ტესტ-მატჩები

17:11 | 13.06.2016 | ნანახია 1615 - ჯერ

„პანიკის საფუძველი არ არსებობს“ - „სპრინგბოქსის“ თავკაცი

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალისტერ კუცია თვლის, რომ ირლანდიის ნაკრებთან შინ წაგებული მატჩის (20:26) შემდეგ, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„სპრინგბოქსი“ დამარცხდა შეხვედრაში, რომელშიც მეტოქე 60 წუთის განმავლობაში კაცნაკლული თამაშობდა. არაეფექტურად გამოიყურებოდნენ ხაზის მოთამაშეები და სიძლიერით გამორჩეული მორკინალებიც ხშირად ცდებოდნენ.

კუციას თქმით, იგი შემდეგი ტესტ-მატჩისთვის ძირითად შემადგენლობაში მასობრივი ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს.

„პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამ მორაგბეებს მიეცემათ თავისი შეცდომების გამოსწორების საშუალება. მე კმაყოფილი ვარ რეზერვით, რომელმაც მატჩზე გავლენა იქონია, ამიტომაც არიან ისინი აქ“ - აცხადებს კუცია.

„სპრინგბოქსის“ თავკაცს სჯერავს, რომ მისი გუნდი 18 ივნისს იოჰანესბურგში გასამართ მატჩში „სამყურებთან“ რევანშს აიღებს:

„ჩვენ ამ მარცხით მთელ ქვეყანას გავუტეხეთ გული, ყველა ძალიან გვქომაგობდა... ეს დამატებით შემართებას გვაძლევს, რათა სამმატჩიანი დაპირისპირების შედეგი ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ“.

უჩა გოგიძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:08 | 14.06.2016
BEERTRANCE (1073)

რა არ არის, კაცნაკლულ მეტოქესთან აგებ, და თან მთელი 2 ქულა გაკლდება.

0.078991