ტესტ-მატჩები

16:08 | 13.06.2016 | ნანახია 1192 - ჯერ

ნორთისთვის ახალზელანდიური ტურნე დასრულდა

უელსის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ჯორჯ ნორთმა შაბათს „ოლ ბლექსთან“ წაგებულ მატჩში (21:39) ტრავმა მიიღო. შედეგად, იგი დარჩენილ ორ ტესტ-მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს და შინ, უელსში დაბრუნდება.

„ნორთმა ოკლანდში გამართულ შეხვედრაში მძიმე დაზიანება მიიღო, იგი დარჩენილ ტესტ-მატჩებში ვერ დაგვეხმარება“ - ვკითხულობთ უელსის რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზე.

უელსელები ვებგვერგზე დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბის არყოფნა, რა თქმა უნდა, „დრაკონებისთვის“ დიდი დანაკლისი იქნება. მომხდარის გამო ახალ ზელანდიასთან თამაშის შანსი ელი უოლკერსს, ან ტომ ჯეიმსს მიეცემა. მანამდე ორივე მათგანი 14 ივნისს სუპერ რაგბის კლუბ „ჩიფსთან“ გასამართი მატჩისთვის ძირითად შემადგენლობაში არიან.

უელსი „ოლ ბლექსთან“ კიდევ ორ თამაშს გამართავს - 18 ივნისს ველინგტონში და 25 ივნისს დანედინში.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08501