ტესტ-მატჩები

19:00 | 12.06.2016 | ნანახია 2288 - ჯერ

იაპონიამ კანადას მცირედით აჯობა

ზაფხულის ტესტ-მატჩების პირველი შეხვედრა იაპონიის ნაკრებისთვის წარმატებული აღმოჩნდა, აზიელებმა ვანკუვერში „ბისი პლეისზე“ ადგილობრივ კანადას 26:22 სძლიეს.

„ნეკერჩხლის ფოთლები“ საწყის ეტაპზე კარგად გამოიყურებოდნენ და 22-ე წუთისთვის 12:3 ამარცხებდნენ სტუმრებს, მაგრამ შემდეგ უპირატესობა ხელთ „საკურებმა“ იგდეს. პირველი ტაიმი იაპონელთა ერთქულიანი უპირატესობით დასრულდა - 13:12. აზიელთაგან გამოსარჩევია მგეზავი იუ ტამურა, „სანვულვზის“ მორაგბემ თავის ანგარიშზე ჯამში 16 ქულა დააგროვა.

მეორე ტაიმის პირველი და ბოლო ქულები კანადელებმა მიითვალეს, მათ გარდაუსახავი ლელოები დადეს, თუმცა შუალედში იაპონელებმა იყოჩაღეს, 13 ქულის დაგროვება მოახერხეს და საბოლოო ჯამში ოთხი ქულის სხვაობით, 26:22 იმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ კანადელებმა ოთხი ლელო დადეს და აქედან მხოლოდ ერთის გარდასახვა მოახერხეს, მათი დამრტყმელის სიზუსტის შემთხვევაში მასპინძლები გამარჯვებას შეძლებდნენ, თუმცა მაკროირმა ვერ ივარგა.

კანადის ნაკრები 18 ივნისს რუსეთის წინააღდეგ გამართავს ტესტ-მატჩს, იაპონია კი ამავე დღეს შოტლანდიის ნაკრებს უმაპინძლებს.

უჩა გოგიძე


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:38 | 13.06.2016
qomagi (248)

ეგრეა, ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი იაპონიაში ტარდება ამაზე მეტყველებს, საკურებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ და შესაბამისად დიდი გეგმებიც მომავალ მსოფლიოზე.

08:49 | 13.06.2016
krasni (587)

იაპონიას უკვე თვლიან დე ფაქტო ელიტათ, თორემ შოტლანდიას არ აახლებდნენ. არა უშავს, მალე მოვა ჩვენი დროც.

0.091435