საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა აპიაში სამოასთან ფრედ, 19:19 დასრულებული მატჩის შემდეგ სარეიტინგო ქულების მარაგი მხოლოდ 0,07 ქულით გაიმდიდრა და მე-12 ადგილზე რჩება.
იყო დრო, სამოასთან სტუმრად მიღწეული ასეთი შედეგი მნიშვნელოვნად წაგვწევდა წინ, მაგრამ ბოლო დროს კუნძულელები ერთგვარ კრიზისს განიცდიან და ჩვენს ქვევით, მე-15 პოზიციაზე რჩებიან. სამაგიეროდ შეგვეცვალა მეზობელი. იაპონიამ სტუმრად კანადის დამარცხებით დიდი ვერაფერი მიიღო. მხოლოდ 0,17 სარეიტინგო ქულა მოემატა ფიჯის, რომელმაც წყნარი ოკეანის თასისა და მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ტონგას 0:15 ჩამორჩენის შემდეგ, 23:18 აჯობა. ეს საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ფიჯელებს რეიტინგში იაპონელებისთვის გადაესწროთ და ისინი ათეულში დაბრუნდნენ.
ედი ჯონსის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა ინგლისმა და ეს მის რეიტინგზეც სათანადოდ აისახა. ბრისბენში ავსტრალიის 39:28 დამარცხება „ვარდებს“ 1,77 ქულით დაუფასდათ და ისინი მესამე ადგილამდე აღზევდნენ. ევროპელებმა სამხრეთ აფრიკა ჩამოიტოვეს, რომელმაც 14-კაციან ირლანდიას ვერაფერი მოუხერხა და კეიპტაუნში 20:26 დამარცხდა.
ამ შედეგმა „ბოკე“ 2 სარეიტინგო ქულით აზარალა და 0,71-ით ჩამორჩებიან ინგლისს. ირლანდიელებმა საკუთარი მონაგარი ასევე 2 ქულით გაზარდეს, მაგრამ კვლავინდებურად მე-7 პოზიციაზე რჩებიან. სხვა თამაშის შედეგებს რეიტინგში გადაადგილებები არ გამოუწვევია, თუმცა მიმდინარე კვირაში არაერთი სარეიტინგო თამაში გაიმართება და მოწინავე ოცეულში ცვლილებებს უნდა ველოდოთ.
18 ივნნისს მორიგ ტესტ-მატჩს გამართავს საქართველო და ფიჯიზე, სუვაში, უახლოეს მდევარ ტონგას შეხვდება. მართალია ფიჯი ტონგასთან ბევრად ახლოსაა, ვიდრე საქართველოსთან, მაგრამ მატჩი ნეიტრალურ მოედანზე იმართება და ქულებიც ამის მიხედვით დაითვლება. ტონგასთან 15-ქულამდე მარცხი 1,12 ქულას, ხოლო 15-ზე მეტი სხვაობით მარცხი 1,69 ქულას დაგვაკარგინებს და ორივე შემთხვევაში მეტოქე მე-12 პოზიციიდან დაგვაქვეითებს. ფრე 1,127 ქულას გვაზარალებს და პოზიციას შევინარჩუნებთ, ხოლო მცირედი მოგება 0,87, 15-ქულაზე მეტი სხვაობით გამარჯვება კი, 1,31 ქულას შეგვძენს და მე-12 ადგილზე დავრჩებით, ოღონდ მდევარს დავშორდებით და წინმყოფებს მივუახლოვდებით.
მსოფლიო რაგბის რეიტინგი. 13 ივნისისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 96,10
2 (2). ავსტრალია 87,56
3 (4). ინგლისი 86,37
4 (3). სამხრეთ აფრიკა 85,66
5 (5). არგენტინა 82,59
6 (6). უელსი 82,49
7 (7). ირლანდია 82,33
8 (8). საფრანგეთი 78,36
9 (9). შოტლანდია 78,32
10 (11). ფიჯი 77,13
11 (10). იაპონია 77,07
12 (12). საქართველო 72,70
13 (13). ტონგა 71,43
14 (14). იტალია 70,78
15 (15). სამოა 70,29
16 (16). რუმინეთი 67,95
17 (17). აშშ 65,68
18 (18). კანადა 64,24
19 (19). რუსეთი 63,56
20 (20). ურუგვაი 63,23
21 (21). ნამიბია 61,33
22 (22). ესპანეთი 60,87
23 (23). ჰონკონგი 59,03
24 (24). ბელგია 57,94
25 (25). გერმანია 57,71
26 (26). უკრაინა 56,95
27 (27). კენია 56,41
28 (28). ჩილე 55,73
29 (29). კორეა 54,85
30 (30). პორტუგალია 54,29
...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ მე-12 ადგილი, ამისთვის ტონგასთან არ წაგებაა საჭირო. მიდით ლომებო გაგვახარეთ!
ზურა ქსოვრელი
ამ საიტზე ცენზურა არ მოქმედებს?
ათეულში უნდა შევაჯვათ
შენ შეგა*ვა მთელმა სარაგბო თემმა
ქართული რაგბი ქართულად აღზრდის, ქცევის და მეტყველების მაგალითია პირველ რიგში...
რა ნათქვამია ეხლა ეს? გგონია რაც უფრო არაკორექტულად გადმოსცემ შენს აზრს მით უფრო დამაჯერებელი იქნება? ლანძღვით "გულშემატკივრობა" გულშემატკივრობა არაა.
ფიჯისთან თამაში წესით ძალიან რთული უნდა გამოვიდეს.. მაგრამ სამოასთან სადაც მეგონა რომ მეორე ნომრად ვითამაშებდით, ინიციატივა ჩვენგან მიდიოდა.. ეტყობა მართლა მაგრად გავიზარდეთ და ფიჯიც არ უნდა მივიჩნიოთ აშკარა ფავორიტად..
ტონგა სახში არ თამაშობს, თორემ შედეგიდან გამომდინარე რეიტინგში დანაკარგი უფრო ცოტა გვექნებოდა და მონაპოვარი უფრო მეტი.stripslashes((strlen('http://irbrankingcalculator.azurewebsites.net/')>0?' http://irbrankingcalculator.azurewebsites.net/':' http://irbrankingcalculator.azurewebsites.net/'))
ტონგასთან მოგება უნდა გავიმეოროთ ბიჭებო, მე მჯერა თქვენ ამას შეძლებთ ! ! !