოქმედა და ამასთან, მეორე ტაიმში მოედანზე სულ სხვა იტალია გავიდა. გუნდს მწვრთნელის ხელი და შემართება ეტყობოდა და ეს შედეგზეც აისახა. ჯერ იყო და შერკინებიდან ბურთის გატანის შემდეგ ხაზი გაიჭრა და ლელო მენიტი იპოლიტომ დადო, ხოლო 51-ე წუთზე დანიელეს ლელო მოყვა. აძოლინიმ ორივე გარდასახა და ჩამორჩენა ერთ გარდასახულ ლელომდე დავიდა - 24:32.

შერკინებასა და ძალისმიერ თამაშში მოპოვებულ უპირატესობას, ფსიქოლოგიურიც დაემატა და იტალიას მალე მეოთხე ლელოს დადების ორი კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ამჯერად არგენტინელებმა გაძლეს. მომდევნო 20 წუთი ანგარიში აღარ შეცვლილა, ხოლო 71-ე წუთზე დი ჯულიომ მიზანს მაინც უწია და პესკეტოს გარდასახვაც რომ გაეტანა წონასწორობა აღდგებოდა, ასე კი, ევროპელებმა მხოლოდ ჩამორჩენის 2 ქულამდე დაყვანა შეძლეს. ამ დაბრუნებამ იტალიელთა დიდი ენერგია წაიღო, შედეგად, 75-ე წუთზე ისინი არგენტინის მოლს ვერ გაუმკლავდნენ და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ. ქულათა დარიცხვის ახალი სისტემის თანახმად, არგენტინას გარდასახვაც ავტომატურად გატანილად ჩაეთვალა და 40:30 იმარჯვა, რის შემდეგაც ორი თამაშიდან 10 ქულით, ბუქარესტის თასის მოგების მთავარ ფავორიტად იქცა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:35 | 14.06.2016
რაგბი (36)

დებილია ამის ავტორი და თავის ჟურნალისტი გონია.

11:35 | 14.06.2016
shakooo7 (17)

ქულათა დარიცხვის ახალი სისტემა როგორაა?

06:40 | 14.06.2016
რაგბი (36)

შე გამზდელ მიჯმულო ბევრი რომ არაფერი გაგეგება იტალიურის, ისეთი ნახე ვისაც გაეგება და გადაათარგმინე, ჟურნალისტი ხარ თუ ჩემი მეზობელი ჭორიკანა ლამარა. ქეცბაია ტყუილს კი არ ამბობდა ხოლმე ჟურნალისტებზე, თქვენს თავზეც იმუშავეთ ცოტა დაიხვეწეთ

15:22 | 14.06.2016
buratino (480)

შენ ჯიგარო, აშკარად მისამართი გეშლება! ეს სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" კი არ არის, არამედ სარაგბო ფორუმია სადაც კაცურკაცობას გინებით და ბილწსიტყვაობით კი არა, არამედ მხურვალე ქომაგობით ამტკიცებენ! თუ მასე მოგწონს ის გმირი (თენგოი), მაშინ საკუთარ სახლში შეგიძლია მიბაძო. აქ ჩვენ ყველანი რაგბის ფასეულობების მიმდევრები ვართ, ხოლო ამ ფასეულობების მატარებელთათვის მაგეთი მიდგომები მიუღებელია

16:34 | 14.06.2016
რაგბი (36)

ასეთი ყლეობა არსად არაფერი წამიკითხავს გინდა თენგო იყო გინდა გურგენა, ტიპმა უყურა უცხოურ ენაზე და ვარაუდებზე რაღარაცას წერს. ქვის ხანა ხომ არაა თარჯიმანი ნახო და 2 წინანადედაბა გადაათარგმნინო. ესეთი სირობა რომ არ წერო

12:26 | 14.06.2016
ukleba (77)

აშკარად სხვაგან მოხვდი მეგობარო. შეეცადე დაიცვა კორექტულობა და საკუტარი აზრი მსგავსი მაღალფარდოვანი სიტყვებით არ გამოხატო. თუ სიამოვნებას ბილწსიყტყვაობით იღებ შედი პარლამენტის ოფიციალურ საიტზე და რამდენიც გენებოს.

0.092651