20-წლამდელები

21:13 | 12.06.2016 | ნანახია 5296 - ჯერ

ლადო კილასონია: „ირლანდიასთან კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ“

„ბევრი ვიმუშავეთ დაცვაზე, სწრაფ წამოდგომაზე და ეფექტური ბოჭვების კეთებაზე - შესაბამისად, ვეცადეთ რაქებში ნაკლებნი ვყოფილიყავით, რათა დაცვაში დროულად მოვწყობილიყავით. ვითამაშეთ ხასიათით და გულით და ეს თამაში ჩვენი თავდაჯერებულობისათვის აუცილებელი იყო. შეტევას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, შემდეგი თამაშისთვის ბევრი რამის გამოსწორებას ვგეგმავთ“ - განაცხადა უელსთან 9:10 წაგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.

მისი დამხმარე ლადო კილასონია განვლილ მატჩზე უფრო მეტს საუბრობს და იმედოვნებს, 15 ივნისს ირლანდიასთან შეტევაში მეტი შანსი გვექნება:

„გუშინდელი თამაში ერთმნიშვნელოვნად ჩვენ აქტივში უნდა ჩაიწეროს. თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ - ფიზიკურად და რაც მთავარია, ფსიქოლოგიურად. ზელანდიის შემდეგ პირველივე დღე აღდგენას და ვიდეოანალიზს დაეთმო. შემდეგ გვქონდა დაცვის ვარჯიში, სადაც ზელანდიასთან დანახული პრობლემების გამოსწორება ვცადეთ - გავშლილიყავით ბოლომდე, მოედნის მთელი სივრცე აგვეღო და მაქსიმალურად წინ ავსულიყავით. დაცვის ვარჯიშმა ძალიან კარგად ჩაიარა და მატჩამდე ერთი დღით ადრე გვქონდა კაპიტნის ვარჯიში, რომელმაც ასევე ძალიან კარგად ჩაიარა.

თამაშამდე ძალიან კარგი ატმოსფერო იყო და განწყობაც შეუდარებელი გვქონდა - სასტუმროში, ავტობუსში, გასახდელში და გახურებისას. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენთვის ასეთ გუნდებთან თამაში პატივი და გაზრდის შესაძლებლობაა. ჩვენ ამით არაფერს ვკარგავთ, არამედ დიდ გამოცდილებას ვიძენთ. ჩვენი თავის და ალბათ გულშემატკივრების გარდა, აქ ჩვენგან ბევრს არაფერს ელიან, მაგრამ საქართველო სწორედ იმიტომ არის გამორჩეული გუნდი - ეროვნული ნაკრები და 20-წლამდელებიც, რომ იქ ვაკეთებთ განსაკუთრებით კარგად ყველაფერს, სადაც ამას არ მოელიან!

ისიც აღსანიშნავია, რომ ამინდმაც ხელი შეგვიწყო. წვიმამ თამაშის ტემპი დააგდო, თუმცა მაინც გვქონდა ბევრი ხარვეზი, როგორც დერეფანში, ასევე ხაზის ფეხით თამაშში, რამაც ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ეს პირველი ტაიმის შემდეგ შედარებით გამოსწორდა, თუმცა იდეალურამდე მაინც არ მივიდა. ბიჭები მუშაობენ საკუთარ თავზე. ვერ ვიტყვი, რომ მოტივაცია არ აქვთ. პირიქით, ძალიან მონდომებულები არიან და მოედანზეც ბოლომდე დაიხარჯნენ, მაგრამ ეს არ გვეყო და წავაგეთ 9:10.

მთავარია, რომ ჩვენ ასეთი თამაში ვითამაშეთ და ძალიან მეამაყება, რომ ამ გუნდთან ერთად ვარ! თუმცა ისიც სათქმელია, რომ ასეთი შანსები რაგბიში ძალიან იშვიათია და მათი არგამოყენება ძვირად ფასდება. ლელოსთან ახლოს მაინცდამაინც არ ვყოფილვართ. ბიჭებმა მოედანზე მიიღეს პრაგმატული გადაწყვეტილებები, კარში არტყეს და ამან გაამართლა. მეორე ტაიმში, როდესაც უელსმაც ნახა, რომ ხელით თამაში არ გამოსდიოდა, მაღალი ბურთების აწევა დაიწყეს, თუმცა ჩვენი უკანა ხაზი ამას მზად დახვდა. ერთხელ პოზიციურ თამაშშიც ვაჯობეთ. თითქმის ყველა დაკიდებული ბურთი ავიღეთ ჰაერშივე, რაც უდაოდ მისასალმებელია. მაგრამ ფეხით თამაშიდან გამომდინარე, უელსმა ბევრად მეტი დრო გაატარა ჩვენ 22-ში, ვიდრე ჩვენ მათ ნახევარზე, ამიტომ, პოზიციურ თამაშში მთლიანობაში ალბათ დავიჩაგრეთ.

გველის ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან სერიოზული მატჩი, სადაც კიდევ ერთხელ უნდა მოვუმატოთ ჩვენს თამაშს - გუშინ ჩვენი ამოცანა იყო 20-30 პროცენტით მოგვემატებინა, რასაც მეტ-ნაკლებად მივაღწიეთ. 15-შიც მსგავსი ამოცანა გვაქვს - კიდევ უფრო წინ წავიდეთ.

კარგად შევისწავლეთ ირლანდიის მატჩი უელსთან და გუშინაც, სანამ დრო გვქონდა, ზელანდიასთან დავაკვირდით - ეს არის ძალიან მოძრავი და ძალიან კარგი გუნდი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ უნდა მოუგოს კონკრეტულ მოწინააღმდეგეს - კარგად იცის სად არის მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები. თუ ამინდი ხელს შეუწყობთ, არ მგონია ჩვენთან „ჯახით“ თავი მოიკლან. შესაბამისად, ალბათ უფრო სწრაფ და გაშლილ თამაშს შემოგვთავაზებენ“.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:11 | 14.06.2016
orioni (88)

ყოჩაღ ბოკვერებს! შერკინებაში ბოლი ვადინეთ, დაცვაც მოწოდების სიმაღლეზე იყო, პირდაღებული იდგნენ უელსელები, არ ელოდნენ ქართველებისგან ასეთ მედგარ წინააღმდეგობას. ირლანდია ვფიქრობ შედარებით უკეთეს ფორმაშია, ზელანდიის დამარცხება არ ხდება შემთხვევით, ასე რომ სერიოზული ჯახი გველის..

23:35 | 13.06.2016
qomagi (248)

ყოჩაღ ბიჭებო,ჩვენ თქვენი გვჯერა!!! იმედია ირლანდიასთანაც ღირსეულად ითამაშებთ, წარმატებები და სენსაციური გამარჯვებები დაგბედებოდეთ!!!

12:44 | 13.06.2016
iberiana (33)

ერთი გულსატკენი დეტალია ჩვენს რაგბში და არც ძალიან უმნიშვნელო, ისე როგორც ქვეყნის ნებისმიერ სფეროში: ქართულად ლაპარაკი სირცხვილია? ლათინო-ანგლო-საქსურ "მოტივაცია"-ს ქვია "შემართება" ქართულად... და რა უბედურებაა ვარჯიშებზე ამდნენი "დავაი", "კაროჩე", "ვსიო"-ს შეძახილები? ჰკა მაგათო, -ასე იყტოდა ალბათ წინაპარი "დავაი"-ს ნაცვლად კრწანისზე. მწვრთნელებო და ჟურნალისტებო, უფლება გაქვთ ქართულად იმეტყველოთ, რადგან რა ენაზეც მეტყველებ, ისევე სუნთქავ. იამაიკურ-კამჩატკურ "ფენია-ქოქნის" ნუ დააყენებთ ქართულზე წინ! წარმატებები.

12:38 | 13.06.2016
federer (17) (469)

ზელანდიას თუ მოუგეს არ ვიცოდი ახლა წავიკითხე სტატია და თან თამაშის კადრებსაც რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდი ჩანს და ლელოებიც მოლებით დაუდეს და შერკინებაშიც გაგვიჭირდება ისეთი უპირატესობის მოპოვება რაც უელსთან გვქონდა.
ისე ძალიან კი მიკვირს 6 ერის გათამაშება ამ ირლანდიას უელსმა როგორ მოუგოოო

10:49 | 13.06.2016
shotai-olimpi (89)

კარგი გუნდი ყავს ირლანდიას !! შეიძლება ჩვენი კოზირით შერკინებით ადვილად ვერ მოვუგოთ!! ამიტომ მეტი ყურადღება და მეტოქის ნახევარზე რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გავატაროთ!!

09:05 | 13.06.2016
krasni (587)

ესმით უკვე ჩვენი სუნთქვა, ახლოში ვართ. ირლანდიასთან თუ მომატებას მოახერხებენ, ეს ბიჭები გადაგვიყვანენ ალბათ ჭკუიდან.

01:13 | 13.06.2016
federer (17) (469)

მაგრად იომეს ჩვენმა ბიჭებმა და დიდი მადლობა ამისთვის
ირლანდიასთანაც იგივე ბრძოლა გვინდა და 6 ერს ისევ ავალაპარაკებთ

23:01 | 12.06.2016
tamasho (88)

შესტიორკა ქვეყნებმა რაო

01:11 | 13.06.2016
federer (17) (469)

შესტიორკა ქვეყნები კარგი იყოოო
მგონი დავაფიქრეთ სერიოზულად

23:00 | 12.06.2016
tamasho (88)

პრესა როგორია რას ამბობენ რატომ არ წერთ

0.092138